ფეხბურთელები, რომლებმაც "ბორუსია" უნდა დატოვონ
არავინ იცის, როგორი იქნება "დორტმუნდი" მომავალ სეზონში. ექსპერტები გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბში რევოლუციას აანონსებენ. ვინ უნდა გაყიდოს თომას ტუხელმა, ვინ არის ზედმეტი კლუბისათვის?

ეს ყველაზე კარგად მთავარმა მწვრთნელმა და კლუბის შეფობამ იცის. ჩვენ ჩვენი ვთქვათ...

მილოშ იოიჩი

ახალგაზრდა ფეხბურთელი შემოდის შეცვლაზე და სულ რაღაც 16 წამში გოლი გააქვს. აქამდე ასე ვიცოდით: როცა "დორტმუნდში" ასეთი რამ ხდება, მხოლოდ ლარს რიკენი შეიძლება იყოს ამ მიღწევის შემოქმედი. არადა, ეს მიღწევა სერბ მილოშ იოიჩს ეკუთვნის. გასული წლის თებერვალში ის მეტეორივით შეიჭრა ბუნდესლიგის სამყაროში.

ახლა იოიჩის ადგილი "დორტმუნდში" აღარ არის. გასულ სეზონში მან მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა გუნდის ძირითად შემადგენლობაში და თავი ბევრით ვერაფრით გამოიჩინა. ზამთარში იურგენ კლოპმა ის ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდან ამოიღო და იქ სლოვენიელი ახალწვეული, კევინ კამპლი შეიყვანა.

რაც შეეხება თომას ტუხელს, მას ისედაც უამრავი პრობლემა აქვს და, სავარაუდოდ, იოიჩისათვის ის ვეღარ მოიცლის.

იდეალური ტრანსფერი. ალბათ, კარგი იქნება, თუ იოიჩი სამშობლოში დაბრუნდება და "პარტიზანის" ფორმას მოირგებს. 23 წლის ასაკში თავისუფლად შეიძლება კარიერის თავიდან აწყობა.

ჩირო იმობილე

"დორტმუნდის" ახალწვეულს ძალიან მძიმე ტვირთი დააწვა. მას უნდა შეეცვალა გუნდის შეტევების ლიდერი რობერტ ლევანდოვსკი. ჰენრიხ მხითარიანი ხანდახან მაინც აჩვენებდა იმ ფეხბურთს, რასაც გერმანული გრანდიდან მეორე გრანდ "ბაიერნში" გადასული მარიო გიოტცე, იმობილე ვერც ერთხელ დაემსგავსა ლევანდოვსკის. გამთამაშებლის პოზიციაზე იტალიელს სიხალისე აკლდა, შემტევთან წყვილში კი ზედმეტად ეგოისტი მოჩანდა. კლოპმა ის "ფორვარდი-მკვლელის" ამპლუაშიც გამოსცადა, თუმცა ამ როლისათვის ჩირო ზედმეტად მშვიდობისმოყვარე აღმოჩნდა. იმობილეს არ აქვს იდეალური ურთიერთობა თანაგუნდელებთან და ჟურნალისტებთან.

იდეალური ტრანსფერი. "მილანი", "ლაციო", "ლივერპული" - ამ გუნდებს იტალიელი მოუხდებოდა. ფაქტია, გერმანიაში არ თამაშობენ "მის" ფეხბურთს.

ნური შაჰინი

იქმნება შთაბეჭდილება, რომ "დორტმუნდი" ამ ფეხბურთელთან დაკავშირებით საკუთარ თავს ატყუებს. გასაგებია, რომ ნური შაჰინი გუნდის ფანების ფავორიტია, მაგრამ "დორტმუნდიდან" წასვლის შემდეგ მას ოდნავი პროგრესიც კი არ ჰქონია. უფრო პირიქით.

კლუბის ხელმძღვანელობამ დიდი ნდობა გამოუცხადა შაჰინს, ვისაც "რეალში" არაფერი გამოუვიდა. იურგენ კლოპმა თურქი ძირითად შემადგენლობაში დააყენა, მაგრამ ამ საქმიდან მაინც არაფერი გამოდნა - ნური ისე თამაშობს, თითქოს 2011 წელში ჩარჩა. გასული სეზონი შაჰინისათვის ძალიან უიღბლო იყო. მან მეტი დრო გაატარა ექიმებთან, ვიდრე მინდორზე.

იდეალური ტრანსფერი. "ფენერბაჰჩეს" სჭირდება ემრე ბელეზოღლუს შემცვლელი და შაჰინი ამისათვის იდეალური კანდიდატურაა. თანაც, თურქულ კლუბში ძალიან კარგმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი - დიეგომ, რაულ მეირელეშმა, მეჰმეთ თოპალმა.

შინჯი კაგავა

კიდევ ერთი ფეხბურთელი, ვინც წავიდა, დაბრუნდა და ვეღარ ამართლებს. იაპონელი თავდაუზოგავად ცდილობდა, ყოფილიყო ისეთი, როგორიც იყო "მანჩესტერში" გადასვლამდე, მაგრამ ეს არ ხერხდებოდა. თითქოს შინჯიმ დაკარგა რიტმისა და მწვავე პასის გრძნობა. კაგავამ უშედეგოდ სცადა, მორგებოდა კლოპის ახალ ტაქტიკურ სქემას. გარდა ამისა, ბოლო დროს ფეხბურთელის თამაშში საცნაური ხდება ფიზიკური მომზადების პრობლემა.

სათქმელია ისიც, რომ იაპონელს, სტატისტიკის მიხედვით, ძალიან უჭირს ორთაბრძოლების მოგება. თომას ტუხელს კი ისეთი ფეხბურთელები უყვარს, რომლებიც არასოდეს გაურბიან კონტაქტურ თამაშს.

იდეალური ტრანსფერი. "ვალენსია" ჯერ კიდევ მაშინ გავიდა კაგავაზე, როცა მას "მანჩესტერ იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა გაუჭირდა. თავისი სათამაშო თვისებებით იაპონელი იდეალურად უნდა მოერგოს "ღამურებს".

მატიას გინტერი

ამ ფეხბურთელმა ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. ამისათვის, ალბათ, ნაკლებად გამოდგება ბუნდესლიგის რომელიმე ლიდერი კლუბი. გინტერს სჭირდება ისეთი გუნდი, სადაც მას ექნება სისტემატური სათამაშო პრაქტიკა. ის ნიჭიერი ბიჭია, ოღონდ სჭირდება ისეთი კლუბი, სადაც სისტემატურად ითამაშებს.

იდეალური ტრანსფერი. "შტუტგარტი", "ჰამბურგი", "ჰანოვერი" - გინტერი ნებისმიერ ამ გუნდთაგანს გააძლიერებს.

ილქაი გიუნდოგანი

"დორტმუნდის" მწვრთნელებს ნახევარდაცვის ლიდერმა საფიქრალი მოუმატა. მათ ჯერ არ იციან, ითამაშებს თუ არა ილქაი გიუნდოგანი კლუბში მომავალ სეზონში. თავის დროზე "დორტმუნდი" და ფეხბურთელი შეთანხმდნენ, რომ კონტრაქტი მაისში დასრულდებოდა. იქამდე გიუნდოგანი რამდენიმე გუნდს ესაუბრა კიდეც.

ბოლო სეზონში ტრავმებით შეწუხებული ფეხბურთელი ჯერ "ბარსელონას" დაუკავშირეს, მერე "ბაიერნს", მაგრამ ამ ტრანსფერების ალბათობა ახლა ძალიან მცირეა. "მანჩესტერს" მოსწონს ილქაის თამაში, მაგრამ ინგლისელებს აშფოთებთ მისი მიდრეკილება ტრავმების მიმართ.

იდეალური ტრანსფერი. "სიტი" და "პსჟ" - ალბათ, მხოლოდ ეს ორი გუნდი თუ გადაუხდის გიუნდოგანს წელიწადში 8 მილიონ ევროს.

რომან ვაიდენფელერი

თუ სასწაული არ მოხდა, სეზონთაშორის პერიოდში "ბორუსიას" სებასტიან კელის შემდეგ მეორე ვეტერანი დატოვებს. რომან ვაიდენფელერი უკვე მეცამეტე სეზონია, გუნდის მეკარეა. 34 წლის კოლკიპერს ძალიან უნდა გაუჭირდეს ახალგაზრდა კოლეგებთან კონკურენცია.

ავსტრალიელი მიტჩელ ლანგერაკი და "ფრაიბურგიდან" აყვანილი ნიჭიერი მეკარე რომან ბურკი უკვე აცხადებენ პრეტენზიას "დორტმუნდის" კარში რეგულარულად დგომაზე. ბურკმა, გასული სეზონის შეფასებების მიხედვით, თვით მანუელ ნოიერს გაუსწრო და ეს იმ პირობებში, როცა მისი გუნდი მეორე ბუნდესლიგაში გავარდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს არამც და არამც არ დააკმაყოფილებს მესამე მეკარის ადგილი და ის გუნდს გამოიცვლის. თანაც, ვაიდენფელერი ჯერ არ აპირებს კარიერის დასრულებას.

იდეალური ტრანსფერი. "ფიორენტინას" მეკარეებთან დაკავშირებით გამუდმებული პრობლემები აქვს და ვაიდენფელერი მათთვის კარგი შენაძენი უნდა იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჩირო იმობილე დიდი ალბათობით, კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"რაც ასე მოკლე დროში მოახერხა, წარმოუდგენელია" - სტოუნსმა ტუხელი შეაქო
არტეტა: ტუხელის დიდი გულშემატკივარი ვარ, მისგან ბევრი რამ ვისწავლე - "ბაიერნს" უნდა ვუფრთხილდეთ
ცნობილია, ვინ შეცვლის ერიკ ტენ ჰაგს, თუ მას "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაათავისუფლებენ
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
დიდი გაცვლა - "ნაპოლიმ" შეიძლება "ლაციოს" კაპიტანი დაიმატოს
ტუხელს მხოლოდ პრემიერლიგაში მუშაობა სურს
იმობილე "ლაციოდან" "ბეშიქთაშში" გადავიდა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
იმობილე ქალიშვილებთან ერთად ავტოავარიაში მოჰყვა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ვიცი, რომ ეს მწვრთნელი "ნაპოლიში" ბრუნდება" - იმობილეს "პარტენოპეის" ახალი სავარაუდო დამრიგებლის გამო თავს ესხმიან, პრეზიდენტმა კი უცნაური განცხადება გააკეთა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
საჩუქარი "ნაპოლის" - "ტორინომ" "ლაციოს" გასვლაზე მოუგო
ოფიციალურად: ტუხელი სეზონის დასრულების შემდეგ "ბაიერნს" დატოვებს
მორიგი შეცვლილი გადაწყვეტილება - დიდი ალბათობით, ტუხელი "ბაიერნს" აღარ დატოვებს
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია