რატომ ჩადის გორში უეფას დელეგაცია?
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გორის "დილა" მალე დაიწყებს მზადებას ახალი სეზონისთვის. სეზონი კი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო გუნდს უაღრესად რთული და საპასუხისმგებლო ელის. "დილა" საქართველოს პრესტიჟს ჩემპიონთა ლიგაში დაიცავს.

სატრანსფერო ბაზარზე გორელებმა გვარიანად იაქტიურეს. ვწერდით, რომ მომავალ სეზონში კლუბის ღირსებას დაიცავენ გიორგი ნავალოვსკი, ოთარ მარცვალაძე, გიორგი ილურიძე, ალეკო ამისულაშვილი, ნუკრი რევიშვილი და დავით კვირკველია.

როგორც "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა გვითხრა, ეს ტრანსფერები გადაწყვეტილია. გორელთა დამრიგებელს კიდევ რამდენიმე საინტერესო და საჭირბოროტო საკითხზე ვესაუბრეთ.

- შემიძლია დავადასტურო თქვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია - დიახ, ამ ფეხბურთელების "დილაში" მოსვლის საკითხი გადაწყვეტილია. ჩემპიონთა ლიგის სტარტის წინ ისინი ჩვენს გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ.

- როდის შეუერთდებიან "დილას" ახალწვეულები?

- რევიშვილი, ნავალოვსკი და ამისულაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად პოლონეთთან შესარჩევი მატჩისთვის ემზადებიან. ისინი "დილას" სანაკრებო ბატალიების დასრულების შემდეგ შემოუერთდებიან, დანარჩენი ახალწვეულები კი 11 ივნისს დაიწყებენ მზადებას ახალი სეზონისთვის, ისევე, როგორც მთელი გუნდი.

- "დილას" სატრანსფერო კამპანია ამით მთავრდება?

- არა, კიდევ არის ორი ფეხბურთელი, რომლებთანაც მოლაპარაკება მიმდინარეობს. ერთი ნახევარმცველია, მეორე კი - თავდამსხმელი. ცოტაც და, მათ ვინაობასაც გაგიმხელთ.

- თავდამსხმელი ლეგიონერი ხომ არ არის? ლაპარაკობენ ბრაზილიელი ნათან ჟუნიორის "დილაში" შესაძლო დაბრუნებაზე...

- არა, ჟუნიორი არ ითამაშებს "დილაში". შეგიძლიათ, ეს საკითხიც გადაწყვეტილად ჩათვალოთ.

- მაშ, ვინ არიან "დილას" პოტენციური ახალწვეულები?

- ფორვარდზე შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთის პირველ დივიზიონში თამაშობდა... მოდით, რამდენიმე დღეც მოიცადეთ და უფრო ზუსტად გეტყვით ყველაფერს.

- ამ დროისთვის ვინ წავიდა გუნდიდან?

- ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც "დილა" დატოვა, სერბი სლავკო მარიჩია. დანარჩენები ადგილზე არიან. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არავის ვუშვებთ. თუ თავად ექნება ვინმეს წასვლის სურვილი, ეს სხვა საქმეა. 12 ივნისს მეცოდინება შესაძლო წამსვლელთა თაობაზე.

- მოსამზადებელ პერიოდზეც გკითხავთ...

- გვაქვს ორი ვარიანტი: ან სლოვენიაში წავალთ შეკრებაზე, ან ავსტრიაში. ორივეგან ძალიან კარგი პირობებია. მეტოქეებიც ძლიერები გვეყოლებიან.

- თუ არის უკვე ცნობილი, რომელ გუნდებს გაეჯიბრება "დილა"?

- გააჩნია, რომელ ვარიანტს ავირჩევთ...

- სულ რამდენი ამხანაგური მატჩის გამართვას აპირებთ შეკრებაზე?

- ოთხი სპარინგის ჩატარებას ვგეგმავთ.

- ახალწვეულების თემას დავუბრუნდეთ. ისინი საქართველოს კვალობაზე ვარსკვლავური ფეხბურთელები არიან. "დილას" მალე ხომ არ დატოვებენ?

- არა, გამორიცხულია. თითოეულ მათგანთან გაფორმდება, სულ მცირე, ერთწლიანი კონტრაქტი.

- სად უმასპინძლებს "დილა" მეტოქეებს ჩემპიონთა ლიგაში?

- 18 ივნისს გორში ჩამოვა უეფას კომისია და ჩვენს სტადიონს შეამოწმებს. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ჩემპიონთა ლიგაზე პირველ მეტოქეს გორში დავუხვდებით, თუ არა და, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვითამაშებთ.

- გორში, "თენგიზ ბურჯანაძეზე" სამუშაოები მიმდინარეობს?

- კი, უწყვეტ რეჟიმში. ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთება და მოსწრებაც შეიძლებოდა ამ ეტაპზე. ახლა მთავარია, უეფას მიერ წარმოდგენილი უსაფრთხოების კრიტერიუმები დავაკმაყოფილოთ. თუ ეს შევძელით, დარწმუნებული ვარ, ჩემპიონთა ლიგაზე პირველ მეტოქეს "დილა" მშობლიურ ქალაქში მიიღებს.

- რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია...

- მნიშვნელოვანია, თუმცა, სადაც უნდა ვითამაშოთ, მჯერა, არ მოგვაკლდება მხარდაჭერა და "დილა" ყველგან შეეცდება, ქართველი ქომაგი გაახაროს.

P.S. გუშინვე გავარკვიეთ, რომ ლეგიონერი ფორვარდი, რომელმაც "დილაში" შეიძლება ითამაშოს, 20 წლის ისლამ მაშუკოვია - რუსეთის პირველი დივიზიონის ბინადარ "სკა ენერგიიდან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Goreli
ბ-მა უჩამ გასაგებად სთქვა,მართალია დუნდს ვაძლიერებთ,მაგრამ ის ფეხბურთელები ვინც გუნდი ჩემპიონი გახადა დავიწყებულნი არ იქნებიან და არც მათი ამაგი იქნება დაუფასებელიო,ასე რომ არაფერი ახალი გუნდი არ კეთდება,უბრალოდ გუნდი ძლიერდება ევრო ტურნირისათვის,რასაც ყველა ჭეშმარიტი გულშემარკივარი მიესალმება.გივი გაგნიძე
lev
გაძლიერებაზე დილა კკიარა ბარსა არ ამბობს უარს და რას ჰქვია რატო მოჰყავთ, ძალიანაც კარგია რომმ მოჰყავთ ასეთი კკვალიფიციყრი ფეხბურთელები. ერთია საქართველოს ჩემპიონატი და მმეორე ევროტურნირები სადაც თუ გვინდა რამის მიღწევა სწორედაც რომმ უნდა გავძლიერდეთ, რა ანერვიულებს ზოგს ვერ ვხვდები.. ან ერთთვიანი საიდან მმოიტანეტ წერია გარკკვევით რომ მინიმუმ ერთწლიანკონტრაქტს აფორმებს ყველა
Mamuka
იკაც მართალია, მაგრამ გუნდს რომ გაძლიერება ჭირდება ლიგაზე ალბად დამეთანხმებით. ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს საუკეთესოებს უნდა მიეცეთ გუნდში თამაში. თანამედროვე ფეღბურთში მარტო 11 ფეღბურთელი (ძირითადის) რაცარუნდა კარგი იყოს ბევრს ვერაფელს იგებს თუ ღირსეული სათადარიგოც არ ეყოლა.
555
სრულ სიმართლეს ამბობს ეს კაცი იკა მყავს მხედველობაში, მაგრამ დაესევიან ახლა ამას ერთ ხმაში. იმიტომ, რომ იმ მოგზაურ ფეხბურთელებს კარგი მხარდამჭერები ყავთ.
იკა
ახალი გუნდი კარგია მაგრამ რატომ ხდება ყოველთვის ასე ქართულ გუნდებში!? მთელი სეზონი იბრძვიან და იგებს ერთი გუნდი და ევროტურნირისთვის მოდიან 1-2 თვიანი ფეხბურთელები მიაქვთ ფული და აგებენ თამაშებს!! თუ მე მოვიპოვე უფლება იმ ევროპაზეც მე მათამაშე თუ უცხოელი და მაგარი ვინმე არ მოყავს და არა ისინი ვისაც 10 ჯერ აქვს შემოვლილი ყველა ევრო-1 თვიანი გუნდი!!
22
ესეიგი ახალი გუნდი კეთდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 სპაერი. პირველად ამ სეზონში...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-1 დინამო (თბ). ძალთა გათანაბრება ძლიერთა დასუსტების ხარჯზე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-1 ტორპედო. ზედიზედ მესამე გამარჯვება, ზედიზედ მეორე მარცხი...
"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 სპაერი. პირველად ამ სეზონში...
პსჟ-ს ნახევარმცველმა "ბაიერნის" და "ჩელსის" შეთავაზებები უარყო
მოურინიოს ინიციატივით - ბერნარდო სილვამ "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა
19-წლამდელთა წილისყრა ნიონში
"რეალმა" რიუდიგერს კონტრაქტი გაუგრძელა
დიდი ბრძოლა ტონალისთვის - იტალიელის ხელში ჩაგდებას ერთდროულად სამი ინგლისური გუნდი ცდილობს
რამოსი, ინიესტა, მაკგრეგორი და სხვები - ლეგენდარულმა სპორტსმენებმა ილია თოფურია გაამხნევეს
მესამე მუნდიალი სამწვრთნელო კარიერაში - ტუნისის თავკაცი რენარი გახდა
"ეს აღარასდროს მოხდება!" - UFC-ის პრეზიდენტმა Freedom 250-ის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა
ისტორია სრულდება - გილერმო ოჩოა ფეხბურთიდან მიდის
ტრანსფერის ალბათობა მაღალია - მომდევნო სეზონიდან მიქაუტაძემ შესაძლოა, უკრაინის ნაკრების ფორვარდთან ერთად შეუტიოს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] 4-გოლიანი თრილერი - ირანმა და ახალმა ზელანდიამ ქულები გაიყვეს
[VIDEO] არაუხომ ურუგვაის ნაკრები საუდის არაბეთთან მარცხისგან იხსნა
თოფურია რევანშის მოლოდინშია - ილიას მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
[VIDEO] ბელგიისა და ეგვიპტის სანახაობრივი მატჩი ფრედ დასრულდა
20 წ. | ბოლოსწინა გასახურებელი-სასელექციო თამაში
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მწვრთნელი პირველი ტურის შემდეგ გადააყენეს
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური: "სამტრედიამ" და "დილამ" ევროსაგზურები გაინაღდეს
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
დილა-საბურთალო 2:1 - ებურთავეთ მარცვალაძეს [VIDEO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
გურია-დილა 0:1 - შეცვლები რომ არა... [VIDEO]
დილა-იაგოდინა 2:2 - ოთხი გოლი, ორი გაძევება
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე გამარჯვებული გაემგზავრა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
დილა-საპოვნელა 3:1 - ძლივს ნაპოვნი გამარჯვება [VIDEO]
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან