ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წწ. სეზონის დასრულებამდე ორი სათამაშო კვირა რჩება
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წწ. სეზონის დასრულებამდე ორი სათამაშო კვირა რჩება. 27-28 ივნისს ორი ახალი ჩემპიონი გამოვლინდება; ასევე, გაირკვევა ის ორი გუნდი, რომელიც სუპერლიგის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. მატჩებს, ტრადიციულად, ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია უმასპინძლებს.

27 ივნისს ვერცხლის ლიგას ახალი ჩემპიონი ეყოლება. "სნიკერსის" და "კრედოს" გუნდებისთვის აღნიშნული გათამაშება სადებიუტოა, შესაბამისად, ტიტულსაც ერთ-ერთი მათგანი პირველად იზეიმებს. რეგულარული სეზონი ორივე გუნდმა დამაჯერებლად ჩაატარა, 1/2-ფინალამდე მოსვლა არცერთს არ გასჭირვებია. აქ კი "კრედომ" „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის“ საკმაოდ ძლიერ გუნდს აჯობა - ორი მატჩის ჯამში საყაიმო ანგარიშის შემდეგ (2-2;1-1) ფინალისტის ვინაობა 7-მეტრიანების სერიაში გაირკვა. "სნიკერსმა" კი ფინალამდე რეგულარული სეზონის გამარჯვებული, "საქართველოს ბანკი" ჩამოიცილა გზიდან (3-0;1-1). ფინალური შეხვედრა შაბათს, 18:00 სთ-ზე დაიწყება.

27.06.2015. ვერცხლის ლიგა. ფინალი

18:00 სნიკერსი - კრედო

კვირის სათამაშო დღე კი სუპერლიგის განმეორებითი 1/2-ფინალური შეხვედრებით დაიწყება. ფინალისტების გასარკვევად უაღრესად დაძაბული და სანტერესო დაპირისპირებებია მოსალოდნელი.

პირველები პარკეტზე პსპ-სა და "ნატახტარის" გუნდები გავლენ. პირველ შეხვედრაში „ფარმაცევტებმა“ ბოლო წამებზე გატანილი გოლით 2-1 შეძლეს მათთვის უხერხული მეტოქის ძლევა, რითიც მიმდინარე (და არამარტო) სეზონის უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიეს. ეს ამ გუნდების რიგით მეთერთმეტე დაპირისპირება იყო, საიდანაც 7 "ნატახტარს" ჰქონდა მოგებული, აქედან ორი მიმდინარე სეზონში (3-0;3-0). თუმცა ფაქტია, ერთბურთიანი უპირატესობა ფინალში გასასვლელად აუცილებელ წინაპირობად ვერ გამოდგება, რაც კვირას გასამართ შეხვედრას საინტერესოს ხდის.

არანაკლებ საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი მეორე 1/2-ფინალში. პირველ დუელში ქართული ფეხბურთის ვარსკვლავებით დაკომპლექტებულმა "პროგრეს ბანკმა" რეგულარული სეზონის გამარჯვებულის, შსს-ს დამარცხება შეძლო 4-2 და ახლა ამ უპირატესობის შენარჩუნებას ეცდება. აღსანიშნავია, რომ პსპ-"ნატახტარის" მსგავსად, ამ მატჩამდე „ბანკირებისა“ და „ძალოვნების“ ურთიერთდაპირისპირების სტატისტიკა შსს-ს სასარგებლოდ იყო - ამ სეზონში მათ ორივეჯერ მოუგეს ძლიერ მეტოქეს (8-4, 9-4), თუმცა ახლა ფავორიტის სტატუსით უდავოდ „კალაძე და კომპანია“ სარგებლობს.

17:00 სთ-დან ამ შეხვედრის პირდაპირი ტრანსლირება ინტერნეტით განხორციელდება (იხ. ბმული)

28.06.2015. სუპერლიგა. 1/2-ფინალი (II რაუნდი)

16:00 FC PSP - მფკ ნატახტარი (2-1)

17:00 პროგრეს ბანკი - შსს (4-2) LIVE!

კვირასვე ჩემპიონი გაერთიანებულ ლიგაში გამოვლინდება. ეს გათამაშება წელს პირველად იმართება. თუკი "თრეველკემპ ჯორჯიამ" ფინალამდე გზა უდანაკარგოდ განვლო (7-დან 7 მოგება), "ბიბლუსი" ბრინჯაოს ლიგის საუკეთესო ხუთეულში ვერმოხვედრის შემდეგ გაერთიანებულ ლიგას ¼-ფინალიდან შეუერთდა. შესაბამისად, ეს გუნდები პირველად ხვდებიან ერთმანეთს და ფავორიტის დასახელებაც საკმაოდ რთულია. მატჩი 18:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

28.06.2015. გაერთიანებული ლიგა. ფინალი

18:00 - Travelcamp Georgia - ბიბლუსი

21 ივნისიდან, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, დაიწყო საქველმოქმედო აქცია „ერთად დავეხმაროთ თბილისს“, რომელიც თბილისის სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად არის მიმართული. ყველა სათამაშო დღეს დარბაზის ტერიტორიზე განთავსებული იქნება სპეციალური ყუთი და თითოეულ სტუმარს საშუალება ექნება, გაიღოს საკუთარი მინიმალური წვლილი ამ ადამიანების დასახმარებლად. შეგროვებული თანხა "ვითიბი ბანკში" გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“, თაფლი „მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”.

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, ADAMI.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური.

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ესპანიოლთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
SBM League 2017/18: 17 დეკემბერს III ტურის შეხვედრები გაიმართება
SBM League 2017/18: II ტურის შეხვედრებს ოქროს და ბრინჯაოს ლიგის გუნდები გამართავენ
SBM League 2017/18: II ტური დაძაბული შეხვედრებით გამოირჩა
SBM League 2017/18: 3 დეკემბერს II ტურის შეხვედრები გაიმართება
SBM League 2017/18: სეზონი საინტერესოდ დაიწყო
SBM League 2017/18: სეზონი სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის შეხვედრებით განახლდა