უკრაინულ კლუბში ჯაბა ლიპარტიასა და ლევან ხმალაძის გარდა, დავით კუბლაშვილსა და ირაკლი კილაძეს აკვირდებიან
შაბათს ლუგანსკის "ზარიამ" თურქეთში, მოსამზადებელ ეტაპზე პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა. ამ ამბით იმიტომ დავინტერესდით, რომ ამჟამად ამ უკრაინულ კლუბში "ვიტ ჯორჯიას" ლიდერი ჯაბა ლიპარტია და თბილისის "დინამოს" მცველი ლევან ხმალაძე ისინჯებიან. თუმცა ეს უკვე გაუწყეთ.

ახალი კი ისაა, რომ "ზარიაში" კიდევ ორ ახალგაზრდა ქართველს აკვირდებიან - დავით კუბლაშვილსა და ირაკლი კილაძეს, იუწყება ინტერნეტ-გაზეთი "ლუგანსკი ფუტბოლი". პირველ მათგანზე წერია, 1992-წლიანია, პოზიციით მცველი "ოლიმპში" თამაშობს და საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში გამოდიოდაო. ასეთი ფეხბურთელი რუსთავის "ოლიმპში" არ ირიცხება. ამდენად, უნდა ვიფიქროთ, რომ ის საფეხბურთო აკადემია "ოლიმპის" გაზრდილია. ირაკლი კილაძეზე კი არაფერი წერია.

კილაძე-კუბლაშვილის გასინჯვის ამბებზე მეტს ვერაფერს მოგახსენებთ, ისინი კლუბს თურქულ შეკრებაზე არ გაჰყოლიან და ვერც ის შევიტყვეთ, უკრაინელებს მათი დუბლებში აყვანა სურთ თუ უკვე გამოუშვეს.

ხმალაძემ და ლიპარტიამ კი ყაზახურ "შახტართან" საკონტროლო შეხვედრა ჩაატარეს. ლუგანსკელთა მთავარმა მწვრთნელმა ანატოლი ჩანცევმა შემადგენლობა გასასინჯი ფეხბურთელებით დააკომპლექტა. ორივე ჩვენებური ძირითადში იყო და მატჩი სრულად ჩაატარეს. "ზარიამ" ყარაღანდელებს 2:0 მოუგო, მეორე გოლი ხმალაძემ გაიტანა.

ამავე გუნდების ძირითადი შემადგენლობების მატჩი 2:2 დასრულდა.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა