ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კრიშტიანო რონალდო - ფლორენტინო პერესის გერი თუ მარგალიტი?

კრიშტიანო რონალდო - ფლორენტინო პერესის გერი თუ მარგალიტი?

"ბერნაბეუ" ერთ-ერთი ყველაზე საშიში ალაგია მსოფლიოში "რეალის" ფეხბურთელებისათვის. იქ არავის ინდობენ, სისუსტეს არავის პატიობენ...

ფლორენტინო პერესი ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანია. "ფორბსის" თანახმად, მისი ქონება 1,8 მილიარდს შეადგენს. ამავე დროს ის "სანტანდერ ბანკის" თავმჯდომარეა.

პერესის ბიზნესის მასშტაბები ძალიან დიდია. "გრუპო ასი" უდიდესი სამშენებლო ფირმაა. პერესი მისი ხელმძღვანელია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ ფირმაში დასაქმებულია 200 000 თანამშრომელი.

პერესი მსოფლიოს ყველა კუთხეში აშენებს - მეტროსადგურს ნიუ იორკში თუ ქარის ფერმებს ბრაზილიაში. მისთვის მილიონიანი კონტრაქტების გაფორმება ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავია.

ერთია დიდი ბიზნესების თემა, მეორე კი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კლუბი, მადრიდის "რეალი". კლუბს მთლიანობაში 91 730 წევრი ჰყავს. ასეთი გრანდის ხელმძღვანელი როცა ხარ, საზოგადოებრივ აზრს ანგარიში უნდა გაუწიო. პერესი ამას ხშირად არ აკეთებს.

გადაწყვეტილება, რომელიც პერესმა აუცილებლად უნდა მიიღოს - ბოლოს და ბოლოს, უნდა გაირკვეს, გაყიდის თუ არა კლუბი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს, კრიშტიანო რონალდოს.

ერთი შეხედვით, ეს კითხვა დღის წესრიგში საერთოდ არ უნდა იდგეს. საშუალოდ, მას ერთ შეხვედრაში გოლზე მეტი გაქვს. გარდა ამისა, "რეალისათვის" ტრიუმფალურ ჩემპიონთა ლიგაში კრიშტიანომ 17 გოლი შეაგდო. ეს ყველაფერი მოჰყვა იმ ტრანსფერს, რომელიც პერესმა 6 წლის წინ განახორციელა "მანჩესტერიდან". პირობითად, პერესმა.

"რეალმა" ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო ნადირობა რონალდოზე, როცა კლუბის პრეზიდენტი რამონ კალდერონი გახლდათ. ისინი შეთანხმდნენ, რომ პორტუგალიელი "რეალში" 2008 წელს გადავიდოდა. კონტრაქტზე ხელის მოწერამდე "იუნაიტედის" ბოსმა, სერ ალექს ფერგიუსონმა სთხოვა რონალდოს, რომ ერთი წლით დარჩენილიყო "ოლდ ტრაფორდზე".

"რეალი" კოლუმბიაში ატარებდა ამხანაგურ მატჩს, როცა საინფორმაციო საშუალებებმა ამ გარიგების გადადების შესახებ გამოაცხადეს. რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია ყველაზე მეტად კალდერონს ემცხეთა.

მოგვიანებით კალდერონმა ის ეპიზოდი ასე გაიხსენა.

"დილით მადრიდიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ რონალდომ ერთი წლით გააგრძელა კონტრაქტი "იუნაიტედთან". "ეს შეუძლებელია," - აღმომხდა მე.

გავიდა 15-20 წუთი და რონალდომ დამირეკა. "ბატონო პრეზიდენტო, ძალიან ვწუხვარ. ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან კლუბში ბედნიერი ვარ და ფერგიუსონი მამასავითაა ჩემთვის. მე ახლა ვერ დავტოვებ მას და ფანებს, მაგრამ მომავალ წელს აუცილებლად წამოვალ "რეალში".

მე ვუთხარი, რომ ეს მისი ნება იყო და შევთანხმდით, რომ ტრანსფერი მომავალ წელს უსათუოდ შედგებოდა.

"რეალის" პრეზიდენტის პოსტზე ფლორენტინო პერესი მოვიდა. შეთანხმებას რონალდოსთან რატიფიცირებაღა აკლდა, მაგრამ პერესი სხვანაირად ფიქრობდა.

"მან თქვა, რომ რონალდო არ არის ის ფეხბურთელი, რომელიც "რეალს" მოერგება. მას ერჩივნა, რომ 2-3 ფეხბურთელი ეყიდა იმ ფულით, რომელიც "რეალს" რონალდოში უნდა გადაეხადა. არადა, იმ შემთხვევაში, თუ "სამეფო კლუბი" პირს გატეხდა, ის 30 მილიონ ევროს გადაიხდიდა."

კალდერონის თქმით, პერესის პოზიციამ რონალდო ძალიან გააბრაზა. გაბრაზდა მისი აგენტი, ჟორჟე მენდეში. მან თქვა, რომ მზად იყო, ყველანაირი კავშირი გაეწყვიტა "რეალთან" და არც საჯარიმო თანხა მოეთხოვა.

კალდერონმა განაცხადა, რომ პერესს პოზიცია მადრიდელთა მაშინდელმა გენერალურმა მენეჯერმა, ხორხე ვალდანომ შეაცვლევინა. საბოლოოდ, რონალდო "რეალში" აღმოჩნდა, მაგრამ პირველ წლებში ის მადრიდში ბედნიერი არ იყო.

2012 წლის სექტემბერში ფეხბურთელის მილიონობით ფანი მსოფლიოში შეშფოთდა. "მოწყენილი ვარ", - ასეთი იყო ფეხბურთელის მესიჯი.

AS-ის რედაქტორის მოადგილემ, ხუანმა ტრუებამ დაწერა, რომ ფლორენტინო პერესი არ გაჰყვა რონალდოს მონაკოში, საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვების ცერემონიალზე. ჯილდო ანდრეს ინიესტამ მოიგო, ვისაც "ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი ახლდა თან.

როგორც ჩანს, რონალდო დღემდე პერესის გერად გრძნობს თავს. ეს შეგრძნება კიდევ უფრო მძაფრდება მაშინ, როცა "რეალის" პრეზიდენტი შვილებს ეძახის ქარიმ ბენზემასა და ხამეს როდრიგესს - იმ "გალაქტიკოებს", მისი პირველკაცობის დროს რომ მოვიდნენ გუნდში.

პერესს უყვარს მის მიერ მოყვანილი ფეხბურთელები. მან დიდი შრომა ჩადო ბენზემას გადაბირებაში. მერე გაყიდა გონსალო იგუაინი, ვინც ფრანგის კონკურენტი იყო. გზა გაუხსნა გარეთ ბეილს.

"ელ პაისის" ჟურნალისტი დიეგო ტორესი წერს, რომ პერესს არ უყვარს რონალდო. ის შეეცდება გაყიდოს პორტუგალიელი, სანამ ოპტიმალურ საფეხბურთო ასაკშია. ამით "რეალში" სხვა მასშტაბებს შეიძენს გარეთ ბეილი. პერესი ამას უცებ ვერ გააკეთებს. ხალხი აჯანყდება. ამიტომ საჭიროა კიდევ ერთი სუპერტრანსფერი.

"პერესს არ უყვარს რონალდო. მან შექმნა ბეილი, მან გადაიხადა მასში 100 მილიონი. პერესს უნდა, რომ უელსელმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისათვის სარგო ჯილდო მოიგოს." - წერს ჟურნალისტი.

პერესი, რონალდო და აგენტი მენდეში ამ დროისათვის არანაირ ინტერვიუებს არ იძლევიან პორტუგალიელი ვარსკვლავის მომავალზე "რეალში".

მიუხედავად პერესის სურვილებისა, გამორიცხულია, უელსელმა პორტუგალიელი შეცვალოს. ბეილი მეორე სეზონია, მადრიდშია. მას ჯერ ბოლომდე არ გაუვლია ადაპტაცია კლუბში და არც ესპანური ენა იცის. "რეალში" ბრიტანელს ერთადერთი მეგობარი ჰყავს - ყოფილი თანაგუნდელი "ტოტენჰემში", ლუკა მოდრიჩი...

მინდორზეც ასე ჩანს, რომ კრიშტიანო "რეალს" უკეთ ერგება, ვიდრე უელსელი.

"პერესს უნდა, რომ ბეილისაგან მიიღოს ახალი კრიშტიანო. ეს ურთულესი საქმეა. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა გუნდში რონალდოა, თუმცა ერთ დღესაც პორტუგალიელი შეწყვეტს გოლების გატანას", - წერს ტორესი.

"ბერნაბეუ" ერთ-ერთი ყველაზე საშიში ალაგია მსოფლიოში "რეალის" ფეხბურთელებისათვის. იქ არავის ინდობენ, სისუსტეს არავის პატიობენ.

"მადრიდის "რეალი" სპეციფიკური კლუბია. მისი ქომაგები და წარმატება - ეს კლუბის ფილოსოფიაა. "რეალის" ქომაგთა 75 პროცენტი არ დაბადებულა მადრიდში. სხვა სიტუაციაა "ბარსელონას", "დეპორტივოსა" თუ "სევილიას" შემთხვევაში. ეს გუნდები რეგიონის მასშტაბებს იცავენ.

"ჩვენ ისე მივდივართ სტადიონზე, როგორც ოპერაში. თუ ისინი კარგად ვერ მღერიან, შენ გამოხატავ უკმაყოფილებას და აქნევ თეთრ ცხვირსახოცს. ხანდახან ფეხბურთელებს არ ესმით ჩვენი ასეთი საქციელი და გვეკითხებიან, რატომ არ ვუჭერთ მათ მხარს", - ამბობს კალდერონი.

კრიშტიანომ ეს გამოცდილება უკვე მიიღო. მარტში ცუდ ფორმაში მყოფ ვარსკვლავს "ლევანტესთან" საშინაო მატჩში ქომაგმა უსტვინა. იმ დროს გამოკითხულთა 32 პროცენტს სჯეროდა, რომ რონალდო "რეალიდან" წავიდოდა. არადა, 25 სალიგო მატჩში კრიშტიანოს 31 ბურთი გაეტანა. სიძულვილის მიზეზი რთულად ასახსნელია.

როგორც ჩანს, "რეალის" ქომაგების ნერვებზე კრიშტიანოს ნარცისიზმი თამაშობს. ასე განსაჯეთ, ტრადიციული "მადრიდისტებისათვის" მიუღებელია ისიც კი, თუ როგორ აღნიშნავს რონალდო მეტოქის კარში გატანილ გოლებს.

არის ეგოიზმის მომენტიც.

"თუ "რეალი" იგებს, მაგრამ რონალდოს ვერ გააქვს გოლი, ის უკმაყოფილოა. ის ძალიან ამბიციურია და ხშირად 10 წლის ბიჭს წააგავს. მას მთელი ნამცხვარი თავისთვის უნდა და ვერ ხვდება, რომ ეს ნამცხვარი 10 ნაწილად უნდა გაიყოს", - წერს ჟურნალისტი ტრუება.

"რეალის" ქომაგებს განსაკუთრებით უყვართ ისკო და სეხიო რამოსი. ეს ორი მოთამაშე გუნდურობის იდეალია და ამასთან, ისინი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევიან. ისინი თითქოს გუნდის ლეგენდის, ალფრედო დი სტეფანოს სულს აცოცხლებენ "ბერნაბეუზე".

ტრუებასავე თქმით, რონალდო არ არის ცუდი პიროვნება. ის არის ეგოცენტრიკი, მაგრამ ამავე დროს, მეგობრული ადამიანია. მას არ ჰყავს მტრები. რონალდო მოდელიცაა. მას არ აქვს იმხელა გავლენა გასახდელში, რამხელაც იკერ კასილასს და სერხიო რამოსს აქვთ, ან რაულს ჰქონდა.

მთავარი საკითხავი მაინც ისაა, რამდენ ხანს შეინარჩუნებს "რეალი" რონალდოს. ნუთუ, გაყიდის პერესი ბატს ოქროს კვერცხებით? ნუთუ, ასე დააბრმავებს მას ბიზნესმიზნები და პირადი ეგოიზმი?

კრიშტიანოს მსურველმა 1 მილიარდი უნდა გადაიხადოს - ასე წერია მის კონტრაქტში. ამის მიუხედავად, "პარი სენ-ჟერმენი" და "მანჩესტერი" ამ ბრძოლაში ჩაბმულნი არიან.

"ის მსოფლიოში მეორეა. "იუნაიტედს" ის ძალიან უნდა. ჯერ ერთი, კლუბს ახალი წარმატებებისკენ გაუძღვება და მეორეც - კლუბის შეფობა მილიონობით ფანის გულს მოიგებს", - ამბობს მანჩესტერელი რედაქტორი, ენდი მიტენი.

"იუნაიტედი" 2013 წლიდან ცდილობს კრიშტიანოს დაბრუნებას. ჯერ ფლორენტინო ვერ რისკავს. როგორი საქმეა, გაყიდო ფეხბურთელი, ვისაც სეზონში 50 გოლზე მეტი გაიტანა?!

მაიკლ რობინსონმა "ლივერპულთან" ერთად თასების თასი მოიგო ახლა კი ესპანეთის ტელევიზიაში საფებურთო შოუ მიჰყავს.

"თუ რონალდოს გაყიდის "რეალი", ეს იქნება უმადურობა." - თქვა მან. მისივე თქმით, პერესი აგროვებს ვარსკვლავებს, არ ყიდის ბრილიანტებს.

"ვფიქრობ, ის საკმაოდ ბედნიერია მადრიდში, მაგრამ ამბობს, რომ არ არის ცვლილებების წინააღმდეგი, საყურადღებო ფაქტია", - ეს "რეალის" ყოფილი პრეზიდენტის, კალდერონის სიტყვებია.

რონალდო ახლა 30 წლისაა და დიდებულ ფორმაშია. მინდორზე ის ყველაფერს დიდებულად აკეთებს და მისი ერთადერთი საწუხარი პერმანენტულად მტკივანი მუხლია. ამ მუხლმა არ ჩაატარებინა მას მაღალ დონეზე შარშანდელი მუნდიალი.

კრიშტიანომ არცთუ დიდი ხნის წინ თქვა, რომ კარიერის დასრულება "რეალში" უნდა.

"ის ახლა დაღლილია. მის თამაშში დიდ როლს თამაშობს ფიზიკური მომზადება. ის არ ჰგავს მესის, ის უფრო მანქანასავითაა. ასაკი მას კვალს დაატყობს", - ასეთია მიგელ ანხელ ლინარესის აზრი, ვინც საგანგებო წიგნი მიუძღვნა "რეალ"-"ბარსელონას" მუდმივ შუღლს.

რონალდო არ არის "რეალის" ხატი. არ არის დი სტეფანო, ბუტრაგენიო და რაული. ფეხბურთი კი დღითიდღე ემსგავსება ბიზნესს.

ამ ზაფხულს არა, მაგრამ ერთი წლის მერე "რეალმა" შეიძლება უთხრას კრიშტიანოს: "ადიოს!"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• beqa

ვერ ვიტან რონალდოს მარა ძალიან დიდი ფეხბურთელია, და აუცილებლად უნდა ვთქვა რომ ძალიან კარგი სტატია იყო რისთვისაც დიდი მადლობა ავტორს, იმედია ბევრ სტატიას დაწერთ

• sake

დღეს ფეხბურთი პირველ რიგში ბიზნესია.ბიზნესი კი ბიზნესია ამიტომ სულაც არ არის გამორიცხული,რომ რონალდო ამ ზაფხულს გაიყიდოს,მითუმეტეს ის ეხლა ფეხბურთელისთვის კრიტიკულ ასაკშია.

• gri

რონალდო უკვე არის რეალის ლეგენდა..მას ტავისუფლად სეუზლია კიდევ 3-წელი მახალ დონეზე ტამასი

• ლა

ანჩელოტის გამშვებს რა უნდა ელაპარაკო

გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?

"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს

როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო

"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა

[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა

18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში

"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა

კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა

კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა

მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს

"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა

Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან

[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს

"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა

ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე

გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?

"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა

BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს

ადვოკატი - ბენზემაზე: ნუთუ ის ერთადერთია, რომელიც 1795 წელს დაწერილ სიმღერას ("მარსელიეზას") არ მღერის?

ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება

ბენზემამ "რეალი" დატოვა და საუდის არაბეთში გაემგზავრება

ასეთი რამ საუდის არაბეთშიც კი შეიძლება მოხდეს - რონალდოს გუნდი ფინანსურ კრიზისშია

ბებერი ხარისა რქანიცა ხნავენო - პერესი მერვედ გახდა "რეალის" პრეზიდენტი

გრანდიოზული წვეულება და მოწვეული ვარსკვლავები - როგორი იქნება რონალდოსა და ჯორჯიანას ქორწილი

შმეიხელმა დაასახელა ფეხბურთელი, რომლისაც ფერგიუსონს ეშინოდა

"რეალმა" ბენზემას კონტრაქტი უკანასკნელად გაუგრძელა

"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს

"ჩელსიმ" ბენზემას დამატება არ მოისურვა

ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას

"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება

"ორი უტიტულო სეზონი და "განსაკუთრებული" მისია: შეძლებს თუ არა მოურინიო სამეფო კლუბის გადარჩენას?“

ბენზემა ზღაპრული შეთავაზების სანაცვლოდ საუდის არაბეთში გადაბარგებას აპირებს

"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა

"ფეხბურთელები არაფერს იკლებენ, მე კი გაკოტრების მეშინოდა და სხვაგვარად მოვიქეცი" - გარეთ ბეილი

[PHOTO] "ბედნიერი მამა" - რონალდომ ხუთივე შვილთან სურათი გამოაქვეყნა

რონალდო: ფერგიუსონი ჩემი საფეხბურთო მამაა

"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა

[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა

პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა

ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა

გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ფერგიუსონის ყოფილ ასისტენტთან ერთად - ტენ ჰაგმა სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა

მადრიდის "რეალის" უჩვეულო ქმედება და დიდი კომპრომისი - ვინისიუსის მომავალი გადაწყდა

გამორჩეული სპორტსმენები, რომლებიც ელისაბედ მეორემ დააჯილდოვა

"მანჩესტერ სიტი" როდრის დაკარგვას შეეგუა - "ქალაქელებმა" ესპანელის შემცვლელი შეარჩიეს

"სინამდვილეში, რონალდინიოს ყიდვას ვაპირებდით, ფერგიუსონი სრულიად განადგურებული იყო..." - ფერდინანდმა გაიხსენა, როგორ შედგა კრიშტიანოს ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში"

"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"ის ყველაზე მამაცი ფეხბურთელი იყო, ვინც კი მინახავს" - სერ ალექს ფერგიუსონი

გულისხმობა თუ არა კვარაცხელიას - The Telegraph-მა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც პერესი 150 მილიონს იხდის

"ან გაახანგრძლივებ, ან წახვალ" - მადრიდის "რეალმა" ვინისიუს ჟუნიორს ულტიმატუმი წაუყენა

TEAMtalk The Telegraph-ის საპირისპიროდ - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო!

საფრანგეთში ბენზემასთვის მოქალაქეობის და "ოქროს ბურთის" ჩამორთმევა მოითხოვეს

"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა