საქართველოს ნაკრების წევრთაგან სეზონი მხოლოდ მანუჩარ მარკოიშვილს არ დაუსრულებია
სეზონი თორნიკე შენგელიამაც დაასრულა. 1-ელ ივნისს, "მალაგასთან" გასვლით შეხვედრაში მისი "ბასკონია" თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა - 77:89.

ასე და ამგვარად, მალაგის გუნდმა "ბასკონია" მეოთხედფინალურ სერიაში 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში "ბარსელონას" შეხვდება. მეორე წყვილში "რეალი" და "ვალენსია" ითამაშებენ.

მატჩის ბოლოს სტუმრებმა განზრახ ფოლების ტაქტიკას მიმართეს და ამიტომაც გაიზარდა სხვაობა 12 ქულამდე, თორემ ბასკები გამარჯვების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდნენ.

ისინი განსაკუთრებით კარგად მეორე პერიოდში გამოიყურებოდნენ: მათ ამერიკელ გამთამაშებლებს კარგად აუბა მხარი მეორე ათწუთეულში მოედანზე გამოსულმა შენგელიამ და სწრაფ თამაშში "ბასკონიამ" "უნიკახას" აშკარად აჯობა. შესაბამისად, მატჩის მე-19 წუთზე 9 ქულითაც დაწინაურდა. თუმცა მალაგელებმა დიდ შესვენებამდე მოახერხეს ორი სამქულიანით სხვაობის შემცირება. მეორე ათწუთეული "ბასკონიამ" 30:23 მოიგო. 9 ქულა თორნიკეს ანგარიშზე დაფიქსირდა.

ქართველი ფორვარდის სრული მონაგარი ასეთი იყო: 19 წუთი, 13 ქულა (7/6 ორქულიანი, 2/0 სამიანი, 1/1 საჯარიმო), 3 პასი, 1 მოხსნა.

მატჩის ბომბარდირი კი მალაგელი გამთამაშებელი ჯეისონ გრეინჯერი გახდა (19 ქულა), რომელმაც სტუმართა ამერიკელ პლეიმეიქერებს აშკარად აჯობა. გადამწყვეტ მომენტებში მათ არაერთი შეცდომა დაუშვეს. "უნიკახაში" მოთამაშე ექსარმიელმა უილ ტომასმა (რომელსაც შენგელია მეურვეობდა) 7 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან სეზონი მხოლოდ მანუჩარ მარკოიშვილს არ დაუსრულებია. იგი ვითიბი ლიგის ფინალურ სერიას 3 ივნისს დაიწყებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
[VIDEO] შენგელია ვირტუსის დიდების დარბაზში შეიყვანეს | თოკომ ვირტუსს 14 ქულა ჩაუგდო და გაიმარჯვა
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
თოკო VS მანუ: "ბარსამ" მოიგო და ევროლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის "მონაკოს" შეხვდება
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
[VIDEO] მთავარი მწვრთნელის რანგში მარკოიშვილმა მონაკოს საფრანგეთის თასი მოაგებინა
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება