ფავორიტებმა წინააღმდეგობა არ შეიმჩნიეს
ქალთა ტურნირზე ერთი მოულოდნელობა მაინც მოხდა, თუმცა მიმოხილვა ფავორიტების გამოსვლით დავიწყოთ. როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, ქალთა ტურნირზე მთავარი ინტრიგა სერენა უილიამსის გამოსვლა იქნება, რომელსაც ამ სეზონში "დიდი სლემის" მოგების შანსი გაუჩნდა. ამერიკელის პირველი მეტოქე მარგარიტა გასპარიანი იყო. სავარაუდოდ, რუსიც გაკვირვებული დარჩებოდა ამ მატჩის დასაწყისით - გასპარიანი ბრეიკით დაწინაურდა - 3:1 და მეხუთე გეიმში ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. მაგრამ მსოფლიოს 113-ე ნომერმა რეალური შანსი ვერ გამოიყენა და მომდევნო 13 გეიმიდან 11 დათმო, რითაც სერენამ პირველი მატჩი მოიგო ტურნირზე - 6:4, 6:1.

უილიამსი კარიერაში მესამოცე "დიდ სლემს" თამაშობს და პირველ წრეში შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს - 59 მოგება და ერთი წაგება. გარდა ამისა, მსოფლიოს პირველ ჩოგანს "მეიჯორებზე" 22-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს, რომელიც ამერიკის შარშანდელი ჩემპიონატიდან იღებს სათავეს.

მომზადების კარგი დონე აჩვენა მარია შარაპოვამ. ის ბრიტანელ იოჰანა კონტას ხვდებოდა, რომელიც ძირითად ბადეში უაილდ-ქარდის მეშვეობით მოხვდა. კონტამ გასულ კვირას გააოცა საჩოგბურთო საზოგადოება, როცა ისტბურნის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, თან ტოპ-ათეულის წევრი ეკატერინა მაკაროვა დაამარცხა და მხოლოდ მომავალ ჩემპიონ ბელინდა ბენჩიჩთან დამარცხდა.

მაგრამ რეიტინგის 126-ე ნომერს შარაპოვასთან თითქმის შანსი არ ჰქონია. რუსმა 23 "ვინერსი" დააგროვა, მხოლოდ 12 უნებლიე შეცდომა დაუშვა და 6:2, 6:2 გაიმარჯვა.

კიდევ უფრო დამაჯერებლად გაიარა პირველი წრის ბარიერი ანა ივანოვიჩმა, რომელიც მსოფლიოს 176-ე ნომერს იი-ფან სუს ხვდებოდა. სერბმა მხოლოდ ორი გეიმი გაიმეტა ჩინელისთვის - 6:1, 6:1 და კარიერაში WTA-ის დონეზე მე-400 გამარჯვება მოიპოვა.

არადა, ივანოვიჩის სათამაშო ფორმა კითხვის ნიშნებს ბადებდა, რადგან ორი კვირის წინ, ბირმინგემის ტურნირზე ანა მეორე წრიდან გამოეთიშა ბრძოლას, როცა მიშელ ლარშერ დე ბრიტუსთან დამარცხდა. სერბის მზადყოფნის შემოწმება სუსთან მატჩითაც რთულია. ვნახოთ, რა გამოუვა ანას მეორე წრეში ამერიკელი ბეტანი მატეკის წინააღმდეგ. სხვათა შორის, სერბი ბოლოს უიმბლდონზე რვა წლის წინ იყო ნახევაფინალში, მას მერე კი მერვედფინალზე შორს არ წასულა.

ახლა კი იმ მოულოდნელობის შესახებ, რომელიც დასაწყისში ვახსენეთ. კერძოდ, უიმბლდონს გამოეთიშა მეცხრე ნომრად განთესილი კარლა სუარეს ნავარო. ესპანელი ბალახზე დიდად არასოდეს ბრწყინავდა, მაგრამ მაინც სენსაციია ნაკლებად ცნობილ ლატვიელთან ელენა ოსტაპენკოსთან წაგება, თანაც გამანადგურებელი ანგარიშით - 2:6, 0:6. მით უმეტეს, რომ სუარეს ნავაროს შესანიშნავი სეზონი აქვს - წელს, ათ ტურნირზე ის მინიმუმ მეოთხედფინალამდე მიდიოდა და ამის წყალობით, კარიერაში პირველად შეაღწია ტოპ-ათეულში.

ისე კი, ცნობისთვის, ოსტაპენკო უიმბლდონის ყოფილი ჩემპიონია იუნიორებს შორის.

მეორე წრეში ლატვიელის მეტოქე WTA-ის ტურის ამომავალი ვარსკვლავი, ფრანგი კრისტინა მლადენოვიჩი იქნება, რომელმაც 6:2, 6:1 გაანადგურა რუმინელი ალექსანდრა დულგერუ.

სხვა მატჩებზე მოკლედ ვთქვათ. უმცროს დას მიბაძა და მეორე წრეში გავიდა ვინუს უილიამსი. მას მხოლოდ 42 წუთი დასჭირდა თანამემამულე მედისონ ბრენგლის გასანადგურებლად - 6:0, 6:0. ვინუსმა 29 "ვინერსით" დაასრულა შეხვედრა.

როლან გაროსის ფინალისტი, ჩეხი ლუსი საფაროვა 3:6, 3:5-ს აგებდა ელისონ რისკესთან, მაგრამ შეძლო მოგება ურთულეს მატჩში - 3:6, 7:5, 6:3.

განთესილთაგან ბრძოლას გამოეთიშნენ ფლავია პენეტა (24-ე ნომერი) და ბარბორა ზახვალოვა (27). იტალიელი ყაზახ ზარინა დიასთან დამარცხდა - 3:6, 6:2, 4:6, ჩეხმა კი ამერიკელ სლოუნ სტივენსთან წააგო - 4:6, 2:6.

ქალები

I წრე

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-მარგარიტა გასპარიანი (რუს) 6:4, 6:1; ტიმეა ბაბოში (უნგ)-პეტრა ჩეტკოვსკა (ჩეხ) 7:6(4), 6:3; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ) 7:5, 6:0; სარა ერანი (იტა, 19)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა) 6:2, 5:7, 6:1; ალექსანდრა კრუნიჩი (სერ)-რობერტა ვინჩი (იტა) 6:2, 6:4; იულია პუტინცევა (ყაზ)-მარინა ერაკოვიჩი (ზელ) 7:6(5), 7:5; ვინუს უილიამსი (აშშ, 16)-მედისონ ბრენგლი (აშშ) 6:0, 6:0; ელენა ოსტაპენკო (ლატ)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 9) 6:2, 6:0; კრისტინა მლადენოვიჩი (საფ)-ალექსანდრა დულგერუ (რუმ) 6:2, 6:1; კირსტენ ფლიპკენსი (ბელ)-ანიკა ბეკი (გერ) 0:6, 6:3, 6:4; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 23)-ანეტ კონტავეიტი (ესტ) 6:2, 6:1; ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც, 30)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ) 3:6, 6:1, 6:3; ანა-ლენა ფრიდსამი (გერ)-ვიტალია დიატჩენკო (რუს) 3:6, 6:3, 7:5; ბეტანი მატეკი (აშშ)-ალისონ ვან უიტვანკი (ბელ) 6:3, 6:2; ანა ივანოვიჩი (სერ, 7)-ილ-ფან სუ (ჩინ) 6:1, 6:1; მარია შარაპოვა (რუს, 4)-იოჰანა კონტა (ბრიტ) 6:2, 6:2; რიჩელ ჰოგენკამპი (ჰოლ)-კიან ვანგი (ჩინ) 6:4, 6:4; ლესია ცურენკო (უკრ)-ნიკოლ გიბსი (აშშ) 6:3, 6:3; ირინა-კამელია ბეგუ (რუმ, 29)-დარია გავრილოვა (რუს) 7:6(6), 6:1; ზარინა დიასი (ყაზ)-ფლავია პენეტა (იტა, 24) 6:3, 2:6, 6:4; ალექსანდრა სასნოვიჩი (ბლრ)-ლინ ჟუ (ჩინ) 4:6, 7:5, 6:1; მარიანა დუკე-მარინო (კოლ)-ნაომი ბროუდი (ბრიტ) 7:6(5), 6:3; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 14)-შელბი როჯერსი (აშშ) 6:0, 6:0; კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 11)-ირინა ფალკონი (აშშ) 6:4, 4:6, 6:1; კოკო ვანდევეგე (აშშ)-ანა შმიედლოვა (სლოვაკ) 6:4, 6:2; ურსულა რადვანსკა (პოლ)-ედინა გალოვიტცი (აშშ) 6:2, 6:1; სამანტა სტოსური (ავსტრა, 22)-დანკა კოვიჩინი (ჩერ) 6:4, 6:4; სლოუნ სტივენსი (აშშ)-ბარბორა სტრიკოვა (ჩეხ, 27) 6:4, 6:2; ლორენ დევისი (აშშ)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 6:4, 7:6(3); სუ-ვეი ჰსიე (ტაივ)-კაია კანეპი (ესტ) 6:1, 6:4; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 6)-ელისონ რისკე (აშშ) 3:6, 7:5, 6:3; ჰიზერ უოტსონი (ბრიტ)-კაროლინ გარსია (საფ, 32) 1:6, 6:3 გადაიდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე აქამდე არასდროს მისაუბრია" - მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგანმა რთული პერიოდი გაიხსენა
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
"ამაზე აქამდე არასდროს მისაუბრია" - მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგანმა რთული პერიოდი გაიხსენა
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
ანა ივანოვიჩი: უნდა დავეხმარო მათ, ვისაც ჩემსავით არ გაუმართლა
ანა ივანოვიჩმა საჩოგბურთო კარიერა დაასრულა
მშობიარობის შემდეგ ანა ივანოვიჩი შესანიშნავ ფორმაშია [PHOTO]
ანა ივანოვიჩი და ბასტიან შვაინშტაიგერი მშობლები გახდნენ
შვაინშტაიგერი და ივანოვიჩი პირველ შვილს ელოდებიან
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...