ბაქო 2015-ის გახსნის საზეიმო ცერემონიალი თბილისის დროით 19.15 საათზე დაიწყება
დღევანდელი დღე, 2015 წლის 12 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში განსაკუთრებულია - პირველი ევროპული თამაშები სწორედ დღეს დაიწყება! ბაქო 2015-ის გახსნის საზეიმო ცერემონიალს სპეციალურად ამ შეჯიბრებისთვის აგებული ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს.

ბაქო 2015: ქართველ სპორტსმენთა კალენდარი პირველ ევროპულ თამაშებზე

აზერბაიჯანის დედაქალაქის გარეუბანში წამოჭიმულ ამ შესანიშნავ სპორტულ არენაზე, ასევე, თამაშების გახსნის ცერემონიალზე ქვემოთ გეტყვით, ბაქოში გატარებულ პირველ დღეზე თხრობას კი ათლეტთა და მედიასოფლით დავიწყებ, სადაც ჩვენი გუნდი და ჟურნალისტთა ნაკრები გუშინ, 11 ივნისს, შუადღისას დაბინავდა.

"თითოეულ თქვენგანს წარმატებას ვუსურვებ. ბაქო 2015 ისტორიული თამაშებია და დარწმუნებული ვარ, თქვენ შეძლებთ გულშემატკივრების გახარებას"! - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქს შუადღისას, მთავრობის წევრებთან ერთად ეწვია.

ოფიციალური დელეგაციის პატივსაცემად, ბაქოს აეროპორტში საქართველოს სახელმწიფო დროშა ფრიალებდა.

ქართველ სპორტსმენებთან ერთად ქვეყნის მეთაურს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილს მინისტრთა კაბინეტის წევრები, ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც თან ახლდნენ. ცხადია, ათლეტთა სოფელში იყვნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები: პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი და ამავდროულად, ბაქო 2015-ის მონაწილე ნინო სალუქვაძე და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

"საქართველოს დელეგაციას გაუმარჯოს"! - ჩვენი გუნდის ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის ამ შეძახილით და სამახსოვრო ფოტოებით დასრულდა დღევანდელი შეხვედრა. საგულისხმოა, რომ ქვეყნის მეთაური და სპორტსმენები იტალიის გუნდის საცხოვრებელი კორპუსის წინ შეხვდნენ, გასაგები მიზეზების გამო კი ვიცე-პრემიერი კახი კალაძე აპენინელი მწვრთნელების და სპორტსმენების ყურადღების ცენტრში მოექცა - "მილანის" ყოფილმა ვარსკვლავმა არაერთ მათგანთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.

მალე ათლეტთა სოფლის შუაგულში თითქმის ყველა გუნდი შეიკრიბა: საზეიმო მიღებას ეროვნული ცეკვები და ელექტრონული მუსიკის მიქსი მიეძღვნა. იქვე, ორი კორპუსის გვერდით, მედიასოფელში კი ჟურნალისტებს ბაქო 2015-ის აკრედიტაციები და თამაშების ლოგოთი დამშვენებული საჩუქრები გადმოგვცეს. ამასთანავე, ყველა მსურველმა საზეიმო გახსნის ცერემონიალის ბილეთი მიიღო.

"ჩვენ გვინდა, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს, თუ რა შეუძლია ერთობას. მჯერა ჩემი ხალხის და დარწმუნებული ვარ, თამაშები, რომლისს ჩატარების პატივიც ახლა გვერგო, ძალიან წარმატებულად ჩაივლის და ოქროს ასოებით ჩაიწერება მსოფლიო სპორტის ისტორიაში"! - ეს სიტყვები აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2012 წელს თქვა, როცა მისმა სამშობლომ ევროპის პირველი თამაშების მასპინძლობის საპატიო უფლება მიიღო.

იმ დროს ოლიმპიური სტადიონის მშენებლობა ერთი წლის დაწყებული იყო, დღეს კი ნაგებობა, რომელიც ბაქოს ისტორიული ცენტრისგან მოშორებით და ახალ საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მდებარეობს, ერთ-ერთი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპაში. სხვათა შორის, ოლიმპიური სტადიონის საძირკვლის გაჭრას, ისევე, როგორც გახსნის საზეიმო ცერემონიალს, ფიფას აწ უკვე ექსპრეზიდენტი იოზეფ ბლატერიც დაესწრო.

ოლიმპიური სტადიონი თანამედროვე ბაქოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, ასეთი კი აზერბაიჯანის მზარდ და ლამაზ დედაქალაქს უკვე არაერთი აქვს. მათ შორის, თანამედროვე სპორტული არენები, რომლებითაც ბაქო რეგიონში აშკარად გამოირჩევა. მათ შესახებ ვეცდები, მომდევნო წერილებში გიამბოთ.

XX საუკუნის დასაწყისში ბეიუკ-შორის ტბის აღმოსავლეთ ნაპირზე, იქ, სადაც ახლა ოლიმპიური სტადიონია, გადამუშავებული ნავთობის ნარჩენებს სპეციალურ რეზერვუარებში მარხავდნენ. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს ხრიოკი და უნაყოფო ადგილი ახალი ბაქოს ერთ-ერთი თანამედროვე, ლამაზი და მჭიდროდ დასახლებული უბანი გახდებოდა.

დღეს ოლიმპიურ სტადიონს გარს აკრავს რამდენიმე ჰექტარზე გადაჭიმული დასასვენებელი პარკი, ასევე, შესანიშნავად დაპროექტებული და აგებული ათლეტთა და მედიასოფლები - ბაქო 2015-ის დასრულების შემდეგ ეს მაღალსართულიანი კორპუსები ახალ მცხოვრებლებს მიიღებს.

სხვა რა ვთქვათ? ბაქო 2015-ის გახსნის საზეიმო ცერემონიალი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

პირველი ევროპული თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, აზერბაიჯანის პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ თეატრალური წარმოდგენის დადგმა ახალგაზრდა და თამამ ბერძენ რეჟისორს, ქორეოგრაფსა და მხატვარს, დიმიტრის პაპაიოანუს მიანდო.

2004 წელს, როცა პაპაიოანუს ათენის ოლიმპიური თამაშების გახსნა ანდეს, მან გამოცდა დიდებულად ჩააბარა. დღეს რას იზამს, ამას მალე ყველა ერთად ვნახავთ.

ლაშა გოდუაძე

სპეციალურად msy.gov.ge-სთვის

ბაქო, 2015 წლის 12 ივნისი

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ბიატლონის ექსპერტ მარკ სენგერს შეხვდა
ბაქო 2015-ის შეჯამება: მწარე რეალობა ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე
85 წლის ბლატერი ფეხბურთს თითქმის 7 წლით ჩამოაშორეს
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
სპორტულმა საზოგადოებამ ლერი ხაბელოვი მესამე ვადით აირჩია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად
"ეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება" - უეფას პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მისწერა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
84 წლის ბლატერმა კორონავირუსი გადაიტანა
მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბლატერი საავადმყოფოში გადაიყვანეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვარაცხელიას შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს
ახალი მოედნები 45 ლოკაციაზე
უარი სპორტულ ტურიზმს! - ელგუჯა ბერიშვილი ბაქო 2015-ს კრიტიკულად აფასებს
ვაის გავეყარე და უის შევეყარეო - ჯანი ინფანტინოც იმავეს გაჰყვირის: "დიდება რუსეთს"
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
ადამ ოქრუაშვილი: ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ბევრმა ჩამომწერა
ვისთან ვაგებ-მეთქი, - როგორ იხსენებს ბაქოს ფინალს ავთანდილ ჭრიკიშვილი
ღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
გადაცემა "სპორტალის" სტუმარია ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი [LIVE]
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
53 წლის ნინო სალუქვაძის ვერცხლი
ცნობილი გახდა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნების თარიღიცა და კანდიდატიც
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
ნინო სალუქვაძეს სპეციალური ჯილდო გადასცეს
მედია და "გაბუტული" სპორტსმენები - ბაქოში დანახული ქართული პრობლემები
ლერი ხაბელოვი: ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ახალი რეალობის შესაბამისად
გუნდური ბრინჯაოს მედალი ტყვიის მსროლელთა დიდ პრიზზე
ირაკლი უზნაძე: სამწუხაროდ, მსოფლიოსთვის დასვენებას ვერ ვახერხებთ
ბლატერი და პლატინი თაღლითობაში არიან ბრალდებული
ღარიბაშვილი 2023 წლის ჩემპიონატს ეხმაურება, მასპინძელი ქალაქი კი შეიცვალა
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან