"შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მოხდებოდა, კიდევ 8-9 მატჩში რომ მიმეღო მონაწილეობა"
ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი არიენ რობენი კვლავ მიუნხენის "ბაიერნის" საუკეთესო ფეხბურთელია.

ისევე, როგორც გასულ წელს, 2014-15 წლების სეზონშიც კლუბის გულშემატკივრებმა საუკეთესოდ სწორედ რობენი გამოაცხადეს. ჰოლანდიელმა ხმების 32.9 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა ნახევარმცველი თომას მიულერი - 20.1 პროცენტი, მესამეზე - მეკარე მანუელ ნოიერი ხმების 18.5 პროცენტით.

"ეს სასიამოვნო სიურპრიზია. მადლობა გულშემატკივრებს", - განაცხადა რობენმა ხმის მიცემის შედეგების შეტყობის შემდეგ.

საკუთარ კომენტარში არიენმა არ გამორიცხა, რომ სეზონის დასასრული მისი კლუბისთვის, შესაძლოა, უკეთესი გამოსულიყო, თავად რობენი რომ ყოფილიყო მწყობრში.

ჰოლანდიელმა ბუნდესლიგის 26-ე ტურში, მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" მატჩში მუცლის კუნთის ტრავმა მიიღო და გარკვეული დროით გამოვიდა მწყობრიდან. ის მინდორზე გერმანიის თასის ნახევარფინალში დაბრუნდა, რომელშიც "ბაიერნი" "დორტმუნდთან" დამარცხდა, თავად ნახევარმცველმა კი ფეხი დაიზიანა და სეზონის ბოლომდე დაემშვიდობა თავის გუნდს.

"ბუნებრივია, მაინტერესებს - როგორი იქნებოდა "ბაიერნის" შედეგები, მე რომ მინდორზე ვყოფილიყავი. 21 მატჩში 17 გოლი გავიტანე და რვა საგოლე პასი შევასრულე.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მოხდებოდა, კიდევ 8-9 მატჩში რომ მიმეღო მონაწილეობა", - ამბობს არიან რობენი გამოცემა "კიკერთან" კომენტარში.

"ბაიერნმა" გასულ სეზონში ვადაზე ადრე გაიფორმა ბუნდესლიგის ტიტული, მაგრამ ვერ შეძლო გერმანიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"წამოდი პარიზში, როგორც ჯოკერი..." - მიულერი ყოფილ თანაგუნდელს დაბრუნებას ულოცავს და პარიზში ეპატიჟება
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
არიენ რობენი დეკემბრამდე ვერ ითამაშებს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
არიენ რობენი დაბრუნდა! [VIDEO]
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
არიენ რობენმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო