7 ივნისს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წწ სეზონს პირველი ჩემპიონი ეყოლება
7 ივნისს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წწ სეზონს პირველი ჩემპიონი ეყოლება. თასის გათამაშების შემდეგ საუკეთესო გუნდი ბრინჯაოს ლიგაში უნდა გამოვლინდეს. კვირის სათამაშო დღეს, ტრადიციულად, ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია უმასპინძლებს.

7 ივნისის სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველი რაუნდის შეხვედრებით დაიწყება. 15:00 სთ-ზე ერთმანეთს "კრედოსა" და "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის" გუნდები დაუპირისპირდებიან, მეორე 1/2-ფინალში კი "საქართველოს ბანკი" და "სნიკერსი" ითამაშებენ. ფინალისტების ვინაობა ორი მატჩის ჯამში უნდა გაირკვეს.

07.06.2015. ვერცხლის ლიგა. 1/2-ფინალი (I რაუნდი)

15:00 კრედო - GWP

16:00 საქართველოს ბანკი - სნიკერსი

კვირასვე გაიმართება სუპერლიგის წრიული ეტაპის XIV ტურის გადადებული შეხვედრაც, რომელშიც ერთმანეთს შსს და პსპ დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება 1/2-ფინალებს, უკვე გადაწყვეტილია, რომ "ძალოვნები" "პროგრეს ბანკთან" ითამაშებენ, ხოლო "ფარმაცევტების" მეტოქე მფკ "ნატახტარი" იქნება. ორრაუნდიანი დუელი 13 და 21 ივნისს შედგება.

07.06.2015. სუპერლიგა. XIV ტური (გადადებული)

17:00 შსს - FC PSP

7 ივნისის კულმინაცია კი ბრინჯაოს ლიგის ფინალური შეხვედრაა. 18:00 სთ-ზე საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს მფკ "ტატიშვილი" და "პალიტრა მედია" დაუპირისპირდებიან.

ამ გუნდებმა ფინალამდე საკმაოდ საინტერესო გზა განვლეს. ტატიშვილი "ა" ჯგუფში ასპარეზობდა და საბოლოოდ 9 მატჩში ერთი წაგებით, საუკეთესო ხუთეულში მესამე ადგილი დაიკავა. 1/8-ფინალში "მედიკოსების" მეტოქე "ივერიაბეთი" იყო და მათ ამ ბარიერის დაძლევა არ გასჭირვებიათ. საკმაოდ დაძაბული გამოდგა 1/4-ფინალური დაპირისპირება "ევროკრედიტთან", რომელშიც ფინალისტმა მინიმალური სხვაობით, 1-0 იმარჯვა. ½-ფინალში მათ მცხეთის "გუჯარი" დაამარცხეს იოლად, 2-7.

რაც შეეხება "პალიტა მედიას", ის წრიულ ეტაპზე ორჯერ დამარცხდა და მეოთხე ადგილით გავიდა შემდგომ ეტაპზე, სადაც მისი პირველი მეტოქე "პროკრედიტ ბანკი" იყო, რომლის ძლევაც "პალიტრას" არ გასჭირვებია. ასევე იოლად მოახერხეს 1/4-ფინალური ბარიერის დაძლევა, სადაც ისინი მფკ "პალერმოს" დაუპირისპირდნენ. სამაგიეროდ, უაღრესად დაძაბული და დრამატული გამოდგა 1/2-ფინალური შეხვედრა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდთან. საბოლოოდ ფინალისტმა ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს 3-2 სძლია და ფინალის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვა.

07.06.2015. ბრინჯაოს ლიგა. ფინალი

18:00 მფკ ტატიშვილი - პალიტრა მედია

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი "ECCO". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music"

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები "OFFSIDE" და "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
SBM LEAGUE 2014/15: 5 ივლისს სეზონის მთავარი ფინალია!
SBM LEAGUE 2014/15: "ოქროს" ჩემპიონის მოლოდინში!
SBM LEAGUE 2014/15: "ოქროს ნატახტარი" - ზედიზედ მეორედ!
SBM LEAGUE 2014/15: ტრიუმფატორი FC PSP!
SBM LEAGUE 2014/15: მორიგი ჩემპიონის მოლოდინში!
SBM LEAGUE 2014/15: კიდევ ორი ჩემპიონი და ერთი კვირა ბოლო ფინალამდე!