მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ესპანეთის პრიმერადივიზიონში "ალმერიასთან" ფრედ 1:1 დასრულებული მატჩი შეაფასა
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ესპანეთის პრიმერადივიზიონში "ალმერიასთან" ფრედ 1:1 დასრულებული მატჩი შეაფასა.

"დღეს ორი ქულა დავკარგეთ, მაგრამ სეზონის მთელი მეორე ნახევარი წინაა. პირველ ტაიმში ჩვეულ რიტმში თამაში ვერ შევძელით. "ალმერია" დაცვაში ძალიან კარგად თამაშობდა. ამასთან მასპინძლები ძალიან ორგანიზებულად ირჯებოდნენ და თავისი პოტენციალი გამოავლინეს. მეტოქის წინაშე ქუდს ვიხდი. "ალმერიამ" ძალიან მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა.

არ ვაპირებ მსაჯობაზე ჩივილს. მათზე საუბარს დადებით ტონალობაში ვამჯობინებ, როგორც ეს გასულ ხუთშაბათს "ატლეტიკოსთან" მატჩის შემდეგ იყო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ გოლი თამაშგარედან გავიდა. თუ კარგის თქმა არ შემიძლია, უმჯობესია გავჩუმდე. ამ მსაჯს ჯერ კიდევ იმ დროიდან ვიცნობ, როდესაც ესპანეთში პირველად გამოჩნდა. დროთა განმავლობაში ყველა ვიცვლებით, მაგრამ როგორც ჩანს, ბატონი პერეს ლასა 2011 წელსაც ისეთი დარჩა, როგორიც 1996 წელს იყო.

ვფიქრობ, აქამდე კარგად ვთამაშობდით. 15 მატჩი მოვიგეთ, ერთი წავაგეთ და ორი ფრე ვითამაშეთ, მაგრამ ეს ჩემპიონობისთვის საკმარისი არ არის. იმედი გვაქვს ჩემპიონატის მეორე ნახევარში თამაშს გავაუმჯობესებთ", - განაცხადა მოურინიომ.

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით

tazo-real madrid fan
რა ცუდია, რომ ვერ მოიგეს,არადა ბევრი შანსი ჰქონდათ.
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა