მარკ მარკესი ისევ თამაშგარეში
შეუჩერებელია "იამაჰას" ესპანელი მოტომრბოლი ხორხე ლორენსო, რომელმაც ზედიზედ მეოთხე რბოლა მოიგო მოტოგრანპრის ჩემპიონატში და მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა გენერალურ კლასიფიკაციაში ვალენტინო როსისთან.

ჩემპიონატის მეშვიდე ეტაპი ბარსელონაში გაიმართა. მოულოდნელად პოული ალეშ ესპარგარომ მოიპოვა, თუმცა მან პირველი წრის პირველივე მოსახვევში დაუთმო ლიდერობა ლორენსოს.

ამ უკანასკნელს გზა გაეხსნა მორიგი გამარჯვებისკენ, მაგრამ როსიმ ბრწყინვალე სტილში განვლო რბოლის მეორე ნახევარი და ბოლომდე ანერვიულა თანაგუნდელი, თუმცა ფინიშზე რვა მეასედი წააგო ესპანელთან. ლორენსომ კარიერაში 37-ე გამარჯვება მოიპოვა.

ესპარგარომ საერთო ვერ დაასრულა რბოლა, ისევე, როგორც მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მარკ მარკესმა, რომელიც სულ უფრო და უფრო შორდება ტიტულის შენარჩუნების შანსს. "ჰონდას" ლიდერისთვის ეს იყო ზედიზედ მეორე ეტაპი, როცა ფინიშამდე მისვლა ვერ შეძლო. მარკესი მხოლოდ ერთი ეტაპის მოგებით იწონებს თავს და უკვე 69 ქულით ჩამორჩება გენერალური კლასიფიკაციის ლიდერს.

კატალონიის გრან-პრი

1. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 42.53,208; 2. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - +0,885; 3. დანი პედროსა (ესპ, Honda) - +19,455; 4. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - +24,925; 5. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - +27,782; 6. მავერიკ ვინალესი (ესპ, "სუზუკი") - +29,559; 7. სკოტ რედინგი (ბრიტ, Honda) - +36,424; 8. შტეფან ბრადლი (გერ, Yamaha) - +42,103...

საერთო ჩათვლა

1. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 138; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 137; 3. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - 94; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 83; 5. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 69; 6. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - 68; 7. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Honda) - 47; 8. მავერიკ ვინალესი (ესპ, "სუზუკი") - 46...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჩემპიონი მარკ მარკესი ცუდ ფორმაშია
მოტოგრანპრი: მარკ მარკესი ჟურნალისტებს დაერია
მოტოგრანპრი: მარკ მარკესი მესამედ გაჩემპიონდა
მოტოგრანპრი: ტაქტიკოსი მარკ მარკესი
მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: სან მარინო მარკესმა მოიგო
ᓛᓐᓠᓙ ᓛᓐᓠᓙᓔᓡᓘ ᓙᓘᓜᓐᓦᓐᓛ ᓓᓐᓐᓛᓐᓠᓪᓮᓔᓡ
მოტოგრანპრი: საუკეთესო რბოლა სეზონში
მოტოგრანპრი: ლორენსოს ზედიზედ მესამე ტრიუმფი
მოტოგრაპრი: მარკესმა მოიგო, ლეგენდა ლიდერია
მოტოსპორტი: როსის ტრიუმფი ტრაგედიის ფონზე
მოტოგრანპრი: მარკ მარკესი წინ გაიჭრა
მოტოგრანპრი: ხორხე ლორენსო სამგზის ჩემპიონია