შოტლანდია. პრემიერლიგა. XXII ტური

„ისტერ როუდ სთედიუმზე“ მოწინააღმდეგის რანგში დაბრუნებულმა ენტონი სტოკსმა „ჰიბერნიანს“ ორი გოლი გაუტანა, რასაც მისმა თანაგუნდელმა გარი ჰუპერმა ერთიც დაამატა და სქოთთა პრემიერლიგის ლიდერმა „სელტიკმა“ უპრობლემოდ მიითვალა 3 ქულა. სტოკსი, რომელიც „სელტიკში“ შარშან, აგვისტოში გადავიდა, „ჰიბსისთვის“ დიდი დანაკლისია. ის, რომ „ჰიბერნიანი“ გასულ სეზონში მე-4 ადგილზე გავიდა დიდწილად მისი დამსახურება გახლდათ.

„საბოლოოდ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ, მაგრამ უფრო მეტი სიზუსტე რომ გამოგვეჩინა, მეტს გავიტანდით“, - თქვა გლაზგოელთა მწვრთნელმა ნილ ლენონმა.

უპრობლემოდ გაიმარჯვა „რეინჯერსმაც“, რომელსაც „სელტიკზე“ სამი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. „რეინჯერსისა“ და „ჰემილტონის“ შეხვედრაში თავი სლოვაკმა თავდამსხმელმა ვლადიმერ ვეისმა გამოიჩინა - ჩინებულად ითამაშა და ორი გოლიც გაიტანა. სწორედ მისი მონადირებული პენალტი შეაგდო სტივენ უიტეკერმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საკუთრივ თამაშზე მეტად რეინჯერსელი კენი მილერის ბედი აინტერესებდათ. მილერს „ფიორენტინა“ და „ბირმინგემი“ ეპატიჟებიან. მწვრთნელმა უოლტერ სმიტმა კითხვაზე მოკლედ უპასუხა: „წარმოდგენა არ მაქვს“.

„აბერდინმა“ ახალი მწვრთნელის კრეიგ ბრაუნის ხელმძღვანელობით ბოლო 5 თამაშიდან მეოთხე მოიგო. ამჯერად მან „სენტ მირენი“ დაამარცხა.

ჰიბერნიანი-სელტიკი 0:3

გოლები: 0:1 ჰუპერი (44), 0:2 სტოკსი (50), 0:3 სტოკსი (65)

აბერდინი-სტ. მირენი 2:0

გოლები: 1:0 ვერნონი (50), 2:0 ვერნონი (67)

კილმარნოკი-სტ. ჯონსტონი 1:1

გოლები: 1:0 სემონი (16), 1:1 ტეილორი (86)

მოზერუელი-ინვერნესი 0:0

რეინჯერსი-ჰემილტონი 4:0

გოლები: 1:0 ვეისი (25), 2:0 უიტეკერი (28-პენ), 3:0 ვეისი (45), 4:0 ედუ (82)

დანდი-ჰართსი გადაიდო

თ მ ფ წ ბ ქ

1. სელტიკი 21 15 4 2 45:14 49

2. რეინჯერსი 18 14 2 2 43:19 44

3. ჰართსი 19 12 3 4 33:15 39

4. კილმარნოკი 20 9 4 7 33:22 31

5. ინვერნესი 21 7 7 7 30:26 28

6. მოზერუელი 20 7 4 9 24:25 25

7. დანდი 17 6 6 5 20:23 24

8. სტ. ჯონსტონი 19 6 4 9 14:26 22

9. აბერდინი 20 6 2 12 21:38 20

10. ჰიბერნიანი 20 4 4 12 21:35 16

11. სტ. მირენი 20 4 4 12 17:35 16

12. ჰემილტონი 19 2 6 11 12:35 12

ბომბარდირები: 21 – მილერი (რეინჯერსი); 13 - სემონი (კილმარნოკი); 11 – გუდვილი (დანდი), რუნი (ინვერნესი); 10 - ბლექმენი (მოზერუელი), ჰუპერი (სელტიკი); 9 – ვერნონი (აბერდინი); 8 - რიორდანი (ჰიბერნიანი), სტოკსი (სელტიკი); 7 – კაილი (ჰართსი), სკაცელი (ჰართსი), ტემპლტონი (ჰართსი); 6 –ჰიგდონი (სენტ მირენი), 5 - ნეისმითი (რეინჯერსი), ჰეიესი (ინვერნესი), ჰემილი (კოლმარნოკი), მაკკოურტი (სელტიკი).

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა