"სამტრედიას" ახალწვეულის აზრით, თუ შრომა არ გეზარება, გაზრდა საქართველოს ჩემპიონატშიც შესაძლებელია
"სამტრედიას" ერთ-ერთი ახალწვეული საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და "ზესტაფონის" ყოფილი ფლანგელი მცველი დავით მთივლიშვილია, რომელიც ამ პოზიციაზე ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდად ითვლება.

20 წლის მცველს "ლელომ" ინტერვიუ ჩამოართვა:

- მიხარია, რომ ბოლო დეტალები გაირკვა და გია ცეცაძის ხელმძღვანელობით ვითამაშებ.

- უმაღლესი ლიგის ორ გუნდში უკვე ითამაშეთ და დიდ ფეხბურთთან ადაპტაციაც გაიარეთ...

- უმაღლესში დებიუტანტად ნამდვილად აღარ ვითვლები და მიმაჩნია, რომ ქუთაისის "ტორპედოსა" და "ზესტაფონში" კარგი პრაქტიკა მქონდა, საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინე. ამიტომ, საკუთარ თავს ახალ სეზონში უკეთეს თამაშს მოვთხოვ.

- გია ცეცაძის გაწვრთნილმა 19-წლამდელებმა ყველა გაგვახარეთ, მაგრამ იმ გუნდიდან სერიოზულ პროგრესს ბევრმა ვერ მიაღწიეთ. პირადად თქვენ წინსვლას თუ გრძნობთ?

- დამიჯერეთ, თუ შრომა არ გეზარება, გაზრდა ჩვენს უმაღლეს ლიგაშიც შესაძლებელია. ჩემი აზრით, შესაძლებლობები ჯერ საქართველოში უნდა დაამტკიცო, თუ უფრო მაღალი მიზნები გაქვს.

- ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უცხოეთში თქვენი თაობიდან ბევრი ვერ წავიდა. რამ შეგიშალათ ხელი?

- უცხოეთში კი არა, ევროპის ჩემპიონატიდან რომ ჩამოვედით, ნახევარ გუნდს საქართველოს პირველობაზე თამაშიც კი სახვეწარი გაგვიხდა. ამის მიზეზებზე ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ პასუხი დღემდე ვერ ვიპოვე - ამას ახსნა არ აქვს.

- ახალგაზრდებს არ გენდობიან თუ ვეტერანებს ვერ სჯობნით?

- თუ არ გვათამაშეს, როგორ ვაჯობებთ? ჩემი აზრით, ეს კლუბების პოლიტიკის ბრალია. ითხოვენ შედეგს და არ აკეთებენ აქცენტს პერსპექტივაზე. ურჩევნიათ, პირველივე სეზონში ვეტერანებით გავიდნენ ფონს, ვიდრე ახალგაზრდებს ენდონ და 2-3 წლის პერსპექტივაზე გათვლით უკეთესი გუნდი შექმნან. საბედნიეროდ, "სამტრედია" და კიდევ ორიოდე კლუბი მომავალზე ფიქრობენ.

- "ზესტაფონში" გენდობოდნენ და თამაშობდით, მაგრამ გუნდის ნაუცბათევმა დაშლამ მოთამაშეები მძიმე მდგომარეობაში ჩაგაგდოთ...

- ამ გუნდში საკმაოდ კარგი თამაშები ჩაავატარე და ნდობასაც ვგრძნობდი. ამის გამო, "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბის მადლიერი ვარ. ყურები გუნდის დაშლის შემდეგაც არ ჩამომიყრია და სეზონის ბოლომდე "ცხინვალში" ვვარჯიშობდი, თუმცა იქ ჩემს აყვანაზე ლაპარაკი არ ყოფილა.

- მხოლოდ "სამტრედიამ" მიგიწვიათ?

- დიახ, მხოლოდ "სამტრედიამ" და, სიმართლე გითხრათ, ამ არჩევანით კმაყოფილი ვარ. აქ ისეთი გულშემატკივარია, შეუძლებელია, ფეხბურთელი მოდუნდე და ერთ ადგილას გაჩერდე. ასეთ ქალაქში თამაში ძალიან მახარებს.

- ცეცაძე თქვენ კარგად გიცნობთ. როგორ დაახასიათებდით მას? რის ხარჯზე აღწევს შედეგს?

- ფეხბურთელის ფსიქოლოგიური მომზადებისა და ბიჭებთან კარგი ურთიერთობის ხარჯზე. მას ფეხბურთელების დამუხტვა ეხერხება.

- უკვე ახალგაზრდული ნაკრების ასაკში ხართ. იქ დამკვიდრების იმედი თუ გაქვთ?

- ნაკრებში დიდი კონკურენციაა. ეს გუნდისთვისაც ძალიან კარგია და ფეხბურთელებისთვისაც - ჩვენ მხოლოდ კონკურენციაში გავიზრდებით. მოვახერხებ თუ არა ახალგაზრდულ ნაკრებში დამკვიდრებას, ეს მთლიანად ჩემზეა დამოკიდებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Mariana
გია ცეცაძის 19 წლამდელებში ყველა პერსპექტიული ფეხბურთელი იყო.თუ რატომ ვერ მიაღწია მათმა უმრავლესობამ სერიოზულ პროგრესს,იქნებ გეკითხათ კლუბების და ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელობისთვის!!!რამდენ მათგანს მისცეს თავის წარმოჩენის შანსი?გამოიძახებენ გუნდებში და დასხამენ სათადარიგოთა სკამზე(ხან იქაც არა).იმიტომ რომ უნდა ითამაშონ კლუბის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულმა ფეხბურთელებმა,ხოლო ვისაც ე,წ "კრიშა"არ ყავს იჯდეს სათადარიგოებში,რა უჭირს?ეს ხომ ყველამ კარგად იცით,ამ კითხას რომ ფეხბურთელს უსვამთ,რა პასუხის მოსმენას ელით???რატომ არ ენდობიან მათ იქნებ მწვრთნელებისთვის გეკითხათ!დიდი მადლობა გია ცეცაძეს,იცით რატომ მიაღწია მისმა გუნდმა წარმატებას?იმიტომ,რომ ის ამ ბიჭებს ენდობოდა!მე დარწმუნებული ვარ ეს ბიჭები ბევრჯერ გაგვახარებენ სწორედ გია ცეცაძის ხელმძღვანელობით და წარმატებებს ვუსურვებ მათ!
მარიანა
გია ცეცაძის 19 წლამდელებში ყველა იყო პერსპექტიული ფეხბურთელი,რატომ გიკვირთ რომ ამ ბიჭების უმრავლესობა დრეს არ ჩანს?ეს გუნდებს მოკითხეთ,რატომ არ აძლევენ თავის წარმოჩენის და გაზრდის საშუალებას?მიზეზი ხომ ყველამ იცით,რის გაგება გსურთ ამ ბიჭებისგან?იქნებ კლუბების და ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელებს მიმართოთ ამ კითხვით,არ გიფიქრიათ?იქნებ დროა გამოვიდეთ სირაქლემას პოზიციიდან და რეალობას თვალი გავუსწოროთ.დიდი მადლობა გია ცეცაძეს,მას ამ ბიჭების სჯეროდა დაშედეგიც ამან მოიტანა,მას დღესაც სჯერა მათი და ცდლობს მისცეს შანსი. მე დარწმუნებული ვარ,რომ ეს ბიჭები კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ სწორედ გია ცეცაძის ხელმძღვანელობით.
გუადუა
ღმერთმა ხელი მოუმრთოს ამ ბავშვს,თუ მოინდომებს კარგია. მაგრამ "ტიომნაია ლოშადკას" ტიპის კლუბში, რომლის არც მიზნები და არც იდეებია გაცხადებული,სადაც არ იცი რომელი დღიდან სამუდამოდ აღმოჩნდები სათადარიგოთა სკამზე, არა მწვრთნელის არამედ "მესამე პირების ინტერესების გამო" ,სულ ადვილია გული აგივარდეს ყველაფერზე და მიზნად მხოლოდ 4500 დოლარიანი 20 წლის "ბმვ" გახდეს მხოლოდ.. ცუდია რომ ახალგაზრდებს არც მოტივაცია აქვთ და არც იდეოლოგია,არც პატრონი ჰყავთ.
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
ბათუმის "დინამომ" 17 წლის მცველი დაიმატა
"რონალდო ისტორიაში საუკეთესოა, მესი თავის ქვეყანაშიც კი არაა საუკეთესო" - ბრიტანელი ჟურნალისტი
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]