ფოთში ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო ფესტივალზე გუშინ გამართული შეხვედრებიდან განსაკუთრებით სომეხი დიდოსტატის ტიგრან კოტანჯიანისა (2551) და სოფიკო გურამიშვილის (2298) ორთაბრძოლაა აღსანიშნავი...

ფოთში ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო ფესტივალზე გუშინ გამართული შეხვედრებიდან განსაკუთრებით სომეხი დიდოსტატის ტიგრან კოტანჯიანისა (2551) და სოფიკო გურამიშვილის (2298) ორთაბრძოლაა აღსანიშნავი. ქალთა შორის თბილისელი დიდოსტატი შავი ფიგურებით თამაშობდა, მაგრამ რეიტინგში მასზე 253 პუნქტით მაღლა მდგომ მეტოქეს არაფერი დაუთმო. მეტიც, შესანიშნავად წარმართა პარტია და გაიმარჯვა კიდეც, რითაც ლიდერთა ჯგუფს მიუახლოვდა. იქ კი გათამაშების ცხრილის სათავეში კონსტანტინე შანავა და აზერბაიჯანელი ზაურ მამადოვი მოექცნენ. შანავამ თეთრი ფიგურებით დავით ლომსაძე დაამარცხა, აზერბაიჯანელმა კი მაია ლომინეიშვილს სძლია. ორივე მოჭადრაკემ 4,5-4,5 ქულა მოაგროვა. დაწინაურებულთ 0,5-0,5 ქულით ჩამორჩებიან შოთა აზალაძე, ლევან ფანცულაია (გუშინ ისინი ერთმანეთს დაუზავდნენ) და გაიოზ ნიგალიძე, რომელმაც გიორგი გამზარდია დაამარცხა.

დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: დავით ზარქუა-ღასან ალი (ერაყი) 1:0, თამარ ხმიადაშვილი-აკაკი შალამბერიძე 0:1, დაზავდნენ: დავით ბენიძე-მირანდა მიქაძე, აჰმედ ლაუდ ალი-დავით მაღალაშვილი, ჯამბულ მახარაძე-გიორგი ნიკოლაშვილი, ნოდარ ლორთქიფანიძე-ზურაბ ჯავახაძე, პარმენ გელაზონია-ბექა ფიფია, გიორგი ხელაია-მერი არაბიძე.

დღეს მე-6 ტურში ინტერესს იწვევს შემდეგი პაექრობები: მამადოვი (4,5)-შანავა (4,5), ფანცულაია (4)-ნიგალიძე (4), ლომსაძე (3,5)-აზალაძე (4), შალამბერიძე (3,5)-ბენიძე (4,5), მიქაძე (3,5)-ზარქუა (3,5), გურამიშვილი (3,5)-ალ-ალი (3).

საგულისხმოა, რომ 16 მოჭადრაკეს 3-3 ქულა აქვს და საპრიზო ადგილების დაკავების შანსი არც მათ დაუკარგავთ.

რაც შეეხება ასაკობრივ ტურნირებს, ყმაწვილ მოჭადრაკეებს გუშინ დასვენების დღე ჰქონდათ. მათთვისაც მე-6 ტურის დღეს გაიმართება.

mexre
ყოჩაღ დათო კოდუა,კარგადაა ტურნირი ორგანიზებული.დათო ეგებ როგორც გთხოვენ კომენტარებში რამდენჯერმე მოახერხო ხოლმე განახლება თუნდაც ბოლო საათნახევრის განმავლობაში იმ 5 საათიდან რომელიც პარტიისთვის არის განკუთვნილი
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა