მართალია, "თანამეგობრობის თასზე" მონაწილეობა რუსთავის "ოლიმპმა" იუარა, მაგრამ ტურნირზე ქართველები მაინც გამოდიან

მართალია, "თანამეგობრობის თასზე" მონაწილეობა ჩვენმა ჩემპიონმა, რუსთავის "ოლიმპმა" იუარა, მაგრამ ტურნირზე ქართველები მაინც გამოდიან. კიევის "დინამო 2"-ში თემურ ფარცვანიამ ფინეთის ჩემპიონ "ჰიკთან" შეუცვლელად ითამაშა - უკრაინელები 0:1 დამარცხდნენ.

კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა "ინტერმა" პირველ შეხვედრაში ყირგიზეთის ჩემპიონი "ნეფთჩი" იოლად 3:0 დაამარცხა. ქართველებს გოლი არ გაუტანიათ, მაგრამ ყველამ ითამაშა - კარში გიორგი ლომაია, წინ - კახა მჟავანაძე, ვალერი აბრამიძე, ილია კანდელაკი და დავით ოდიკაძე, შეცვლაზე გამოვიდა ბაჩანა ცხადაძე, რომელმაც მატჩის მიწურულს მშვენიერი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ორჯერ კი მომენტით ოდიკაძემ ვერ ისარგებლა.

მატჩის შემდეგ ცხადაძემ რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ "ინტერის" მიზანი ჯერ პლეიოფში გასვლაა, შემდეგ კი თასის მოპოვება.

პეტერბურგის "ზენიტი 2"-მა ტალინის "ფლორას" 1:0 სძლია. ესტონელთა შემადგენლობაში არ უთამაშია პლეიმეიკერ ზაქარია ბეგლარიშვილს. სამაგიეროდ "ზენიტში" იყო იგორ ჩემინავა, რომელიც 62-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს.

გუშინ ტურნირის მეორე ტურის მატჩები გაიმართა: "ინტერმა" კვლავ 3:0 გაიმარჯვა, ამჯერად ტაჯიკეთის ჩემპიონ "ისტიკლოლთან". ქართველებიდან ამჯერადაც არავის გაუტანია, ძირითადში იყვნენ ლომაია, ოდიკაძე, კანდელაკი, შეცვლაზე კი მჟავანაძემ და ცხადაძემ ითამაშეს, მოედანზე მხოლოდ აბრამიძე არ გამოჩენილა. ორი მოგებით "ინტერი" პლეი ოფში გავიდა.

კიევის "დინამო" ლიტვის "ეკრანასს" ხვდებოდა - ფარცვანია ამჯერადაც ძირითადში იყო. შეხვედრა 1:1 დასრულდა.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა