ფინალის მესამე მატჩი
მესამე მატჩის წინ მთავარი ინტრიგა იყო - შეძლებდა თუ არა მოედანზე გასვლას "ტამპა ბეის" ძირითადი მეკარე ბენ ბიშოპი. "ლაითნინგის" კარის დარაჯმა მეორე შეხვედრაში ტრავმის გამო ორჯერ დატოვა მოედანი და ვერ შეძლო თამაშის დასრულება, თუმცა ბიშოპმა მოახერხა ბოლო ვარჯიშის ჩატარება და კარში ადგილი დაიკავა.

"იუნაიტედ ცენტრში" ერთმანეთს ხვდებოდნენ პლეი ოფში საუკეთესო საშინაო და გასვლის გუნდები. "ჩიკაგოს" სახლში შვიდი მოგება და ერთი წაგება ჰქონდა, "ტამპამ" კი სტუმრად შვიდჯერ გაიმარჯვა და სამჯერ დამარცხდა.

მატჩი გუნდებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა მომენტებს სტუმრები ქმნიდნენ და "ტამპა ბეი" უკვე მეექვსე წუთზე გავიდა წინ. შვედმა მცველმა ვიქტორ ჰედმანმა თავისი ზონიდან მეტოქის ცისფერ ხაზამდე ბრწყინვალე პასი შეასრულა და რაიან კელეჰანმა უძლიერესი დარტყმით გაუტანა კორი კროუფორდს.

გაშვებულმა შაიბამ "ჩიკაგო" გამოაცოცხლა. მასპინძლებმა მეტოქე მისსავე ზონაში ჩაკეტეს და "ტამპამ" ათი წუთის განმავლობაში ერთი დარტყმაც ვერ შეასრულა, იმ დროს, როცა ბიშოპის კარის მიმართულებით დროის ამ მონაკვეთში 13 დარტყმა შესრულდა.

ბიშოპი ამ დარტყმების უმრავლესობას გაუმკლავდა, ორჯერ მასპინძლებმა ცარიელ კარში ვერ გაიტანეს. თუმცა "ჩიკაგომ" მაინც მიაღწია თავისას რიცხობრივი უპირატესობის დროს, როცა სტუმრების მეკარე ბრედ რიჩარდსის ცისფერი ხაზიდან იოლ დარტყმას ვერ გაუმკლავდა - 1:1.

თუ პირველ პერიოდში "ჩიკაგომ" დარტყმებით აჯობა მეტოქეს - 19:7, მეორე 20-წუთეულში "ტამპა ბეი" დომინირებდა. ამჯერად, 7 დარტყმა "ბლეკჰოქსმა" შეასრულა, ჯონ კუპერის შეგირდებმა კი 17-ჯერ შეუტიეს კროუფორდის კარს, მაგრამ ამ პერიოდში გოლი არ გასულა.

თითქოს, გადამწყვეტი მომენტი მატჩში მესამე პერიოდის მეხუთე წუთზე დადგა, როცა ბრენდონ საადმა მარიან ჰოსასა და დანკან კიტის აქტიური მონაწილეობით წინ გაიყვანა "ჩიკაგო". ამით გუნდმა დიდი ნაბიჯი გადადგა გამარჯვებისკენ, რადგან "ბლეკჰოქსმა" კარგად იცის მეტოქის შანსების განადგურება.

მაგრამ აქ თავისი სიტყვა თქვა "ტამპას" მესამე შემტევმა ტრიომ. ტაილერ ჯონსონმა და ონდრჟეი პალატმა ჩიკაგოელ მცველებთან ბრძოლაში, ფაქტობრივად, შეტენეს შაიბა "ჩიკაგოს" კარში. "ლაითნინგმა" ზუსტად 13 წამში გაათანაბრა ანგარიში - 2:2.

დარჩენილ დროში მესამე გოლთან უფრო ახლოს "ტამპა ბეი" იყო და სირენამდე ოთხი წუთით ადრე მიაღწია კიდეც საწადელს სედრიკ პაკეტის წყალობით, რომელმაც მახვილი კუთხიდან გამოიყენა იმავე ჰედმანის გადაცემა. ეს შვედის მე-13 პასი იყო მიმდინარე პლეი ოფში, რაც "ტამპას" მცველებს შორის აბსოლუტური რეკორდია.

დარჩენილ დროში "ჩიკაგომ" მოასწრო შტურმის მოწყობა, მაგრამ მატჩის მესამე ვარსკვლავმა ბიშოპმა გაიბრწყინა. მას ჯამში 36 მოგერიება დაუგროვდა.

"ტამპამ" მოიგო ფინალურ სერიაში პირველი გასვლითი მატჩი და დაიბრუნა საკუთარი მოედნის უპირატესობა. ეს იყო მე-13 შემთხვევა სტენლის თასის ფინალური სერიების ისტორიაში, როცა 1:1-ზე მესამე მატჩი სტუმრებმა მოიგეს. წინა 12 შემთხვევაში ეს გუნდი შემდეგ ჩემპიონი ხდებოდა.

ჩიკაგო-ტამპა ბეი 2:3

1:1, 0:0, 1:2

გოლები: 0:1 კელეჰანი-2 (ჰედმანი-12, ჯ-თ. ბრაუნი-1), 1:1 ბ. რიჩარდსი-3 (მარიან ჰოსა-11, შოუ-7), 2:1 საადი-7 (მარიან ჰოსა-12, კიტი-18), 2:2 პალატი-8 (კუჩეროვი-12, ტ. ჯონსონი-10), 2:3 პაკეტი-3 (ჰედმანი-13, კელეჰანი-6).

სერია: 1-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო