სფფ-ის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ბოკერიამ 2015/16 წლების სეზონის ჩემპიონატის დებულების რამდენიმე საინტერესო ცვლილებაც გაგვიმხილა
ფოტოზე: დიმიტრი ბოკერია

საინტერესო აზრი გაგვიმხილა "ლელოს" მკითხველმა - ის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის ფორმატის შეცვლას ითხოვს.

პირადად თუ რედაქციაში მოსაზრებები ბევრჯერ მოუწერიათ, მაგრამ ეს მართლაც გამორჩეულად საინტერესო აზრია...

"თქვენს ყურადღებას თასის გათამაშების ფორმატზე გავამახვილებ. წამყვან ევროპულ ქვეყნებში თასის გათამაშებაში ქვედა ლიგების გუნდებიც მონაწილეობენ. საქართველოში სულ 80 გუნდამდეა, მაგრამ ჩვენთან რატომღაც, მეორელიგელებს თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.

გასაგებია, რომ შესაძლოა, უმაღლესი ლიგის კლუბები პირველი ან თუნდაც პირველი ორი ეტაპიდან გაათავისუფლონ. თუმცა, თასისთვის ბრძოლის უფლება პირველი და მეორე ლიგის ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველაზე დაბალ ლიგაში მოასპარეზე გუნდსაც ელემენტარული სტიმული უნდა ჰქონდეს", - ამბობს ჩვენი მკითხველი დავით ბაკურაძე.

მართლაც, რა უშლის ხელს რეგიონული ლიგის გუნდების თასზე მონაწილეობას? ამ კითხვით ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელ დიმიტრი ბოკერიას მივმართეთ:

"ეს მშვენიერი იდეაა და დაბალი ლიგის გუნდებისთვის მართლაც კარგ სტიმულად გამოდგება.

სიმართლე გითხრათ, ამაზე ფეხბურთის ფედერაციაშიც გვიმსჯელია, რადგან მეორე ლიგის განვითარება, ამ გუნდების ფუნქციების გაზრდა და საფეხბურთო ცხოვრებაში დატვირთვა საჭირო საქმეა.

ადვილი გასაკეთებელი ნამდვილად არ არის, რადგან მეორე ლიგა უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს. მეორე მხრივ, მოსაფიქრებელია, ეს იდეა პრაქტიკაში როგორ განხორციელდება და რა ფორმით.

თუმცა, ვიმეორებ, ამ ლიგის გუნდების თასზე მონაწილეობა ჩვენი სურვილიც არის", - ამბობს ბოკერია.

მან 2015/16 წლების სეზონის ჩემპიონატის დებულების რამდენიმე საინტერესო ცვლილებაც გაგვიმხილა:

"უმაღლესი ლიგის ფორმატი უცვლელი დარჩება და იქ კვლავ 16 გუნდი ითამაშებს. მაგრამ პირველ ლიგაში ბევრი რამ შეიცვლება. ახალი სეზონიდან, ორი 10-10-გუნდიანი ჯგუფების ნაცვლად მხოლოდ ერთი იქნება და 18 გუნდი ითამაშებს.

უმაღლესში გადასვლის წესი კი, შესაბამისად, შეიცვლება. პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები ავტომატურად გადავლენ უმაღლესში, მესამეადგილოსანი კი უმაღლესი ლიგის ბოლოდან მე-3 ადგილზე გასულთან ითამაშებს.

ვფიქრობთ, პირველი ლიგიდან გადასასვლელ მატჩში პირდაპირ მესამე ადგილოსანი გუნდი დავუშვათ თუ სხვა ფორმატი მოვიფიქროთ და საგზური მეტ გუნდში გავათამაშოთ.

მაგალითად, ბელგიაში, ჰოლანდიასა და ინგლისში გადასასვლელ მატჩში მონაწილეობის უფლებისთვის ოთხთა მინი-ტურნირი ტარდება და გამარჯვებული უმაღლესი ლიგის აუტსაიდერს ხვდება. ეს მაყურებლისთვის უფრო საინტერესო და მიმზიდველია და რეალურად ჩანს, რომელია საუკეთესო გუნდი.

დებულება მალე შემუშავდება, ძველ ხარვეზებს მაქსიმალურად გამოვასწორებთ და შევეცდებით, ჩვენს ვითარებასა და გარემოს მაქსიმალურად შევუსაბამოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

juba
ძალიან კარგი იდეაა, იმედია ფედერაცია გაითვალისწინებს... ქვედა ლიგის გუნდებსაც უნდა მიეცეთ თასზე მონაწილეობის უფლება
zaza
ეს ვინარი ცადი ბიზია თავი დაგვანებე და ფეხბურთიდან თავი შორს დაიჩირე
zaza
ეს ვინარი ცადი თავი დაგვანებე და ფეხბურთიდან ღავი შორს დაიჩირე
vako
ამას რაუნდა საერთოდ ფეხბურთში ცადი რამე საქმე ნახე გულს ნუგვირევ ისედაც გული გვერევა კოველ დგე არველაძე ვეტერანების შემკურე
ჯორდანო უბრუნებელი
დიმიტრი ბოკერია ცოტა ტვინით ხომ უნდა იფიქროთ არა? თუ გინდათ 1-ლი ლიგა იყოს უმაღლესის მომმარაგებელი კადრებით და კონკურენტიც ხარისხში, მაშინ კეთილი ინებეთ და 20 გუნდი დააწესეთ 1-ლ ლიგაში რომ მეტი თამაშები და გამოცდილება იყოს.რა უბედურებაა ეს 18 გუნდი? ამას გარდა რადგან თასზეა საუბარი, მეორე ლიგა მაინც ვერ მოესწრება ამ წელს, ხოლო პორველი ლიგის 20 კლუბი იქნება 1-ლ ეტაპზე და მათგან დარჩენილი 10 დაემატება უმაღლესის 10+14=24:2=12 კლუბს საიდანაც მივიღებთ 12 კლუბს, ამ თორმეტიდან დარჩება 6 რომელთაც დაემატება ამ წლის თასის ფინალისტები. და ეს 8 კლუბი იბრძოლებს თასისასთვის. აი ესაა სამართლიანობა როგორც ხარისხისათვის,ასევე ოდენობისათვის და თასისათვის
chicharito
ძალიან მომეწონა ეს იდეა. მართლა დებილობაა ა და ბ ზონა, 18 გუნდიანი პირველი ლიგა უფრო კომფორტული იქნება.. ასევე მივესალმები მეორე ლიგის გუნდების თასის გათამაშებაში მონაწილეობასაც, საწყის ეტაპზე მხოლოდ პირველი და მეორე ლიგის გუნდებმა მიიღონ მონაწილეობა მეორე ეტაპზე წინა წელს უმაღლეს ლიგაში ბოლო 8 ადგილზე გასულმა გუნდებმა მიიღონ მონაწილეობა და მესამე ეტაპიდან ჩაერთონ განთესილები, პირველ 8 პოზიციაზე გასული უმაღლესის გუნდები(წინა ჩემპიონატიდან, რა თქმა უნდა) ჩემი აზრით მეტი პოპულარიზაცია მოხდება, და იქნება ეს "მასობრიობაც" რომელიც გადარჩენის ერთადერთ იმედადღა მიგვაჩნია :) უბრალოდ გაკვირვებული დავრჩი მეორი ლიგას თამაშით ხონის იმერეთი-ვანის სულორი , ორივე გუნდი მეორე ლიგაშია, თუმცა ამ ქალაქებში ფეხბურთი ძლიერ უყვართ, სტადიონი გადაჭედილი იყო, 3000 კაცის სტადიონზე მიყვანას ბევრი უმაღლესი ლიგის კლუბი ვერ ახერხებს, ასე რომ, მივცეთ მეტი გასაქანი ქვედა ლიგებს, გადავარჩინოთ ქართული ფეხბურთი!!
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ძმები არველაძეების ფონდი: სტუმრად ამერიკის საელჩოში...
დავორ შუკერი თბილისში - ხორვატიული ფეხბურთის ლეგენდა ქართულ პროექტს დაეხმარება
ამერიკის საელჩო არველაძეების ფონდის პარტნიორია
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძეს ჩააბარებენ?
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ფეხბურთი ყველასათვის: ...იმიტომ, რომ იქ ცხოვრება გაჩერებულია
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
არჩილ არველაძე: საქმე მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება...