სტატისტიკა: ლევან მჭედლიძე გუნდის ყველაზე გამტანი ფორვარდია
"ემპოლის" ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ ჩემპიონატის ბოლო ტურში მილანის "ინტერის" კარში დუბლი შეასრულა და ტურნირი ოთხი გოლით დაასრულა.

მჭედლიძემ 38 ტურიდან 25-ში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მხოლოდ 6-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში, როგორც ეს "სან სიროზე" იყო. 6 მატჩი ძირითადში: ორჯერ "ინტერთან", ორჯერ "უდინეზესთან", "კალიარისთან" და "რომასთან". და მხოლოდ ორჯერ მოხდა, რომ ლევანმა თავიდან ბოლომდე ითამაშა - "რომასთან" და ახლა "ინტერთან". სპეციალისტთა მტკიცებით, სწორედ ეს ორი შეხვედრა იყო მისთვის საუკეთესო.

ახლა ვნახოთ "ემპოლის" ფორვარდების სათამაშო დრო და გოლების ოდენობა.

მასიმო მაკარონე - 2 494 წუთი - 10 გოლი (გოლი ყოველ 249 წუთში)

მანუელ პუჩარელი - 2 267 - 5 გოლი (453 წუთში ერთი გოლი)

ფრანჩესკო ტავანო - 1 332 - 2 გოლი (666 წუთში ერთი გოლი)

ლევან მჭედლიძე - 753 - 4 გოლი (188 წუთში ერთი გოლი)

როგორც ხედავთ, სტატისტიკურად ლევანი "ემპოლის" ყველაზე გამტანი ფეხბურთელია.

"ემპოლის" სპორტულმა დირექტორმა მარჩელო კარლიმ განაცხადა, რომ ის და მწვრთნელი მომავალ სეზონში ლევან მჭედლიძის "აფეთქებას" ელიან.

Iltirreno: "ლევან მჭედლიძემ მილანის "ინტერთან" დუბლით, რომელიც მის კარიერაში პირველია, დაამტკიცა, რომ "ემპოლის" შეტევის ხაზში საუკეთესო ვარიანტია".

milan
მისცენ ამ კაცს სათამაშო დრო და დაამტკიცებს რო მაღალი კლასის თავდამსხმელია.. ინტერთან მეორე გოლი ძაან მაგარი გამოუვიდა ძლიერი და საოცრად ზუსტი დარტყმული.. მიდი ლევან მიაწექი!
emzari
ძალიან გამიხარდა ლევანის წარმატება უფრო გამიხარდება ნაკრებში გაიტანოს გოლები ორ გოლს თუ ვერ გაიტანს ერთ თამაშში ერთი გაიტანოს და გაგვახაროს მეტად
უძლევი
ძალიან სასიხარულო არის მჭედლიძის წარმატება. იმედია ჯანმრთელად იქნება და მაღალი დონის თავდამსხმელი გახდება. საქართველოს ერთი მსოფლიო დონის ფეხბურთელი რომ ყავდეს ყველა პოზიციაზე ეს უკვე დიდი შეღავათი იქნება ნაკრებისთვის.
dave
მიდი ლევან, დაუმტკიცე იტალიელბს რომ ძლიერი ფორვარდი ხარ ! ოღონდ მაიმუნობას და თბილისის უბნებში ფეხბურთის თამაშს შეეშვი, ისედაც ტრამვიანი ხარ !
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია