ქართველმა ტანმოვარჯიშემ გერმანიის დედაქალაქში გამართულ გრან პრიზე მეექვსე ადგილი დაიკავა
ამას წინათ ისრაელში, მხატვრულად ტანმოვარჯიშეთა მსოფლიო გრან პრიზე ქართველმა სპორტსმენმა სალომე ფაჟავამ ფავორიტებთან პაექრობისას მრავალჭიდში მე-6 ადგილი დაიკავა. ჩვენებურმა მსგავსი შედეგი აჩვენა ბერლინის გრან პრიზე, რომელიც გერმანიის დედაქალაქში გასულ უქმეებზე გაიმართა და სხვადასხვა ქვეყნის 24 წარმომადგენელი ცდიდა ძალებს.

მთავარი ის არის, რომ სალომემ ოთხივე საგნით სტაბილურად იასპარეზა და 18-ქულიან ზღვართან ახლოს იყო: გურზებით 17.600 ქულა მიიღო, რგოლით - 17,650, ბურთით - 17.700, ხოლო ლენტით 17.950 ქულა დაიმსახურა და საკვალიფიკაციო ეტაპზე ამ საგნით მეოთხე ადგილი დაიკავა.

საბოლოოდ იგი 70.900 ქულით, როგორც აღვნიშნეთ, მეექვსეზე გავიდა. ფაჟავას გაუსწრეს მარგარიტა მამუნმა (რუსეთი, 75.350), მელიტინა სტანიუტამ (ბელორუსი, 72.950), ალექსანდრა სოლდატოვამ (რუსეთი, 72.400), ნეტა რივკინმა (ისრაელი, 71.350) და ვიქტორია ვეინბერგ-ფილანოვსკიმ (ისრაელი, 71.150).

მართალია, სალომემ ოთხივე საგნით ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა, მაგრამ იქ საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა. სამაგიეროდ, ჟიურიმ ტურნირის ფერიებს შორის ქართველი ტანმოვარჯიშე გამოარჩია და ბერლინის "მის გრან პრიდ" დაასახელა.

ახლა სალომე ფაჟავა პირველი ევროპული თამაშებისთვის მოემზადება და აზერბაიჯანის დედაქალაქში 19-21 ივნისს იასპარეზებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
სალომე ფაჟავას სუპერ გამოსვლა "ქუინის" მუსიკის ფონზე [VIDEO]
ფაჟავა ფინალში ვერ გადავიდა...
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 22 ივნისის განრიგი
სალომე ფაჟავა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
24 წლის სალომე ფაჟავამ კარიერა დაასრულა
სკანდალი ტანვარჯიშის მსოფლიო თასის ეტაპზე - სალომე ფაჟავას მედალს გადასცემენ?!