ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების სეზონი. საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრის წინ
ნახევარი თვე გავიდა, რაც ჩემპიონთა ლიგის კულმინაცია ვიხილეთ - ბერლინში "ბარსელონამ" ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი სავსებით დამსახურებულად მოიპოვა. დღეს კი ტურნირის მორიგი, 61-ე გათამაშების I და II საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრა გაიმართება.

კენჭისყრა დღეს, 22 ივნისს, ნიონში, 14 საათზე დაიწყება და ის უეფას ოფიციალურ საიტზე პირდაპირ ეთერში გადმოიცემა.

საქართველოში ეს კენჭისყრა ყველაზე მეტად გორის "დილას" ქომაგებს აინტერესებთ, მათ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი აქვს, დღეს კი "დილას" პირველი (იმედია, არა ბოლო) მეტოქე გაირკვევა.

დღევანდელ წილისყრამდე

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 32 მონაწილიდან 22 უკვე ცნობილია და მათ შესახებ უკვე მოგითხრეთ. 10 ვაკანტური ადგილი საკვალიფიკაციო ბატალიების შემდეგ შეივსება. ბატალიები კი ასეთია: I, II და III საკვალიფიკაციო ეტაპები, შემდეგ კი პლეი ოფი.

შეგახსენებთ, რომ ჯერ არასოდეს გასულა ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ქართული ოცნების ასასრულებლად გორის "დილამ" სამი ეტაპი უნდა დასძლიოს: II და III საკვალიფიკაციო ეტაპები და პლეი ოფი. პლეი ოფში მარცხი კი ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს ნიშნავს, რაც ქართული კლუბისთვის ასევე დიდი წარმატებაა.

ცაში ფრენას შევეშვათ და ვნახოთ, რას უნდა ველოდოთ დღევანდელი კენჭისყრისგან. 2015/16 წლების სეზონისთვის უეფა ხელმძღვანელობს ორი რეიტინგით - ძირითადი ქვეყნების საკლუბო რეიტინგი (ოღონდ 2014 წლის ცხრილით. ბოლო სეზონის რეიტინგები მომდევნო სეზონისთვის (2016/17 წწ.) იქნება გათვალისწინებული.

მეორე რეიტინგი, რომლითაც უეფა სარგებლობს, საკლუბო რეიტინგია. საქართველო 9,875 ქულით რეიტინგში 33-ე ადგილზეა (ახალ რეიტინგში 34-ეა). მას ჩემპიონთა ლიგაზე 1 გუნდის გამოყვანა შეუძლია, რომელმაც ასპარეზობა II საკვალიფიკაციო ეტაპიდან უნდა დაიწყოს. თავად II საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე გუნდები კი უკვე საკლუბო რეიტინგით არიან გაყოფილნი ორ ჯგუფად: განთესილებად და განუთესავებად.

საქართველოს ჩემპიონ გორის "დილას" 4,875 ქულა აქვს საკლუბო რეიტინგში. ეს კი არასაკმარისია განთესილთა შორის მოსახვედრად. "დილას" სულ რაღაც 0,7 ქულა დააკლდა განთესილთა შორის მოსახვედრად - ბოლო განთესილი გუნდი ალბანური "სკენდერბეუა" - 5,575. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ "დილას" ამ ეტაპზე მონაწილე გუნდებიდან 17-დან ერთ-ერთი განთესილი შეხვდება.

ჯერ შედგება I ეტაპის კენჭისყრა. აქ სულ ოთხი წყვილი უნდა შედგეს. განთესილები არიან: ნიუ სეინტსი (უელსი), ლევადია (ესტონეთი), პიუნიკი (სომხეთი), სანტა კოლომა (ანდორა). განუთესავები: კრუზეიდერსი (ჩრ. ირლანდია), ტორსჰავნი (ფარერები), ლინკოლნი (გიბრალტარი) და ფოლგორე (სან მარინო).

როგორც ხედავთ, ქვეყნების საკლუბო რეიტინგის მიხედვით, 8 ყველაზე სუსტი ქვეყნის ჩემპიონები ბრძოლას ნაადრევად იწყებენ. მათი თამაშები 30 ივნისს და 1-ელ ივლისს (პირველი მატჩები) და 7 და 8 ივლისს (საპასუხო მატჩები) გაიმართება. გამარჯვებული ოთხი გუნდი ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებას მიიღებს. ოთხივე მათგანი განუთესავი იქნება - ასე რომ, "დილას" მათთან თამაშის შანსი არა აქვს.

II საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაში 30 ქვეყნის ჩემპიონები (მათ შორის, საქართველოსი) იღებენ მონაწილეობას. ამათ ემატება 4 გამარჯვებული წინა ეტაპიდან და ვიღებთ 17 წყვილს.

რადგან "დილა" განუთესავია, ჩვენ განთესილთა ვინაობა გვაინტერესებს. აი, ისინიც:

კლუბი რეიტინგი

სტიაუა (რუმ) 40,259

სელტიკი (შოტ) 39,080

აპოელ-ი (კვი) 35,460

ბატე (ბელ) 35,150

ლუდოგორეცი (ბულ) 25,350

დინამო ზ. (ხორ) 24,700

მარიბორი (სლო) 22,225

მაკაბი თ-ა. (ისრ) 18,200

ლეხი (პოლ) 17,300

პარტიზანი (სერ) 14,775

მალმიო (შვე) 12,545

ყარაბაღი (აზე) 11,500

ჰიკ-ი (ფინეთი) 11,140

მოლდე (ნორ) 10,375

მიდტიულანდი (დან) 7,960

ვიდეოტონი (უნგ) 7,950

სკენდერბეუ (ალბ) 5,575

აქვე, განუთესავებიც, რომლებიც "დილას" ვერაფრით შეხვდებიან: სარაევო (ბოსნია), ვენტსპილსი (ლატვია), ტრენჩინი (სლოვაკეთი), ჟალგირისი (ლიტვა), ასტანა (ყაზახეთი), მილსამი (მოლდოვა), რუდარი (ჩერნოგორია), ვარდარი (მაკედონია), სტიარნანი (ისლანდია), ფოლა ეში (ლუქსემბურგი), დანდალკი (ირლანდია) და ჰიბერნიანსი (მალტა).

როგორც ხედავთ, სხვაობა გუნდების კლასს შორის აშკარაა - სად "სტიაუა", რომელსაც ჩემპიონთა თასიც კი აქვს მოგებული და სად "ფოლა ეში"!

"ლელოსთან" ინტერვიუში გორელთა ახალგაზრდა თავკაცმა უჩა სოსიაშვილმა განაცხადა, რომ უფრთხის "სტიაუასთან", "მარიბორთან", "სელტიკთან" და "ლუდოგორეცთან" შეხვედრას. სასურველ მეტოქეებად კი "სკენდერბეუ", ჰიკ-ი და "მოლდე" დაასახელა. ამ გადასახედიდან, "სკენდერბეუ" მართლაც საუკეთესო ვარიანტად მოჩანს.

II ეტაპის თამაშები 14/15 ივლისს და 21/22 ივლისს გაიმართება.

III ეტაპი: ჩემპიონთა და ლიგის გზა

III საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 17 ივლისს გაიმართება, როცა მეორე ეტაპის პირველი შეხვედრები უკვე ჩატარებული იქნება, მაგრამ არა საპასუხო. იმედია, ამ წილისყრაზე მეტის თქმა შემდგომში მოგვიწევს. ახლა კი იმას ვიტყვით, რომ III საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდები უკვე ორ ჯგუფად არიან გაყოფილნი: "ჩემპიონთა გზა" და "ლიგის გზა". ამ ორი ჯგუფის გუნდები ერთმანეთს ვერ შეხვდებიან.

"დილა" (წარმატების შემთხვევაში) პირველ ჯგუფში იქნება II ეტაპის 16 გამარჯვებულთან ერთად.

აქ მათ ემატებიან: ბაზელი (შვეიცარია), ზალცბურგი (ავსტრია) და პლზენი (ჩეხეთი). 20 გუნდი ათ წყვილს შექმნის. ბუნებრივია, ეს სამი კლუბი განთესილია. 7 განთესილში კი, შესაძლოა, "დილაც" კი იყოს, თუ საქართველოს ჩემპიონი ზემოთ ცხრილში "მაკაბიზე" მაღლა მდგომ გუნდს შეხვდება და დაამარცხებს.

"ლიგის გზაში" 10 გუნდია. 5 განთესილი: შახტარი (უკრაინა), აიაქსი (ჰოლანდია), ცსკა (რუსეთი), ბრიუგე (ბელგია) და მონაკო (საფრანგეთი).

5 განუთესავი: იანგ ბოისი (შვეიცარია), სპარტა (ჩეხეთი), ფენერბაჰჩე (თურქეთი), პანათინაიკოსი (საბერძნეთი) და რაპიდი (ავსტრია).

ამ ეტაპის თამაშები 28/29 ივლისს და 4/5 აგვისტოს გაიმართება.

პლეი ოფი

III საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვებული 15 წყვილი კი პლეი ოფის რაუნდში გადავა - "ჩემპიონთა გზიდან" მოხვედრილი 10 წყვილი ერთმანეთში გაითამაშებს ლიგის ჯგუფური ეტაპის 5 საგზურს, ხოლო "ლიგის გზიდან" გასულ 5 გუნდს დაემატება 5, რომელთაგანაც სამი უეჭველი განთესილი იქნება: მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი), ვალენსია (ესპანეთი) და ლევერკუზენი (გერმანია).

აი, "სპორტინგი" (პორტუგალია) და "ლაციო" (იტალია) ჯერ ცნობილი არაა, განთესილები იქნებიან თუ არა.

პლეი ოფის გამართვის დროა - 18/19 აგვისტო და 25/26 აგვისტო.

ყველაზე ძლიერი სავარაუდო მეტოქე ჯგუფამდე: ბაზელი

შორსმიმავალი გეგმები კი დავსახეთ, მაგრამ, რომ შევაჯამოთ, რეიტინგით ყველაზე ძლიერი მეტოქე, რომელიც შესაძლოა, "დილას" ჯგუფურ ეტაპამდე შეხვდეს, შვეიცარიული "ბაზელია" (84,875).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi 777
შეიძლება არ გაუმართლა მაგრამ არც დილაა პარტიზანზე ნაკლები....დილას მჯერა...მთავარი მონდომებაა
beso
პარტიზანი ერგო დილას
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] მუნიოსმა კოლუმბიას პლეი-ოფის საგზური მოუტანა
ხორვატიამ ბუდიმირის გოლით პანამა დაამარცხა
[VIDEO] განამ ინგლისს ფრე გაუგორა
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა