ქართული ლეგიონის ხვავრიელი თვე
გთავაზობთ მაისის თვის სამ საუკეთესო ლეგიონერს, ჩვენი საიტის ვერსიით.

8 ქულით გაიმარჯვა არნემის "ვიტესის" 22 წლის ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა. 5-5 ქულა დააგროვეს ჯაბა კანკავამ (დნიპრო) და ლევან მჭედლიძემ (ემპოლი).

პირველი ადგილი

ვაკო ყაზაიშვილი - ვიტესი (ჰოლანდია), 22 წლის - 6 თამაში, 3 გოლი, 2 საგოლე პასი

არნემის "ვიტესის" ფეხბურთელს წარმატებული სეზონი აქვს, აპრილში მან ჩვენს გამოკითხვაში 2 გოლითა და 1 საგოლე პასით გაიმარჯვა, მაისში კი მან 3 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. ვაკოს დიდი დამსახურებაა, რომ "ვიტესი" ევროპალიგაზე ითამაშებს.

მეორე-მესამე ადგილები

ჯაბა კანკავა - დნიპრო (უკრაინა), 29 წლის - 6 თამაში

"დნიპროსთან" ერთად ქართველი ძალზე ახლოს იყო ევროტიტულთან. ჯაბა გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ევროპალიგის (უეფას თასის) ფინალში ითამაშა. ამასთან, ის მოხვდა უეფას ოფიციალური საიტის მიერ შედგენილ ევროპალიგის ნახევარფინალის სიმბოლურ ნაკრებში.

მეორე-მესამე ადგილები

ლევან მჭედლიძე - ემპოლი (იტალია), 25 წლის - 4 თამაში, 3 გოლი

პირველი ქართველი, რომელმაც სერია A-ში დუბლი შეასრულა. ამ თვეში ლევანმა სამი გოლი გაიტანა ჩემპიონატში და ტურნირი მაჟორულ ნოტზე დაასრულა.

ნომინანტთა შორის იყვნენ: სანდრო კობახიძე (ვოლინი), ლევან ყენია (სლავია), გურამ კაშია (ვიტესი) და მათე ვაწაძე (ორჰუსი).

გთავაზობთ 2015 წლის თვეების გამარჯვებულებს:

იანვარი

1. ვაკო ყაზაიშვილი, 2. ელგუჯა გრიგალაშვილი, 3. ლევან მჭედლიძე

თებერვალი

1. ჯაბა კანკავა, 2. ვაკო ყაზაიშვილი, 3. გიორგი მერებაშვილი.

მარტი

1. ლევან მჭედლიძე, 2. ვაკო ყაზაიშვილი, 3. ჯანო ანანიძე

აპრილი

1. ვაკო ყაზაიშვილი, 2. მათე ვაწაძე, 3. ჯაბა კანკავა

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა