მიუნხენში მიმდინარე მსოფლიოს თასზე 1-ელ ივნისს პნევმატური პისტოლეტიდან ქალებმა ისროლეს, ჩვენები კი ფინალში ვერ გავიდნენ
სამწუხაროდ, ისევ ჩვენი ტყვიის მსროლელების წარუმატებლობაზე გვიწევს წერა - მიუნხენში მიმდინარე მსოფლიოს თასზე 1-ელ ივნისს პნევმატური პისტოლეტიდან ქალებმა ისროლეს, ჩვენები კი ფინალში ვერ გავიდნენ.

თუმცა წარუმატებლობასაც გააჩნია - ნინო სალუქვაძემ ჩააგდო პირველი სერია, ხოლო შესარჩევი ეტაპი 373 ქულითა და... 77-ე ადგილით დაასრულა. გასაკვირიც მისი ასეთი წარუმატებლობაა, თორემ ჩვენს მეორე მონაწილეს, 15 წლის ლიზი კილაძეს ურიგოდ არ უასპარეზია - შესარჩევში 378 ქულა დააგროვა და თავის ჯგუფში მე-18 ადგილზე გავიდა, საერთო ჩათვლაში კი - 38-ზე.

არ ვიცით, რატომ ისროლა სალუქვაძემ ასე წარუმატებლად - იარაღმა უმტყუნა, ავად გახდა თუ რა მოხდა, მაგრამ ტურნირი ძალიან ცუდად დაიწყო და პირველივე სერიაში უჩვეულოდ დაბალი შედეგი ჰქონდა - 86 ქულა. მეორეში კი მოუმატა და 97 დააგროვა, მაგრამ მომდევნო ორში კვლავ მოუკლო - 94 და 96 ქულა დააგროვა.

კილაძის შედეგი მთელი 6 ქულით ჩამორჩება მის პირად რეკორდს, მაგრამ საყვედური მაინც არ ეთქმის, ურიგოდ არ უსვრია. თუმცა ერთიცაა - თავიდან კარგად დაიწყო, მაგრამ მერე მოუკლო. შესაძლოა, არ ეყო მომზადება, ვერ გაუძლო სატურნირო ტემპს. პირველ სერიაში 96 ქულა დააგროვა (მხოლოდ 4 გასროლა ვერ მოარტყა ათიანში), მომდევნოებში კი 93, 95 და 94 ქულა დააგროვა. მეორე სერიაში ერთხელ 8-იანიც გამოურია, მეოთხეში კი მერვე ცდაზე 7-იანიც ჰქონდა.

თუმცა ეს ჩავარდნებიც რომ არა, თავისი რეკორდის გამეორების შემთხვევაშიც კი ფინალში ვერ გავიდოდა, მიუნხენში იმდენად მაღალი შედეგები დაფიქსირდა - საუკეთესო ოქტეტში ბოლო ორი, მეშვიდე-მერვე ადგილებით 385 ქულით ჩრდილოკორეელი სუკ იონ იო და ბულგარელი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ანტოანეტა ბონევა შევიდნენ.

შესარჩევი ეტაპი 390-ით უკრაინელთა მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ოლენა კოსტევიჩმა მოიგო, 387-ით სამეულში სერბი ევროპის ორგზის ჩემპიონი ბობანა ველიკოვიჩი და რუსთა ევროპის სამგზის გამარჯვებული ახალგაზრდებში ლიუბოვ იასკევიჩი შევიდნენ. ამ დუეტს კვალში 386-იანთა ტრიო ჩაუდგა - ჩინელთა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვენჯუნ გუო, ამერიკელი ლიდია პატერსონი და ტაივანელი ინ ჩია ვუ. თუმცა ფინალში ყველაზე უკეთ ბონევა გამოვიდა და 200.6 ქულით გაიმარჯვა. მეორე ადგილი შეინარჩუნა ველიკოვიჩმა (198.2), მესამე - იასკევიჩმა (177.4), რომლებმაც შესაბამისი სინჯის მედლებიც მოიპოვეს.

ამ ტურნირის შემდეგ ჩვენებს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზურების მოპოვების ძირითად შანსად აგვისტოში აზერბაიჯანულ გაბალაში გასამართავი მსოფლიოს თასის დასკვნითი ეტაპი რჩებათ, თუმცა, ამის გარდა, კიდევ რჩებათ რამდენიმე სალიცენზიო შეჯიბრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] იამალის ჰეთ-თრიკი - "ბარსელონამ" მიქაუტაძის "ვილიარეალს" დიდი ანგარიშით მოუგო
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში: ბაქოს ორმაგი დატვირთვა
თბილისის ღია თასი: როდის დააფინანსებენ ფედერაციებს?
ლიზი კილაძემ ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა
ლიზი კილაძემ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: უფინალოდ და ულიცენზიოდ
ევროპის ჩემპიონატი: ლიზი კილაძეს ფინალამდე ერთი ქულა დააკლდა