საქმე საბოლოოდ არ გარკვეულა, თუმცა საქართველოს ნაკრების მცველით ბერძნები დაინტერესებულები რომ არიან, ფაქტია

საქართველოს ნაკრების მცველ დავით კვირკველიასთვის გასული სეზონი წარუმატებელი გამოდგა. მახაჩყალის "ანჟიში" იჯარით წასულმა რუსეთის პრემიერლიგაში პირველი წრე ითამაშა, მაგრამ ყაზანის "რუბინში" დაბრუნებულს თავის გამოჩენის შანსი ერთხელაც არ მისცეს.

ცხადია, 30 წლის ქართველმა მცველმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა. შევიტყვეთ, რომ დათოს საინტერესო წინადადებით უკვე მიმართეს - კვირკველიას საბერძნეთის ერთ-ერთ უძველეს კლუბში, სუპერლიგის "პანიონიოსში" იწვევენ. გემახსოვრებათ, თბილისის "დინამო" ამ კლუბს უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდა და 2:5 დამარცხდა. ამ მატჩში კვირკველიაც მონაწილეობდა.

ეს სიახლე ბერძენი ჟურნალისტისგან შევიტყვეთ, რომელიც კვირკველიას კოორდინატებს ეძებდა. ეტყობა, ბერძნული მედია საკითხს გადაწყვეტილად თვლის, არადა, საქმე საბოლოოდ არც გარკვეულა, თუმცა ბერძნები დაინტერესებულები რომ არიან, ფაქტია.

"პანიონიოსი" 18 ტურის შემდეგ საბერძნეთის სუპერლიგაში მე-14 ადგილზეა და ბოლოადგილოსან "ლარისას" მხოლოდ ხუთი ქულით უსწრებს.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა