ორდღიანი ტრენინგის მიზანი იყო საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მსაჯების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება
30-31 მაისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ინსტიტუტის - ლიცენზირებული მწვრთნელების ტრენინგი.

ორდღიანი ტრენინგის მიზანი იყო საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მსაჯების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.

სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, საავტომობილო სპორტი დიდ რისკთან არის დაკავშირებული, მათ შორის, ადამიანის სიცოცხლესთან; ხშირია ავარიები, ტრავმები. ავტოსპორტის სხვადასხვა სახეობის მსაჯებს (იქნება ეს წრიული რბოლა, რალი, აღმართის დაძლევა თუ სხვა) უწევთ არა მხოლოდ შეჯიბრების მიმდინარეობის თვალყურის დევნება, არამედ მათთვის აუცილებელია ყველა იმ უსაფრთხოების ნორმის დაცვა, რომელიც საჭიროა ავარიის, ცეცხლის გაჩენის, სხეულის დაზიანების შემთხვევების დროს.

ქართველ მსაჯებს თავიანთ გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებენ ისეთი პრესტიჟული სერიების სპორტული ხელმძღვანელები, როგორებიცაა ფორმულა 1, მსოფლიო ჩემპიონატი ძარიან ავტომობილებში და სხვა.

ტრენინგის მეორე დღეს გაიმართა პრაქტიკული სწავლებები - მსაჯებს მოუწიათ ეჩვენებინათ საკუთარი მომზადება საკმაოდ რთულ სარბოლო სიტუაციებში - ტრასაზე მოხდა როგორც შეჯახების, ისე ცეცხლის გაჩენის და ცეცხლმოკიდებული სპორტული ავტომობილიდან მრბოლელის გადმოყვანის იმიტაცია, ცეცხლის ლიკვიდაცია და სხვა.

წვრთნებში, ისევე, როგორც რეალურ რბოლაზე, ჩართულნი იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სახანძრო სამსახურები.

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში