ქართული სპორტის სამყარო სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში აქტიურად ჩაერთო
13 ივნისის ღამეს, თბილისსა და მის მიდამოებში დატრიალებულმა ტრაგედიამ, როგორც იტყვიან, ერი და ბერი გააერთიანა. უამრავი მოხალისე ცდილობს, სტიქიისგან დაზარალებულ დედაქალაქს მცირედით მაინც დაეხმაროს. მოხალისეთა შორის არიან სპორტსმენებიც...

შესაძლოა, ფოტოზე გამოსახული ახალგაზრდა კაცი ვერ იცნოთ, რადგან უჩვეულო ფორმაშია. ის ერთი თბილისელი, "ნახალოვკელი" ბიჭია და ისევე ცდილობს საკუთარ ქალაქს ჭრილობის მოშუშებაში დაეხმაროს, როგორც ათასობით რიგითი მოქალაქე. ქუჩის დასუფთავებაში ხალხს ტელევიზიასთან, "ვისოლის" ბენზინგასამართავ სადგურთან ეხმარებოდა. არავის თქმა არ დასჭირვებია. ქვეყანას რომ გაუჭირდა, თანადგომა საჭიროდ ჩათვალა.

დარწმუნებული ვარ, ვერც წარმოიდგენთ, რომ მუშაობისგან გადაღლილი ეს ახალგაზრდა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი, "სამტრედიას" თავდამსხმელი ილია კერძევაძეა. ის ახლახან მეტოქეებს "მიხეილ მესხზე" გამართულ ელიტრაუნდის მატჩებში უპირისპირდებოდა, ახლა კი - სხვებთან ერთად სტიქიის შედეგებს ებრძვის.

ასევე მოიქცნენ თბილისის "დინამოს" ფანკლუბის, "გლადიატორების" წევრები, რომლებიც გმირთა მოედანზე გვარიანი ჯგუფით იყვნენ წარმოდგენილნი.

სტიქიით დაზარალებულებს 5 ათასი ლარით დაეხმარა ძმები არველაძეების ფონდი. შოთამ, აჩიკომ და რეზიმ თხოვნით მიმართეს ყველა სპორტსმენსა და გულშემატკივარს, შეძლებისდაგვარად, გვერდში დაუდგნენ ჩვენს საყვარელ ქალაქს და დაზარალებულ ადამიანებს.

არველაძეების ფონდი სტიქიისგან დაზარალებულებს თანხით დაეხმარება

გუშინვე გავრცელდა რომან ფიფიას კომენტარი, რომელშიც თბილისის "დინამოს" მეპატრონე მზადყოფნას გამოთქვამს, დაზარალებულებს საცხოვრებელი ფართებით დაეხმაროს.

რომან ფიფია: მზად ვართ, უსახლკაროდ დარჩენილებს საცხოვრებელი ფართი შევუძინოთ

სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად კი ქუთაისში, თეთრ ხიდზე, სამგლოვიარო აქცია გაიმართა. მასში ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელები და მწვრთნელებიც მონაწილეობდნენ.

აქ კი გთავაზობთ ფოტოგალერეას, სადაც ჩვენი სპორტული სამყაროს უამრავ წარმომადგენელს უჩვეულო "არასპორტულ" ფორმაში, ნიჩბებით შეიარაღებულს ნახავთ.

იხილეთ ფოტოგალერეა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დათო
გენაცვალეთ ძმებო გულში ყველას რაგბისტებო, კალათბურთელებო, და ყველა სპორტსმენებო.
levani
კახი იყო და დარჩა ღირსეულ კაპიტნად,მადლობა ყველა სპორტსმენებს,მათი გმირობა ახლა თბილისის ქუჩებში გრძელდება
levani
მიუხედავათ ბევრი მინუსისა,მაინც მაგარი ხალხი ვართ ქართველები,ასეთი მობილიზებული ერი როგორიც დღეს ვართ ბევრმა ნაციას შეშურდებოდა.აუგი არ თქვას დღევანდელ ახალგაზრდობაზე არავინ,ესენი არიან ყველაზე პატრიოტები,ყველაზე ორგანიზებული ძალა,ისინი გამოიყვანენ ქვეყანას კრიზისიდან,მათი იმედი გვაქვს და უნდა ვენდოთ.მადლობა ყველას
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
პსჟ-მ ლიგა 1-ის მატჩის გადატანა მოითხოვა
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
უარი უფროს გოგონებთან ურთიერთობაზე - იამალმა ეს გადაწყვეტილება ახსნა
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
"მალიორკას" გადარჩენა მარტინ დემიკელისს დაავალეს
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, "ინტერი" კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
გაზაფხულამდე - ჯერ მიქაუტაძე "ბარსელონასთან", შემდეგ ხვიჩა ნორმანდიაში
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
ლოკომოტივი-შუქურა 0:0 - არ იყო მხოლოდ გოლი...
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
"თუ ხვიჩა ამ შედეგს მიაღწევს, ძალიან მაგარი იქნება" - არჩილ არველაძე
"ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ..." - არჩილ არველაძე ჟურნალისტის შეკითხვას იუმორით პასუხობს [VIDEO]
"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]
ილია კერძევაძე 27 წლის ასაკში გარდაიცვალა
"სამტრედიამ" ილია კერძევაძე 19-წლამდელთა ნაკრებს დაუთმო
დავით ოდიკაძე: კარიერის დასრულება ამ გუნდში მსურს
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
ზაზა ზამთარაძე: მთელი გუნდი ფინალის მოსაგებად ვემზადებით
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
გიორგი დევდარიანი: ვაჩიბერაძეზე არანაკლები კლასისანი გვყავს, მაგრამ...
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე