რა დააშავეს "ნაპოლის" ლეგიონერებმა
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი "გაძეტა დელო სპორტს" გაესაუბრა და ერთობ მოულოდნელი განცხადება გააკეთა. სენიორ აურელიოს თქმით, მას გუნდის გარდაქმნა სურს, რის შემდეგაც "ნაპოლი" მთლიანად იტალიური გახდება.

როგორც დე ლაურენტისმა განაცხადა, ლეგიონერებს სულ უფრო ნაკლებად ენდობა და მომავალში მეტ ყურადღებას მიაქცევს ადგილობრივ ფეხბურთელებს:

"ჩემი სურვილია, რომ უახლოეს მომავალში "ნაპოლი" მთლიანად იტალიური გუნდი იყოს და მაქვს კიდეც ამის საბაბი. სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოვიპოვეთ და სერია A ევროპალიგის ზონაში დავასრულეთ.

მომივიდა ცნობები, რომ ჩვენი გუნდის ლეგიონერებს ევროპალიგაზე თამაში ეზარებათ და ნანობენ კიდეც, რომ "ნაპოლიმ" ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა და არა ვთქვათ მერვეზე. სამაგიეროდ, იტალიელი ფეხბურთელები არიან მოტივირებულნი და იცით რატომ? - მათ იციან, რომ ჩვენ ფეხბურთს უეფას საკლუბო რეიტინგში ქულები სჭირდება და ჩვენ, ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე გუნდი გვყავს დასაბრუნებელი.

ლეგიონებს იტალიური ფეხბურთი ფეხებზე ჰკიდიათ, მათთვის მთავარი ის ხელფასია, რომელიც ყოველთვიურად ერიცხებათ. ამიტომ, ჩემი სურვილია, რომ მთლიანად იტალიური "ნაპოლი" ვიხილო".

აურელიო დე ლაურენტისმა პირველი ნაბიჯი გადადგა მიზნისკენ და პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სეზონიდან "ნაპოლის" ღირსებას მირკო ვალდიფიორი დაიცავს.

28 წლის ნახევარმცველმა გასული სეზონი "ემპოლიში" გაატარა, შესანიშნავად წარმოჩინდა და იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც კი მიიღო მიწვევა.

როდესაც "ნაპოლის" მესაჭედ "ემპოლის" უკვე ექსთავკაცი მაურიციო სარი დაინიშნა, მაშინვე ითქვა, რომ თავისთან ვალდიფიორის წაიყვანდა და ასეც მოხდა.

მირკო ნეაპოლურ კლუბთან 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, კონტრაქტის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Tato
კანკავაზე სად წერია ეგ?
გიოო
კანკავაში და კონოპლიანკაში ლივეეპული 26 მილიონს იხდის
dola
რუსული სააგენტოების ცნობით ანანიძე არსენალს და სევილიას სურს.
SHUKOVANI
იმობილე გვინდა აუცილებლად. იგუაინი კაი ფასად გავუშვათ არსენალში
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა