რა ხდება საჯინიბოში
კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ შოკირებული დარჩა ჭორებით მისი "რედ ბულის" ხელმძღვანელის პოსტიდან გადაყენების შესახებ. როგორც ბრიტანული The Times წერს, კვირას დილით, ჰორნერს ფორმულა 1-ის ერთ-ერთი გუნდის ხელმძღვანელმა დაურეკა და უთანაგრძნო თანამდებობის დაკარგვის გამო.

ეს ინკოგნიტო ბოსი დარწმუნებული იყო, რომ კრისტიან ჰორნერს შეცვლიდა "ტორო როსოს" თანამფლობელი და "რედ ბულის" შეფის, დიტრიხ მატეშიცის მეგობარი გერჰარდ ბერგერი.

"შოკირებული ვიყავი. არ ვიცი, ხალხი რატომ ლაპარაკობს ჩემ შესახებ ამდენს. გუნდთან მრავალწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. შაბათს საღამოს დიტრიხ მატეშიცთან ერთად ვვახშმობდი - შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ორივემ ვიცით, რომ გუნდს პრობლემები აქვს, ამიტომაც მაქსიმალური ძალისხმევაა საჭირო მათ გამოსასწორებლად - ამაში მდგომარეობს ჩემი სამუშაო", - ასეთი კომენტარი გაუკეთა კვირის სატელეფონო ზარს ჰორნერმა.

ის აგრეთვე გამოეხმაურა დიტრიხ მატეშიცის ამასწინანდელ სიტყვებს იმის შესახებ, რომ "რედ ბულმა", შესაძლოა, დატოვოს ფორმულა 1.

"ის ყოველთვის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. დიტრიხი - ნამდვილი გულშემატკივარია. ამიტომაც არის "რედ ბული" წარმოდგენილი ფორმულა 1-ში. როცა მისი დონის ადამიანი ინტერესის დაკარგვაზე იწყებს საუბარს, ეს ჩემპიონატისთვის რისკ-ფაქტორი ხდება", - განაცხადა ჰორნერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ფორმულა 1: ექლსტოუნისთვის მემკვიდრეს ეძებენ
ბერნი ექლსტოუნს ფორმულა 1-ის გაყიდვა უნდა
"ᓠᓔᓓ ᓑᓣᕚᓘ" ᓒᓔᓜᓘᕝᓡᓡ ᓐᓠ ᓓᓐᕗᓛᓝᓑᕡ
ფორმულა 1. იაპონიის გრან-პრის შემდეგ: შეთქმულების თეორია "მერსედესის" წინააღმდეგ
"ᓠᓔᓓ ᓑᓣᓚᓘ" ᓑᓝᓚᓝᓛᓓᓔ ᓓᓐᓘᓮᓕᓔᓬᓔᓑᓐ
ფორმულა 1: "რედ ბულის" ბაზიდან მოპარული პრიზები ტბაში იპოვეს
"რედ ბულის" შეფი: გააჩერეთ "მერსედესი"!