პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ამერიკელმა მოკრივემ შვედური სუპერკარი Koenigsegg CCXR Trevita შეიძინა

პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა შვედური სუპერკარი Koenigsegg CCXR Trevita შეიძინა. როგორც ამერიკული პრესა წერს, ფლოიდს ეს სიამოვნება 4.8 მილიონი დოლარი დაუჯდა.

ამ მოდელის შასი დამზადებულია თეთრი ნახშირბადის ქსოვილისგან და ზედაპირი ბრჭყვიალა ალმაზებითაა მორთული. Trevita სამ ეკზემპლიარად არის გამოსული. ავტომობილს გამოარჩევს დაბალი წონა (1280 კილოგრამი), მას შეუძლია იმუშაოს ეთანოლისა და ბენზინის ნაზავით, საათში 100 კილომეტრს 2.9 წამში ავითარებს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 402 კმ/სთ-ს აღწევს.

მეივეზერი ექსკლუზიური და ძვირფასი ავტომობილების თაყვანისმცემელია. მის ავტოფარეხშია, მაგალითად, სამი სპორტული Bugatti საერთო ღირებულებით - 6.2 მილიონი დოლარი, Ferrari Enzo, Rolls-Royce Wraith და Phantom, Bentley Continental Flying Spur, Mercedes-Benz-ის რამდენიმე მოდელი.

"ინსტაგრამში" თავის გვერდზე მოკრივე აწყობს გამოკითხვას - რომელი მანქანით იმგზავროს ამა თუ იმ დღეს. ფულისა და ძვირფასი ნივთებისადმი სიყვარულისთვისთვის, ფლოიდს ასეთი მეტსახელი აქვს - The Money.

ამერიკელი თანამედროვეობის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია. "ფორბსის" ვერსიით, მან ბოლო ერთი წლის განმავლობაში 300 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამ თანხიდან დაახლოებით 280 მილიონია ფილიპინელ მენი პაკიაოსთან ბრძოლის სანაცვლოდ მიღებული ჰონორარი.

38 წლის მეივეზერს პროფესიულ რინგზე 48-დან 48 მოგება აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ცეცხლთან თამაში არ ღირს: ჯეიკ პოლმა მეივეზერს კეპი წაართვა, შემდეგ კი მაისური თავზე გადაახიეს და სათვალეც დაუმტვრიეს [VIDEO]
UFC-ის ვარსკვლავი გეი-პორნოში აღმოაჩინეს? უზბეკი ბიჭის ისტორია
"ფული მე არ მმართავს, პირიქით, მას ვმართავ მე..." - მეივეზერი
"მინდა ამ ვარიანტის ცდაც, უკვე მაქვს რაღაც პატარა გამოცდილება..." - ცნობილი "იუთუბერისთვის" კრივი ბოლო გაჩერება არ იქნება?
ხაბიბი ფლოიდის წინააღმდეგ? MMA თუ კრივი?
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა