ყველაფერში ეტყობა, რომ ბაქო დიდ ოლიმპიადას უმიზნებს... ასეთი ტემპებით კიდეც მიაღწევს მიზანს...
გუშინ, 23 ივნისს, თამაშებში ჩვენი კიდევ ერთი სპორტსმენი ჩაება - მოცურავე აკაკი ვაშაკიძე, ვინც 50 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში იასპარეზა... ის პირველ ჯგუფში დადგა სტარტზე და ფინიშთან მიცურვას 25.45 მოანდომა, რაც 37-ე შედეგი აღმოჩნდა.

ჩვენებური საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულს, რუს რომან შევლიაკოვს (24.10) 1,35-ით ჩამორჩა.

დღეს, 24 ივნისს, ჩვენი მოცურავეები ტურნირში სრული შემადგენლობით ჩაებმებიან, ანუ სამივე იასპარეზებს... ვაშაკიძე ისევ ბატერფლაით იცურავებს, ოღონდ ამჯერად - 200 მეტრზე. ჯუდერ ბიჭიკაშვილი და გიორგი ბიგანიშვილი კი 100-მეტრიან დისტანციაზე გამოვლენ თავისუფალ სტილში.

საწყლოსნო სახეობებს საგანგებოდ ამ თამაშებისთვის აგებული საწყლოსნო კომპლექსი მასპინძლობს, რომელიც დანარჩენი ბაზების მსგავსად, გაოცებთ თავისი მასშტაბებით თუ კეთილმოწყობით. ის ზღვის ნაპირასაა აგებული. მისი აშენებით ქალაქმა ერთგვარად შეავსო თანამედროვე, მრავალსართულიან ნაწილსა და კერძო სახლებით დაფარულ ძველ უბანს შორის არსებული აუთვისებელი სივრცე...

ამ კერძო დასახლებამ ლოტკინი მომაგონა - ესეც ისევეა შეფენილი მთაზე, აქაური ფუნიკულიორის გადაღმა ფერდობზე. თუმცა ლოტკინისგან განსხვავებით, აქ ყველაფერი საერთო წესს ემორჩილება - სახლების კედლები თეთრადაა შეღებილი, სახურავები კი - წითლად. ზღვისპირა ტრასიდან ულამაზესი სანახაობაა ფერდობზე შეფენილი ეს დასახლება.

საწყლოსნო კომპლექსი ფორმით არაბულ ნავს მოგაგონებთ... საერთოდ, აქაური სპორტული ბაზები თემატური არქიტექტურითაა აშენებული. მაგალითად, ტანვარჯიშის სასახლე ბურთის ფორმისაა, აივნები თუ გარე ინტერიერი კი დაკლაკნილი ლენტის ფორმებს იზიარებს. ეს დეტალი შიდა ინტერიერშიც ფართოდაა გამოყენებული - კედლებიც ასეთივე ფორმისაა და მათი მოხატულობაც.

ბარაქალა აზერბაიჯანს

თამაშები დასასრულს უახლოვდება, მე კი არ მახსენდება არც ერთი შეფერხება, რომელიც აქ ყოფნისას შემექმნა და მსგავსი რამ არც ჩემი კოლეგების, დელეგაციის სხვა წევრებისგან მომისმენია. მხოლოდ ერთხელ იყო, როცა ავტობუსს გზა შეეშალა და რამდენიმე წუთით მეტი დავკარგეთ ბაზაზე მისასვლელად, თორემ მეტი არაფერი მახსენდება.

აქ ყველაფერი შეუფერხებლად, კარგად აწყობილი მექანიზმივით მუშაობს - ტრანსპორტი დათქმულ დროს არ გადააცილებს და ზედმიწევნით იცავენ განრიგს, შეჯიბრებები თუ ცალკეული შეხვედრები ზუსტად დათქმულ დროს იწყება, შესანიშნავად მუშაობენ პრესცენტრები უკლებლივ ყველა ობიექტზე: მალიმალ იბეჭდება მიმდინარე ასპარეზობის ოქმები; დარბაზები იმდენად ვრცელია, ცხენი გაჭენდება შიგ (როგორ არა ჰგავს ქართულ სპორტულ არენებს, სადაც მედიისთვის თაგვის სოროსავით ციცქნა ოთახებს ძლივს იმეტებენ), ხშირად არასაჭიროდ ვრცელიც კი და ყველა მათგანში რამდენიმე დიდეკრანიანი ტელევიზორია დამონტაჟებული - პრესცენტრში მომუშავე ჟურნალისტს შეგიძლია, თვალი მიადევნო არა მარტო იმ ბაზაზე, არამედ სხვაგან მიმდინარე შეჯიბრების პირდაპირ რეპორტაჟსაც და იმუშაო მშვიდ გარემოში.

წყლები და გამაგრილებელი სასმელები, რამდენიმე სახეობის ყავა, ჩაი და რძე, ხილისა და ტკბილეულის ასორტი - თავი საკუთარ სამზარეულოში გეგონებათ... თან გამუდმებით ავსებენ მარაგს, არ გეგონოთ, ჩვენებურ ხაშლამასავით ერთს ჩამოატარებენ და მორჩა...

ეს - პრესცენტრებში და მაღლა, ტრიბუნებზე, პრესლოჟებშიც ყველაფერი მოწესრიგებულია: ცალკეა ტელეოპერატორების, ფოტო თუ პრესის ჟურნალისტების საკმაოდ ვრცელი, ტევადი ტრიბუნები (და არა ისეთი ვიწრო, თბილისის სპორტის სასახლეში გამოსასვლელად მთელი რიგი რომ უნდა წამოაყენო ფეხზე და თან ათასი ბოდიში უხადო შეწუხებისთვის), სადაც ყველაფერს მოხალისეები აწესრიგებენ, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ ვითარებაში დაგეხმარონ...

აქ წარმოუდგენელია ინტერნეტის პრობლემა, რომელიც ძალიან სწრაფად, შეუფერხებლად მუშაობს და სწორედ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაა მთავარი ღირსება - გინდა ამობეჭდილს მიიღებ თვალსაჩინოებისთვის, თუ არადა, ინტერნეტში მოძიებაში წამები გეკარგება მხოლოდ...

ბევრ უცხოურ ტურნირს არ დავსწრებივარ, მაგრამ მივლინებებით ვყოფილვარ საფრანგეთში, იტალიაში, ბრაზილიაში, თუმცა ჟურნალისტებისთვის ასეთი პირობები არსად მინახავს და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა...

თუმცა არ გეგონოთ, ასეთი მოწესრიგებული ატმოსფერო მხოლოდ მედიის კუთხითაა - თამაშების უკლებლივ ყველა სეგმენტი (სპორტსმენები, მსაჯები, დელეგატები) ასეთივე გამართულ მექანიზმად მუშაობს. სწორედ ამიტომაა მაღალი დონის შეჯიბრება და სპორტის ნამდვილი ზეიმი...

ოლიმპიური სოფლიდან სპორტსმენების ბაზაზე მიყვანა იქნება თუ მერე უკან დაბრუნება, ასევე მსაჯ-დელეგატების წინ და უკან გადაყვანა, იმდენად ორგანიზებულად ხდება, ერთი საყვედურიც არ გამიგონია არავისგან.

მოკლედ, ყველაფერში ეტყობა, რომ ბაქო დიდ ოლიმპიადას უმიზნებს... ასეთი ტემპებით კიდეც მიაღწევს მიზანს...

მჯობნის მჯობნი არ დაილევა და იქნებ ვინმემ უკეთესი ორგანიზებაც მოახერხოს, მაგრამ რასაც აქ ვხედავთ ამ 11 დღის განმავლობაში, ეს საორგანიზაციო დონე სრულიად საკმარისია ნებისმიერი დიდი საერთაშორისო ფორუმის ჩასატარებლად და არა მხოლოდ სპორტში, არამედ პოლიტიკაშიც, კულტურაშიც და ცხოვრების ნებისმიერ სფეროში...

არ ვიცი მათი სტადიონების ამბავი, მაგრამ დარბაზებში ჩასატარებელ ღონისძიებებს რაც შეეხება, ბაქოში დღესვე მზადაა საჭირო ინფრასტრუქტურა. ეს ქვეყანა ისეთი ტემპებით ვითარდება და რაც მთავარია, იმდენად ჭკვიანურად გეგმავენ ყველაფერს, მიზანს აუცილებლად მიაღწევს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
"მათ წინააღმდეგ თამაში არ მომწონს" - დე ბრუინი "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებაზე
[VIDEO] ქოჩორაშვილმა "სევილიაში" პირველად ითამაშა - მისი გუნდი "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
"უდინეზემ" "მონცას" ქართველების გარეშე სძლია
[VIDEO] კვერნაძის დიდი პროგრესი და პირველი საგოლე მოქმედება სერია A-ში - "ფროზინონემ" "ფიორენტინა" გაანადგურა
იეგოიანის კარგი მატჩი - მისმა გუნდმა როტერდამულ დერბიში გაიმარჯვა
ბუნდესლიგაში ლოჩოშვილის დებიუტი შედგა - "კიოლნმა" ჩემპიონატი ლამაზი გამარჯვებით დაიწყო
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
[VIDEO] ალისონმა პენალტი აიკიდა და ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღო- "ლივერპულმა" სახლში "ნოტინგემთან" ფრეს მიაღწია
ზივზივაძის 80 წუთი - "ჰაიდენჰაიმმა" დრეზდენის "დინამოს" თამაში შემოუტრიალა
შეთანხმება შედგა - ანდრია ბართიშვილი ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"არაა აუცილებელი, "ოქროს ბურთი" პსჟ-ის ფეხბურთელს მისცენ" - მოურინიომ Ballon d'Or-ზე მოსაზრება დააფიქსირა
"ფეხბურთი უსამართლოა, მეტს ვიმსახურებდით" - ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩი შეაფასა
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
ალვარესის ახალი ვარიანტი - არგენტინელის დაბრუნება ყოფილ გუნდს სურს
სატრანსფერო საგა დასრულდა - ბრედლი ბარკოლა კარიერას "ლივერპულში" განაგრძობს
საფრანგეთის ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა პსჟ დააჯარიმა
დე ბრუინმა თავისი აზრით, იტალიის ჩემპიონატის პრობლემა დაასახელა