Berliner zeitung-ში ლევან კობიაშვილზე საინტერესო სტატია გამოქვეყნდა
გაზეთ "ბერლინერ ცაითუნგში" ლევან კობიაშვილზე საინტერესო სტატია გამოქვეყნდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ქართული ფეხბურთის პრობლემებზე საუბრობს და აკონკრეტებს, რას მიენიჭება მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში პრიორიტეტი. სტატიას თითქმის უცვლელად გთავაზობთ:

"გული მტკივა, როცა ვხედავ, რომ ჩემი ქვეყანა ფიფას რეიტინგში 139-ე ადგილზეა, - ასე დაიწყო ლევან კობიაშვილმა გაზეთ "ბერლინერ ცაითუნგის" ჟურნალისტთან საუბარი და იქვე დასძინა, - მარტო ამით ჩანს, რომ ქართულ ფეხბურთში ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული."

37 წლის ლევან კობიაშვილმა ახალი მისია დაისახა. ბერლინის "ჰერტას" ყოფილი ვარსკვლავი თავის სამშობლოში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას უმიზნებს. თითქმის 20 წლის წინ საქართველო ფიფას რეიტინგში 42-ე ადგილზე იყო, მაგრამ მას მერე ქართული ფეხბურთის საქმე უკან-უკან წავიდა.

კობიაშვილს მეტის მოთმენა აღარ შეუძლია და ამ ყველაფრის გამოსწორება უნდა.

ამიტომაც გადაწყვიტა, რომ ხუთნახევარი წლის შემდეგ ბერლინის "ჰერტა" დატოვოს და სამშობლოში დაბრუნდეს. აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ კობი "ჰერტას" მენეჯმენტში მუშაობდა.

"დიახ, გადაწყვეტილება მიღებულია. სამშობლოში ვბრუნდები და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას. მინდა, რომ ჩემს ქვეყანას დავეხმარო!" - ამბობს კობი.

ლევანის სახით გერმანიას ბუნდესლიგის ლეგენდა ტოვებს! 1998-დან 2014 წლამდე კობიმ "ფრაიბურგის", "შალკეს" და "ჰერტას" რიგებში, პირველ ბუნდესლიგაში 351 მატჩი ჩაატარა და მასზე მეტი შეხვედრა ამ დროისთვის მხოლოდ ერთადერთ ლეგიონერს, კლაუდიო პისაროს (383) აქვს ჩატარებული.

"ქართულ ფეხბურთში ძალიან ბევრი საქმეა, უამრავი რამ არის გამოსასწორებელი. უნდა შეიცვალოს სტრუქტურა, ქართულ ფეხბურთს სერიოზული რეფორმა სჭირდება. მთავარი პრიორიტეტი ბავშვთა ფეხბურთი და ინფრასტრუქტურა უნდა იყოს.

ფაქტია, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ყველაფერი გაცილებით უფრო დემოკრატიული უნდა გახდეს", - ამბობს კობი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი, 100 მატჩი აქვს ჩატარებული.

როგორ აპირებს კობი პრეზიდენტობისთვის ბრძოლას?

"ჩემი გუნდი ყველაფრისთვის მზადაა, ცხელი ზაფხული გველოდება. კარგად ვართ მომზადებულები. ეს გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიგვიღია - დიდხანს ვიფიქრეთ, ყველაფერი ავწონ-დავწონეთ", - აცხადებს კობიაშვილი.

პრობლემა ის არის, რომ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი არჩევნების ჩატარების თარიღი და არც პრეზიდენტობის კანდიდატების ოფიციალური სიაა ცნობილი - ასეთია ფეხბურთი საქართველოში.

კობიაშვილი თბილისში ახლა მეუღლის და შვილების გარეშე მიემგზავრება და მისი მიზანი კონცეფციის დახვეწა და მხარდამჭერების შეგროვებაა.

კობი: "ჩემი მიზანი არ არის მხოლოდ არჩევნების მოგება. ჩემი მიზანი ბევრი რამის შეცვლაა."

ბოლო ორი წლის განმავლობაში კობიაშვილმა ბევრი რამ ისწავლა: "პარალელურად ვსწავლობდი სპორტის მენეჯმენტს და კურსი დავხურე. ასევე, ბევრი რამ ვისწავლე "ჰერტას" ოფისში და აკადემიის ყველა განყოფილებაში. უღრმესი მადლობა ამისათვის!"

თუ არჩევნებს მოიგებს, გაისად თბილისში ოჯახსაც წაიყვანს, მაგრამ ამბობს, რომ ბერლინში სახლს არ გაყიდის.

lora-s
ეს ... ნაციონალები აქაც იჩითებიან ? კობიაშვილს არ ქონია დამსახურება და მარტო კალაძეს უნდა თურმე მარტო ! .... დომენტი
lora
რა დამსახურება მიუძღვის, ისეთი კობიაშვილ ს, რომ საქართველოს ფფპ რომ აირჩიონ , ხალხს უნდაა თუ კლაძეს უნდა , ესეც საკითხავია.
gio
დომენტი არის ორ პირა ადამიანი
odala
გრიგოლიას რეაქციაში რასაც ვუყურებ ორივე ძმა არველაძეს, მივხვდი რომ .. დაკარგული და ყველაფერზე არიან წამსვლელი. ყველაზე უნამუსო პოლიტიკოსი რომ თანამდებობას ებღაუჭება და საზიზღრობას რომ საზიზღრობაზე აკეთებს, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა მაგ ხალხზე.
shalva qutaiseli
რეზი დიდი მადლობა თქვენი და მთელი ფედერაციის,მაგრამ ცვლილებების დროა. კობი გელოდებით,იმედით ვართ და ღმერთი შეგეწიოს თქვენც და თქვენს ოჯახსაც.
Dato
Kaci rom 8 weliwadi federaciashia da 150 te adgilze vart iman ra namusit unda iyaros kenwhi
გიორგი
ლევან კობიაშვილი ამჯერად საუკეთესო კანდიდატია და უნდა გაიმარჯვოს კიდეც.ქართული ფეხბურთის აღორძინებას მარტო ლევანი ვერ უშველის,მაგრამ მთელი ქვეყანა უნდა დაუდგეს გვერში და წარმატებაც მალე მოვა,თორემ რეიტინგი ისეთი გვაქვს- სირცხვილით ვიწვი.
გორელი გორელი
ვინც ქართული ფეხბურთის ბედით არის დაინტერესებული და შეწუხებულია დღეს არსებული მდგომარეობით,ყველამ კობიაშვილს უნდა მისცეს ხმა,წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენთან არსებული კორუფციული მექანიზმი ამოქმედდება და შედეგი უკვე ცნობილი იქნება. გამოქეყნდეს რეგიონების მიხედვით დელეგატების სია - დაკატეგორიულად მოვითხოვოთ მათგან, კობის მხარდაჭერა.თუარადა გამოვაცხაგოთ საქართველოს მოღალატეებად.ეს ცოტა არადემოკრარიულია ,მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს.გივი გაგნიძე
MIRIANI
არველაძემ თუ მოიგო არჩევნები ფეხბურთის ყურება შემძიძღდება საბოლოოდ!
ana
არველაძეებო მოსცილდით ქართულ ფეხბურთს
rezi
წარმატებები კობი
domenti
დომენტიმ იცის ვინ მოიგებს.
jermiza
ხო და ხალხმა უნდა ამოვიღოთ ხმა და ფედერაციიდან ყველა გამოვყაროთ, აღაარაა ფეხბურთი საქართველოში, გაიძვერა დელეგატებს სახლებთან მოვუწყობთ სირცხვილის კორიდორებს. ლევანს წარმატებები, რატომღაც მჯერა მისი, ასეთი სტაბილური არავინ გვყოლია ჯერ.
დორტმუნდელი
ხალხი რომ აძლევდეს ხმას მაგ არჩევნებში, უეჭველი მოიგებ და კობი, მარა ძირითადად გაიძვერებს აქვთ ხმის უფლება და უნდათ ახლა მაგათ წესიერი კაცი სფფ-ს პრეზიდენტად?
რამო ბათუმი
კობის თავის გუნდთან ერთად წარმატებებს ვუსურვებთ!
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"ფსიქოლოგიური პრობლემები გერმანიაში მქონდა. აქ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს"
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"მოურინიო შთამბეჭდავია, მაგრამ გვარდიოლა..." - კლაუდიო პისარო
"ვერდერი" ბუნდესლიგაში დარჩა - 41 წლის პისარო პენსიაზე გავიდა
კლაუდიო პისარომ ბუნდესლიგაში ზედიზედ მე-20 სეზონში გაიტანა გოლი
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
38 წლის კლაუდიო პისარო "კიოლნში" ჩაირიცხა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
ბუნდესლიგა. XXX ტურის ფაქტები და სტატისტიკა: მომავალი "დორტმუნდისაა"
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა