ზედიზედ წაუგებელი მატჩების რაოდენობით, ქულების მაჩვენებლით პირველ წრეში და გამარჯვებათა რეკორდული რიცხვით "ბარსა" შეუდარებელია
"ბარსელონამ" გუშინ "მალაგასთან" გამარჯვებით ესპანეთის ჩემპიონატში სამი ახალი რეკორდი დაამყარა. გუნდმა ზედიზედ წაუგებელი მატჩების მიხედვით რეკორდი (28) დაამხო, ასევე ჩემპიონატის პირველი წრე ქულების სარეკორდო მაჩვენებლით (52) და გამარჯვებათა რეკორდული რიცხვით (17) მოიგო.

ესპანეთის ჩემპიონატის წინა რეკორდი წაუგებელი მატჩების მიხედვით "ბარსელონამ" 1973/74 წლის სეზონში დაამყარა და ის 27 თამაშს შეადგენდა. ამჯერად რეკორდი ორ სეზონზე "გაიწელა" - გასულსა და მიმდინარეზე.

რაც შეეხება ჩემპიონატის პირველი წრის რეკორდს, "ბარსელონამ" მოპოვებული ქულების მიხედვით საკუთარი მიღწევა გააუმჯობესა, რომელიც 2008/09 წლის სეზონში დაამყარა და ასევე - "რეალის" რეკორდი მოგებების მიხედვით, რომელიც 1960/61 წლის სეზონში დამყარდა.

ბოლო ოცი წლის მანძილზე გუნდი, რომელიც "ზამთრის ჩემპიონი" (ანუ პირველი წრის გამარჯვებული) გახდა, 15 შემთხვევაში ესპანეთის ჩემპიონატი, საბოლოო ჯამშიც, პირველ ადგილზე დაასრულა. ამჟამად "ბარსელონა" მეორე ადგილზე მყოფ მადრიდის "რეალს" ოთხი ქულით უსწრებს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა