სულ უფრო და უფრო უკან მიდის "დალას მავერიქსის" საქმეები, რომელმაც ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო - ამჯერად სტუმრად "დეტროიტის" წინააღმდეგ

სულ უფრო და უფრო უკან მიდის "დალას მავერიქსის" საქმეები, რომელმაც ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო - ამჯერად სტუმრად "დეტროიტის" წინააღმდეგ. გუნდს ვერ უშველა დირკ ნოვიცკის დაბრუნებამ და გერმანელთან ერთად "მავერიქსმა" ბოლო ორი მატჩი დათმო. ასევე არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ "დალასმა" სეზონის ბოლომდე დაკარგა ფორვარდი კერონ ბატლერი. რეალურად, სწორედ აქედან დაიწყო "მავერიქსის" კრიზისი და კლუბის ხელმძღვანელობა ახლა ამ სიტუაციიდან გამოსვლის გზებს ეძებს. ამ მიზნით, ლიგის ბევრ კლუბთან მიდის მოლაპარაკებები სავარაუდო ტრეიდების თაობაზე.

ESPN-ის ვებგვერდის ინფორმაციით, "დალასის" სასურველი მოთამაშეების გაფართოებულ სიაში შედიან: სტივენ ჯექსონი ("შარლოტი"), ტაიშონ პრინსი ("დეტროიტი"), ჯეი არ სმიტი ("დენვერი"), კორი მაგეტი ("მილუოკი") და დევინ ჰარისი ("ნიუ ჯერსი").

პრობლემები აქვს "მაიამი ჰიტსაც", რომელსაც ბოლო სამ მატჩში სამი წაგება დაუგროვდა. გუშინ ეს გუნდი არ თამაშობდა და მორიგი მატჩის წინ დაგეგმილი ვარჯიში ჩაატარა.

მაგრამ ეს უცნაური წვრთნა იყო - მასში მონაწილეობა არ მიუღიათ "დიდი ტრიოს" წევრებს - ლებრონ ჯეიმსს, დუეინ უეიდსა და კრის ბოშს. გუნდის სამივე ვარსკვლავი ტრავმებმა შეაწუხა.

"ეს ისტორიული მომენტია, რადგან სამივემ ერთად გამოვტოვეთ ვარჯიში", - განაცხადა უეიდმა. მართლაც, სეზონში პირველად მოხდა, როცა სამივე ლიდერმა ერთდროულად გამოტოვა პრაქტიკა. კრის და ლებრონს ფეხი აწუხებთ, უეიდს კი მარცხენა მუხლთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. შეგახსენებთ, რომ ჯეიმსმა ამ დაზიანების გამო უკვე სამი მატჩი გამოტოვა.

მართალია, უეიდი და ჯეიმსი ამტკიცებენ, რომ ყველაფერი წესრიგში აქვთ და "ატლანტას" წინააღმდეგ თამაშს აპირებენ, მაგრამ გამორიცხული არაა, "ჰოქსის" წინააღმდეგ რეზერვისტებს მოუწიოთ გამოსვლა.

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა