იდუმალებით მოცული მისტერ ბი და არასანდო ბებერი პოლიტიკოსი
მას არ უყვარს, როცა დიდი ხნით რჩება ჩრდილში. ხშირად ის გვაგონებს გათამამებულ გოგონას, რომელიც სხვის დაბადების დღეზე აღმოჩნდა და ვერ გაუგია, რატომ არ ერგება საჩუქარი მას.

იტალიურ მედიაში ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა "მილანის" აქციების გაყიდვაა - მსოფლიო ფეხბურთის გრანდის, რომელიც დიდ კრიზისშია.

"მგონია, რომ კლუბისათვის უკვე ვიპოვე შესაბამისი ინვესტორი", - თქვა დონ სილვიო ბერლუსკონიმ და ამ სიტყვებით ახალი საზრუნავი გაუჩინა სენსაციებზე დაგეშილ იტალიურ მედიას.

ეს გასაგებია, მაგრამ ბერლუსკონის სიტყვა და საქმე ყოველთვის ერთი არ არის. პოლიტიკოსი, რომელმაც იტალიაში, პრაქტიკულად, დამარხა მემარჯვენე იდეოლოგია, მიეჩვია ილაპარაკოს ის, რაც მისთვის მომგებიანია.

"მილანის" აქციების 75 პროცენტის გაყიდვა გადაწყვეტილია", - თქვა მან. მაშინვე დაანონსდა, რომ ამ გარიგების სავარაუდო ფასი 1 ან 1,5 მილიარდი ევრო იქნებოდა. რა თქმა უნდა, შესაძლო გარიგების დეტალები არ გახმოვანდა, მაგრამ საინტერესო ნიუანსები ჟურნალისტებმა მაინც შეიტყვეს.

მაგალითად, სილვიოს პირობა იყო ის, რომ კლუბის ხელმძღვანელობაში აუცილებლად უნდა დარჩენილიყო მისი ქალიშვილი, ბარბარა ბერლუსკონი. იმ ეტაპზე გარიგება ჩაიშალა, მაგრამ ახლა მხარეები აცხადებენ, რომ თითქმის ყველაფერზე მოილაპარაკეს.

უახლოეს ექვს თვეში იტალიური fininvesti და ტაილანდური კომპანია taechaubol შეათანხმებენ იურიდიულ მომენტებს, რის შემდეგაც "მილანს" ახალი და სოლიდური ინვესტორი ეყოლება. ელიან, რომ აზიელები "მილანს" 480 მილიონი ევროთი დაეხმარებიან. ბიზნესმენი ბი ტეჩაუბოლი ერიდება ხმაურიან განცხადებებს. "მილანს" ახლა არ უდგას საუკეთესო დრო.

როდესაც იტალიურ პრესაში პირველად გავრცელდა ინფორმაცია შესაძლო გარიგების შესახებ, ეს ბერლუსკონის მომხრეებმა დიდ გამარჯვებად მონათლეს. მათი თქმით, დონ სილვიომ შეინარჩუნა კონტროლი "მილანზე" და, ამასთან ერთად, მოიზიდა სტრატეგიული მნიშვნელობის ინვესტიცია. ამასთან, "მილანი" დაიპყრობს აზიურ ბაზარს.

მათი აზრით, ეს საწინააღმდეგო მაგალითი იყო "ინტერის" პრეზიდენტის, მასიმო მორატის საქციელისა, ვინც "ინტერის" აქციების 70 პროცენტი მიჰყიდა ერიკ ტოჰირს და მერე, პირად საუბრებში, არაერთხელ ინანა ჩადენილი.

ბერლუსკონის მიმდევრებს მტკიცედ სჯერათ: აზიელი ინვესტორი სხვა არაფერი და არავინ იქნება "მილანისათვის", თუ არა ფულის ტომარა და კლუბის შესაძლო მიღწევებს მხოლოდ ბერლუსკონის სახელს დაუკავშირებენ. მას ხომ გამარჯვებულის მანტიით დამშვენებულს სურს წასვლა.

ელიან, რომ უახლოესი 18 თვის განმავლობაში "მილანის" ხელმძღვანელობაში განსაკუთრებული ცვლილებები არ მოხდება. მთავარი პირები იქ ისევ ადრიანო გალიანი და ბარბარა ბერლუსკონი იქნებიან. პირველი მათგანი სპორტულ მხარეზე იქნება პასუხისმგებელი, მეორე კი - კომერციულზე.

ახალი სტადიონი

პროექტის მნიშვნელოვან მხარედ რჩება სტადიონის მშენებლობა, რომელსაც დიდი ალბათობით, ბერლუსკონის სახელს დაარქმევენ. აზიელი ინვესტორების დახმარებით "მილანმა" უნდა გაზარდოს კლუბის საშემოსავლო ნაწილი, რითაც უნდა დაეწიოს სხვა ევროპულ გრანდებს. ქაღალდზე ეს ყველაფერი მიმზიდველად გამოიყურება, ოღონდ მხოლოდ იმათთვის, ვისაც არ სურს დეტალებში ჩაღრმავება.

აზიელ ბიზნესმენ ტეჩაუბოლს მიეცა რვა კვირა იმისათვის, რომ "მილანის" აქციების 48 პროცენტი შეისყიდოს. ასე რომ, ჯერ აზიელს არაფერი გადაუწყვეტია და პრესა ცოტა ჩქარობს, როცა ამ გარიგებას შემდგარად აცხადებს. აპრილში შეთანხმება, პრაქტიკულად, მიღწეული იყო, მაგრამ მაშინ ეშმაკი დეტალებში დაიმალა. რა იქნება ახლა?

შემოდგომაზე მზის სინათლეს იხილავს დიდად რეკლამირებული წიგნი "ჩემი გზა", რომელშიც სილვიო ბერლუსკონი ჟურნალისტ ალან ფრიდმანს უყვება თავისი ცხოვრების საინტერესო დეტალების შესახებ. აქ არის დეტალები როგორც დონ სილვიოს მრავალრიცხოვანი სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ, ისე მისი ურთიერთობის ნიუანსები მსოფლიოს ლიდერებთან - ჯორჯ ბუშთან, მიხეილ გორბაჩოვთან, ანგელა მერკელთან, ბარაკ ობამასთან... ასეთ დროს დიდებულად ჟღერს "მილანის პრეზიდენტი". "ყოფილ პრეზიდენტს" კი ელვარება აკლია.

აზიელები არ ჩქარობენ. ჯერჯერობით კლუბის ანგარიშზე ტრანსფერების განხორციელებისათვის აუცილებელი 150 მილიონი ევრო არ დამჯდარა. თუ უახლოეს დღეებში "როსონერი" რომელიმე ვარსკვლავს არ იყიდის, რთული იქნება. არადა, ამ ეტაპზე ბერლუსკონი ამას თავისი ფულით თუ შეძლებს. თუ ტეჩაუბოლის საქმე ჩაიშალა, ბერლუსკონის ახალი ვალების აღება მოუწევს.

ამასთანავე, მოსალოდნელი აზიური კაპიტალი (480 მილიონი ევრო) გაბერილად მოჩანს. ამას ამბობენ არა მხოლოდ "მილანის" ისტორიული მეტოქეების შეფები, არამედ აბსოლუტურად ნეიტრალური იტალიელი ექსპერტები.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ იტალიური სპორტული პრესის ფლაგმანებიც კი "ციფრომანიით" არიან შეპყრობილნი. ისინი ხშირად არად დაგიდევენ, რამდენად ზუსტია მათ მიერ მოძიებული ფინანსური მონაცემები.

თუ პრესას ვენდობით, ამ ეტაპზე ტეჩაუბოლის მთავარი საქმიანობა ქველმოქმედებაა. ეს ძალიან კარგია, მაგრამ აზიელი ძალიან დიდ თანხებს აანონსებს. ხომ არ შეიძლება იყოს ეს ეჭვის საფუძველი?

თანაც, აზიური ბაზრის დაპყრობა არც ისე იოლი იქნება, რადგან ამ რეგიონში სპეციფიკური ბიზნესგარემოა. ასე მაგალითად, "მანჩესტერ იუნაიტედი" იძულებული გახდა, უარი ეთქვა ჰონკონგში ჰეგემონიაზე, არადა, ინგლისურ კლუბს გაცილებით მეტი ქომაგი ჰყავს აზიაში, ვიდრე "მილანს".

საინტერესოა თვითონ ბი ტეჩაუბოლის პიროვნებაც. იტალიაში მასზე უკვე ნახევარი წელია, საუბრობენ. არის ინფორმაცია, რომ მას "მილანამდე" "ნაპოლის" ყიდვა უნდოდა. გაზეთებმა ამ თემის აჟიტირება მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც ჰორიზონტზე ბერლუსკონი გამოჩნდა.

ტეჩაუბოლის ოჯახური ქონება 1,2 მილიარდ ევროს შეადგენს. ამ ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს. იმასაც ამბობენ, რომ ბი მსხვილი აზიური კონსორციუმის წარმომადგენელია.

თითქმის დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ "მილანის" აქციების გამოსასყიდ თანხას ტეჩაუბოლი მასთან დაახლოებული ერთ-ერთი ბანკიდან გამოიტანს. კრედიტი ხომ იგივე ვალია? ტეჩაუბოლი უკვე "მილანთან" იქნება ასოცირებული. დავუშვათ, იგი გაკოტრდა. რა იქნება მერე?

ტეჩაუბოლის მილიონები აუცილებლად მოხვდება იმ ადამიანების ყურადღების არეალში, ვინც იტალიური ფეხბურთის სიწმინდეზე ზრუნავს. "პარმას" მაგალითმა ყველა დაარწმუნა, რომ აუცილებლად უნდა იქნეს გამოკვლეული ასეულობით მილიონი ევროს ისტორია.

რა ჩაიფიქრა ბერლუსკონიმ? ნუთუ, მართლები არიან მისი მტრები, რომლებიც ამბობენ, რომ დონ სილვიომ გადაწყვიტა კარის გაჯახუნება? მისთვის უკვე სულერთია, პიარი შავი იქნება თუ თეთრი - მთავარია, ის გაზეთების პირველ გვერდზე იყოს.

რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ტეჩაუბოლი მართლა მოიტანს 480 მილიონ ევროს? ეს ფული ხომ პირდაპირ ბერლუსკონის ხელში მოხვდება? ამ ასაკშიც კი დონ სილვიოს არ განელებია ვერცხლისმოყვარეობა - ასე ამტკიცებენ მისი მტრები.

არის მეორე, ტიფოზებისათვის სასიამოვნო და უფრო მისაღები ვერსია, რომლის მიხედვითაც, ბერლუსკონი ასე იმიტომ იქცევა, რომ მის მომავალ მემკვიდრეს, რომელიც შეიძლება მისივე ქალიშვილი იყოს, საქმე გაუადვილოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ბერლუსკონი ლეგენდაა. ის ბიზნესმენთა იმ კოჰორტას მიეკუთვნება, ვინც შექმნა კალჩო - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ლიგა, თავისი მილიონებითა და თვალისმომჭრელი ვარსკვლავებით.

სკანდალების სიყვარული იქით იყოს და, კარგი იქნება, თუ ბერლუსკონის მიმდევრების ვარაუდები გამართლდება.

კარგი იქნება, რადგან უამრავი ამქვეყნიური ცოდვის მიუხედავად, სილვიო ბერლუსკონის უყვარს ფეხბურთი და უყვარს "მილანი".

სხვანაირად არც შეიძლება. როგორც თავად ამბობს, "მილანი" მისი შვილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gia
მადლობა ავტორს ალალად
კონტე, ნეიმარი და დე ბრუინი — გადაწყვეტილება, რომელმაც ნაპოლის მომავალი განსაზღვრა
იტალიაში პროტესტია და ისრაელთან მატჩის გაუქმებას მოითხოვენ - გატუზო ტექნიკურ მარცხზე საუბრობს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
22 ნოემბერს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თბილისში იაპონიას დაუპირისპირდება!
ზივზივაძე: ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ
ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
დე ლა ფუენტემ ტრავმირებული ჰიუსენის ნაცვლად ლაპორტს უხმო
მორიგი სასიხარულო ამბავი ესპანეთის ნაკრებიდან - ჰუისენი საქართველოსთან ვერ ითამაშებს
"სულ ონლაინაა და ყველაფერს იჯერებს“ — როგორ გადააქცია ლებრონმა ერთი რეკლამა მთელი NBA-ის განსახილველ თემად
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა
"ეს ჩემი ოცნებაა... განსაკუთრებული სწორედ ამ ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში იქნება, რადგან..." - მექვაბიშვილი ესპანეთთან მატჩამდე Marca-ს ესაუბრა
მთავარი კანდიდატი ჯერარდია - ლეგენდარული ინგლისელი შესაძლოა, "რეინჯერსში" დაბრუნდეს
სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა
იტალიაში პროტესტია და ისრაელთან მატჩის გაუქმებას მოითხოვენ - გატუზო ტექნიკურ მარცხზე საუბრობს
ნაკრების მზადება ოქტომბრის მატჩებისთვის | ესპანური შეკრების პირველი ვარჯიში
ფანტასტიკური ფინალი საქართველოს სუპერთასის ფინალში - თსუ-მ "ქუთაისი" მესამე ოვერტაიმში დაამარცხა
ევროპული კალათბურთის მომავალი ნისლშია – NBA ახალ დივიზიონს ამზადებს
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
"დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო" - ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ადრიანო გალიანი და ბარბარა ბერლუსკონი "მილანს" ტოვებენ
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
"მილანსა" და "ინტერს" ახალი სტადიონი ექნებათ - 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ "სან სიროზე" აღარ ითამაშებენ
"მილანი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს
"ჰგონია რომ ფენომენია, მაგრამ ფეხბურთი საერთოდ არ ესმის" - კასანომ ლეაო კვლავ გააკრიტიკა
"მონცას" ფეხბურთელებმა ბერლუსკონის მეძავებით სავსე ავტობუსი მოსთხოვეს
ვერატი და ანჩელოტი "მილანში"? - ტაილანდელი ბიზნესმენი 100 მლნ ევროს ჩამოდის
ფაბიო კანავარო შესაძლოა "მილანის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს
სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა
"ბერლუსკონიმ მითხრა, რომ პოზიცია უნდა შემეცვალა, რაზეც "მილანის" მაშინდელ მწვრთნელს მოვუყევი და მიპასუხა, რომ..."' - პატომ "როსონერის" ყოფილ პრეზიდენტზე ისტორია მოჰყვა
"მადლობა, პრეზიდენტო!" - კალაძე ბერლუსკონის გარდაცვალებას ეხმაურება
ქალი ფეხბურთში - ვინ არის ბარბარა ბერლუსკონი?
"მილანის" ოჯახში ახალი წევრები არიან - ბერლუსკონიმ კლუბის აქციათა 48% გაყიდა
ბერლუსკონი ფეხბურთელებს მეძავებით სავსე ავტობუსს დაჰპირდა
"მილანმა" შესაძლოა Fly Emirates-ს თავისი ახალი სტადიონისთვის სახელის დარქმევის უფლება მიჰყიდოს
სილვიო ბერლუსკონი "მილანის" აქციების გაყიდვას დათანმდა
როგორი იქნება "მილანის" ახალი სახლი
"მილანი" აზიელი სპონსორებისგან ყოველწლიურად 100 მლნ ევროს მიღებას იმედოვნებს
"მილანის" ძველი სპონსორი და ახალი სტადიონი
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
მარიო ბალოტელი იტალიაში ყოფილ გუნდში დაბრუნდება
"მონცამ" "იუვეს" ისევ მოუგო - ბერლუსკონიმ ფეხბურთელებს მეძავები უნდა დაახვედროს