საახალწლო შესვენების შემდეგ საუკეთესო ქართველი სამთო მოთხილამურის, იასონ აბრამიშვილის წარმატებებზე წერა ისევ მოგვიწევს

დეკემბრის შუაში საუკეთესო ქართველმა სამთო მოთხილამურე იასონ აბრამიშვილმა იტალიურ მონტე სპიკოში 2 სლალომი მოიგო. სეზონის ასე კარგად დაწყების შემდეგ შესაბამის გაგრძელებას ველოდით, მაგრამ არც იასონი და არც საქართველოს ნაკრების სხვა წევრები არ ჩანდნენ საერთაშორისო ასპარეზზე, ერთადერთი გამონაკლისი ჯაბა გელაშვილია. ქართველთა ამ უცნაური გაქრობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ავსტრიაში გერა აბრამიშვილს შევეხმიანეთ, რომელმაც რამდენიმე სიახლე გვამცნო.

დავიწყოთ იასონით, ის სამშობლოში იმყოფებოდა პირადი საკითხის გამო და ავსტრიაში მხოლოდ გუშინ გაფრინდა. ასე რომ, ჩვენი ნაკრების ლიდერის მომავალ წარმატებებზე წერა მალე მოგვიწევს. აი, მისი და ნაკრების სხვა წევრების გზები გაიყო. ნაკრებს აღარაფერი აკავშირებს ავსტრიაში, ინსბრუკის მხარეში მდებარე სახლთან, სადაც ერთდროულად 10 სპორტსმენის მომზადება შეიძლება და სადაც ზამთარ-ზაფხულ თოვლია. ჩვენი გუნდის წევრები ამჟამად იტალიაში იმყოფებიან (ალექსი ბენიაიძე, კოტე ვახტანგიშვილი, ნინო წიკლაური). საქმის არსი შემდეგშია: ზაფხულში გერა აბრამიშვილმა და ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა გოგი თოფაძემ დაარსეს სამთო-სათხილამურო კლუბი "ყაზბეგი", რომლის ბაზაც აღნიშნული სახლია ტიროლში. იქ სავსებით შესაძლებელია ნაკრებთა მომზადება და ამასწინათ "ყაზბეგის" მომსახურებით ჰოლანდიის ნაკრებმა ისარგებლა.

კლუბში ჩვენებურთაგან მხოლოდ იასონი და ჯაბა გელაშვილი (თუკი ახლომახლო იქნება) მოემზადებიან.

ზემოთ ვახსენეთ, რომ მხოლოდ 17 წლის ჯაბა გელაშვილი მონაწილეობდა შეჯიბრებებში. ჯაბამ ბოლო დროს ყველაზე წარმატებულად 15 იანვარს იასპარეზა - ავსტრიულ ჰოჩფიხტში ამ ქვეყნის ახალგაზრდულ პირველობაზე მე-8 ადგილი დაიკავა. თვის ბოლოს შვეიცარიის კურორტ კრანს მონტანაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი იწყება და შესაძლოა ჯაბამ ძალები შვეიცარიაში მოსინჯოს.

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა