როგორც იქნა, გაირკვა თუ რომელი იტალიური გუნდები მიიღებენ მონაწილეობას მომდევნო სეზონის ევროპალიგის გათამაშებაში
როგორც იქნა, გაირკვა თუ რომელი იტალიური გუნდები მიიღებენ მონაწილეობას მომდევნო სეზონის ევროპალიგის გათამაშებაში. "ფიორენტინას" და "ნაპოლის" შესახებ ისედაც ვიცოდით, მესამე გუნდი კი "სამპდორია" იქნება.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს სატურნირო ცხრილის მიხედვით, ევროტურნირზე "ჯენოა" უნდა გასულიყო, მაგრამ ფინანსური და ტექნიკური პრობლემების გამო, უეფას ლიცენზია ვერ გაიარა და მთელი წლის შრომა წყალში ჩაყარა.

ავტომატურად, ევროპალიგის საგზური მეშვიდე ადგილზე მყოფ "სამპდორიას" გადაეცა, მაგრამ მოგვიანებით, უეფამ მეორე გენუურ გუნდსაც შეუჩერა ლიცენზია და საერთაშორისო ასპარეზისკენ გზა უკვე "ინტერს" გაეხსნა...

ერთი სიტყვით, ევროსაგზური მილანურ გრანდს გადასცეს, მაგრამ ამასობაში, "სამპდორიამ" უეფას გადაწყვეტილება გაასაჩივრა, პროცესი მოიგო და ევროპალიგაზე ასპარეზობის უფლება დაიბრუნა.

დიახ, დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის რანგით მეორე საერთაშორისო საკლუბო ტურნირზე "სამპა" იასარეზებს. ამ თემას "სამპდორიას" პრეზიდენტი მასიმო ფერერო გამოეხმაურა:

"სამართლიანი გადაწყვეტილება იყო და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი გუნდი ევროპალიგაზე იასპარეზებს. ამასთან, არ მავიწყდება, რომ ჩვენზე წინ "ჯენოა" იყო და უეფას რომ ლიცენზია თანაქალაქელებისთვის მიეცა, კიდევ უფრო სამართლიანი იქნებოდა. უეფას ნებართვა ჩვენთვის დამატებითი სტიმულია, რომ ზაფხულის სატრანსფერო კამპანია აქტიურად ვაწარმოოთ და გუნდი გავაძლიეროთ".

მაშ ასე, 2015-2016 წლების სეზონში, სერია A-დან ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსი", "რომა" და "ლაციო" ითამაშებენ, ხოლო ევროპალიგაზე "ფიორენტინა", "ნაპოლი" და "სამპდორია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ვალტერ ძენგა: ჩვენ შევთანხმდით, ეს არასოდეს გამეორდება
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
"იუვენტუსი" ზედიზედ მეშვიდედ გახდა იტალიის ჩემპიონი [VIDEO]
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"სამპდორიას" პრეზიდენტი: Fiat 500-ით Ferrari-ს გავასწარი
"იუვენტუსმა" "სამპდორია" 3:0 დაამარცხა და "ნაპოლი" 6 ქულით ჩამოიტოვა [VIDEO]
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
ლონდონის "არსენალმა" 30 მილიონ ევროდ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
მთლად გიჟი არ ყოფილა - "სამპდორიას" პრეზიდენტი საკმაოდ ჭკვიანიცაა და ცოტა თაღლითიც
"სამპდორიას" მწვრთნელი თვლის, რომ მსაჯმა "იუვენტუსს" გამარჯვება აჩუქა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
"სამპდორიას" პრეზიდენტი თაღლითობისთვის დააპატიმრეს
იმობილემ "ლაციო" 96-ე წუთზე დააწინაურა, საპონარამ "სამპდორიას" ფრე 99-ე წუთზე მოუპოვა
რანიერი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში დარჩება - მწვრთნელი, რომელიც დერბის არ აგებს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
99-ე წუთზე "ლაციოს" კარში გოლის გატანის შემდეგ საპონარას ტრუსი ჩახადეს
დიდი ალბათობით, სერია A-ს დაწყების თარიღი გადაიწევს
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი