26 წლის ნახევარმცველი უკვე კვიპროსშია, სადაც "ანორთოსისთან" ერთად დაიწყებს სამზადისს ახალი სეზონისთვის
26 წლის ნახევარმცველმა ირაკლი მაისურაძემ ძალიან ცოტა დაისვენა. ახლა ის უკვე კვიპროსშია, სადაც "ანორთოსისთან" ერთად დაიწყებს სამზადისს ახალი სეზონისთვის.

მაისურაძე გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, "ანორთოსისი" კი ჩვენთვის საინტერესო კლუბია, რადგან იქ კიდევ ერთი ქართველი, გიორგი აბურჯანია თამაშობს.

"ლელო" მაისურაძეს კვიპროსში შეეხმიანა:

- უკვე კვიპროსში ვარ. ათ დღეში გვეწყება შეკრება. ჩამოვედი იმიტომ, რომ მუხლზე პატარა პრობლემა მაქვს. არტოსკოპია უნდა გავიკეთო. გუნდში რა და როგორაა, ჯერ არ ვიცი. შევიკრიბებით და ამის შემდეგ ზუსტად მეცოდინება ყველაფერი.

- რა მიზნები ექნება "ანორთოსისს" მომავალი სეზონისთვის?

- ჩემი აზრით, უფრო მაღალი მიზნები გვექნება. ასე მგონია. რაც შეეხება სატრანსფერო პოლიტიკას, ჯერ ვერ გეტყვით, რომელი ფეხბურთელებით გაძლიერდება გუნდი.

- რჩება თუ არა გუნდში "ანორთოსისის" მეორე ქართველი - გიორგი აბურჯანია?

- სავარაუდოდ, დარჩება, თუმცა ბოლომდე ჯერ თავადაც არ იცის. გიორგი მოლაპარაკებების პროცესშია ჩართული. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიცი.

- "პაფოსში" ნიკოლოზ გელაშვილის ტრანსფერის თაობაზე შეიტყობდით...

- გავიგე და ნიკას მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ. ისიც ვიცი, რომ გუნდი შეიცვალეს "ოთელოსში" მოთამაშე ქართველებმა.

- როგორ ფიქრობთ, მოახერხებთ ევროსაგზურის მოპოვებას?

- "ანორთოსისის" მიზანი ყოველთვის საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა იყო და ახლაც ასე იქნება. იმედი მაქვს, მომავალ სეზონში შევასრულებთ იმ პროგრამა-მინიმუმს, რომელიც ჩვენ წინაშეა დასახული. ეს გასულ სეზონშიც შეგვეძლო, მაგრამ შედარებით გამოუცდელ შემადგენლობას სტაბილურობა დააკლდა.

კარს მომდგარ სეზონს იმედით ვუყურებ. კვიპროსული გაგებით "ანორთოსისი" გრანდია და არ შეიძლება, ამ გუნდს მოკრძალებული ამოცანები ჰქონდეს. ასე რომ, ყველანაირი საფუძველი გვაქვს, იმედით დაველოდოთ მომავალ სეზონს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

champion
აბა შენ იცი წარმატებები ..მაგრამ მაიკის დახევას არ შეგარჩენ )))))))))))
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
კარიერაში წინსვლა მსურს და საქართველოში დაბრუნებაზე არ მიფიქრია - ქართველები "ბალმაზიუვაროშიდან" წამოვიდნენ
ქართველმა ფეხბურთელმა კვიპროსის მოქალაქეობა მიიღო
საჩხერის "ჩიხურა": პლუს ლევან გეგეჭკორი და ნიკა გელაშვილი
საბურთალო-დილა 2:1 - (არა)ჩვეულებრივი მატჩი, გელაშვილი კარში [VIDEO]
კავკასიური დერბი - რა გუნდია "სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღი"
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
საქართველოს ნაკრების ექსკალათბურთელი ხანძრის გამო უსახლკაროდ დარჩა
მიქელთაძემ გოლი გაიტანა, მაგრამ მისი და კაჭარავას "ანორთოსისი" მაისურაძის "ენოსისთან" დამარცხდა [VIDEO]
goal.philenew: ქართველი ფეხბურთელი კვიპროსის ნაკრებში ითამაშებს?
სათასო ისტორიები: ეს ჯერ არ მომხდარა - ქვედალიგელთა აღლუმი!
ნიკოლოზ გელაშვილი გორის "დილას" ღირსებას დაიცავს
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
ნიკა კაჭრავამ გოლი გაიტანა და "ანორთოსისმა" გაიმარჯვა
ნიკა გელაშვილი გორის "დილაში" ვარჯიშს ორ კვირაში განაახლებს
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]