30-31 მაისს ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ტრადიციულ სათამაშო დღეებს უმასპინძლებს
30-31 მაისს ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ტრადიციულ სათამაშო დღეებს უმასპინძლებს.

წრიული ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრებს გამართავენ სუპერლიგისა და გაერთიანებული ლიგის გუნდები, გაირკვევა ოქროს ლიგის ერთი ფინალისტი, ხოლო კულმინაცია ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის გათამაშების ფინალი იქნება, სადაც სეზონის პირველი ტიტულის მფლობელის ვინაობა უნდა გაირკვეს.

შაბათი დღე გაერთიანებული ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრებით დაიწყება. პირველები ერთმანეთს "კნაუფი" და "რუსთავის მერია" დაუპირისპირდებიან. ოთხეულში მოხვედრის შანსს ორივე გუნდი ინარჩუნებს, ოღონდ არცერთ მათგანს შესაძლოა ფრე არ აძლევდეს ხელს, ვინაიდან "შანგრილასა" და "ჯიპიაი ჰოლდინგის" შეხვედრაში ამ უკანასკნელის გამარჯვების შემთხვევაში სწორედ ისინი მოიპოვებენ მეოთხე საგზურს.

30.05.2015. გაერთიანებული ლიგა. V ტური

12:00 კნაუფი - რუსთავის მერია

13:00 შანგრილა - ჯიპიაი ჰოლდინგი

30 მაისს კიდევ ორი დაპირისპირება გაიმართება. სუპერლიგის წრიული ეტაპის ბოლო, მე-17 ტურის შეხვედრებს გამართავენ სკ "ჯვაროსნები" - "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" და მფკ "ნატახტარი" - ბათუმის "დინამო". პლეი ოფში გამსვლელთა ვინაობა დიდი ხანია უკვე ცნობილია, ბოლო ტურმა ოთხეულში ადგილების გადანაწილების საკითხი უნდა გაარკვიოს საბოლოოდ.

30.05.2015. სუპერლიგა. XVIII ტური

14:00 ს.კ ჯვაროსნები - FC TTC

15:00 მფკ ნატახტარი - დინამო (ბთ)

შაბათისგან განსხვავებით, კვირის სათამაშო დღე გაცილებით მრავალფეროვანი და დაძაბული იქნება.

ბოლო, მეხუთე ტურის მატჩს გამართავენ გაერთიანებული ლიგის ლიდერები: "თრეველ კემპ ჯორჯია" და "გორგია". "თრეველი" ერთადერთი გუნდია გათამაშებაში, რომელიც უდანაკარგოდ ასპარეზობს.

31.05.2015. გაერთიანებული ლიგა. V ტური

13:00 თრეველ კემპ ჯორჯია - გორგია

საინტერესო შეხვედრა გაიმართება სუპერლიგაში, "პროგრეს ბანკი" გათამაშების ლიდერს, შსს-ს დაუპირისპირდება. "ძალოვნებს" ამ მატჩის გარდა, წრიულ ეტაპზე კიდევ ერთი მატჩი ექნებათ ჩასატარებელი - 7 ივნისს, XIV ტურის გადადებულ შეხვედრაში ისინი პსპ-ს დაუპირისპირდებიან. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა საბოლოოდ, თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები ორრაუნდიან 1/2-ფინალში, რომლებიც 14 და 21 ივნისს გაიმართება.

31.05.2015. სუპერლიგა. XVIII ტური

14:00 პროგრეს ბანკი - შსს

დაძაბული შეხვედრებია მოსალოდნელი ოქროს ლიგის 1/2-ფინალებში. "ევროპაბეთისა" და "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის" პირველი დაპირისპირება "ბუკმეკერების" მოულოდნელი გამარჯვებით, 3-1 დასრულდა. შესაბამისად, ფინალში გასასვლელად, ჭიათურელების წინაშე არცთუ იოლი ამოცანა დგას.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში "საქართველოს ბანკი" და "ნატახტარი" პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

31.05.2015. ოქროს ლიგა. 1/2-ფინალი

15:00 ევროპაბეთი - GM ჭიათურა (3-1)

16:00 ნატახტარი - საქართველოს ბანკი

უქმეების კულმინაცია კი სეზონის პირველი ტიტულისთვის ბრძოლა იქნება - ლიგის თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს "ბი პი ჯორჯია" და "ერისთავი" დაუპირისპირდებიან. "იურისტებისთვის" ეს პირველი სათასო ფინალია, ხოლო მათ მეტოქეს ეს ტიტული 2012/13 წწ სეზონში აქვს მოგებული და ახლა მის "გადუბლებას" შეეცდება.

31.05.2015. თასი. ფინალი

17:00 BP - ერისთავი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი "ECCO". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები "OFFSIDE" და "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
SBM LEAGUE 2014/15: 5 ივლისს სეზონის მთავარი ფინალია!
SBM LEAGUE 2014/15: "ოქროს" ჩემპიონის მოლოდინში!
SBM LEAGUE 2014/15: "ოქროს ნატახტარი" - ზედიზედ მეორედ!
SBM LEAGUE 2014/15: ტრიუმფატორი FC PSP!
SBM LEAGUE 2014/15: მორიგი ჩემპიონის მოლოდინში!
SBM LEAGUE 2014/15: კიდევ ორი ჩემპიონი და ერთი კვირა ბოლო ფინალამდე!