საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს.

ნაკრების სამწვრთელო შტაბმა 18-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა შეარჩია, საიდანაც მოსამზადებელ პერიოდში 12 კალათბურთელს შეარჩევს, რომლითაც საქართველოს ნაკრები ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ასეთია: გიორგი ცინცაძე (შსს აკადემია), ჯეიკობ პულენი (ბრინდიზი, იტალია), ოთარ ფხაკაძე (ლანგსტონი, აშშ), ბექა წივწივაძე (შსს, აკადემია), მანუჩარ მარკოიშვილი (ცესკა მოსკოვი, რუსეთი), დუდა სანაძე (სან დიეგო, აშშ), ნოდარ გოგოძე (ოლიმპი), ბესო ლეჟავა (დინამო), მიხეილ ჭოჭუა (რუსთავი), ლევან ფაცაცია (ნიჟნი ნოვგოროდი, რუსეთი), ვიქტორ სანიკიძე (უნიკსი, რუსეთი), გიგა ჯანელიძე (როზეტო, იტალია), თორნიკე შენგელია (ლაბორალ კუჩა, ესპანეთი), ბექა ბურჯანაძე (კორუნა, ესპანეთი), ნიკა მეტრეველი (შსს აკადემია), ზაზა ფაჩულია (მილუოკი ბაქსი, აშშ), გიორგი შერმადინი (კანტუ, იტალია) და გიორგი შარაბიძე (შსს, აკადემია).

საქართველოს ეროვნული ნაკრები შეკრებას 13 ივლისს, ტრადიციულად, თბილისში დაიწყებს, 24 ივლისიდან კი სლოვენიაში გენერალური შეკრება დაიწყება, სადაც ნაკრების სრული შემადგენლობა მოიყრის თავს. საქართველოს ნაკრები სლოვენიაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს ბოსნისს ნაკრებთან. მთლიანობაში კი, მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში 10 სპარინგს ჩაატარებს თბილისური, ფრანგული და იტალიური ტურნირების ფარგლებში.

გაფართოებული შემადგენლობა სლოვენიის შეკრებისა და თბილისის საერთაშორისო ტურნირის პერიოდში გამოიცდება და შეირჩევა ის 12 კალათბურთელი, რომელიც საფრანგეთსა და იტალიაში, ამხანაგურ ტურნირებზე, შემდეგ კი ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში მასპინძელ ხორვატიასთან, საბერძნეთთან, მაკედონიასთან, სლოვენიასა და ჰოლანდიასთან მოხვდა. ჯგუფიდან პლეი-ოფში 4 საუკეთესო ნაკრები გადავა. მომდევნო ეტაპზე გასული 16 გუნდი ერთმანეთს საფრანგეთის ქალაქ ლილში დაუპირისპირდება, სადაც 13 სექტემბრიდან ევრობასკეტის მერვედფინალები დაიწყება.

საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე ასეთია:

5 სექტემბერი, 17:00 საათი (თბილისის დროით)

საქართველო-ჰოლანდია

6 სექტემბერი, 20:00 სთ

სლოვენია-საქართველო

8 სექტემბერი, 20:00 სთ

საქართველო-საბერძნეთი

9 სექტემბერი, 20:00 სთ

საქართველო-მაკედონია

10 სექტემბერი, 20:00 სთ

საქართველო-ხორვატია.

წყარო: IPN

თემური
ცქიტიშვილისა და გამყრელიძის თუნდაც 18-კაციან განაცხადში არ გამოძახება - ეს არის სამარცხვინოახირება, რომელიც სერიოზულად ავნებს ნაკრების პერსპექტივას. ტუღუში თავის ინტერვიუში ჯანელიძის თაობაზე აცხადებს, რომ აკვირდებოდნენ ამ ბიჭის სტატისტიკას. ამდენად თუ სტატისტიკას ჰქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა, ნიკასნაირი სტატისტიკა არც ერთ კანდიდატს არ გააჩნია!
gio
ისე 2 დღე მაინც იყოს შუალედი თამაშებს შორის კარგი იქნებოდა, ყოველ დღე ნამეტანია.
gio
ტუღუში და უსტიაშვილი არ იძახებენ ცქიტიშვილს.
gio
მეორე ლიგა რა შუაშია.ასე რომ წავიდეთ ბურჯანაძემაც უნდა აახვიოს ნაკრებიდან.ცქიტიშვილი კი საკმაოდ კარგად თამაშობს ახლაც
david
Ra dros Tskitishvili.... Daberda ukve kaci, ver tamashobs cesierat. Exla tamashobs sadxac libanonshi. Scorad moikca Kokoskovi. Es fexburtis nakrebi ar aris, sadac tamashoben fexburtelebi rusetis 2-e ligis.
vaxvax
ცქიტო წელსაც იგნორირებულია.ვიღაცამ ახსნას რას ერჩის კოკოშკოვი
marbela.
ხალხოოოოოოოდაბრმავდა კოკოსჰკოვიი??????????ცკიტისვილი რატო არ მიკააააააავსსსსსსს
Datuna
ცქიტიშVილი რატო არაა?
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრებმა იურმალაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
საქართველოს ნაკრები ლატვიაში გაფრინდა: მუნდიალის საკვალიფიკაციოსთვის მზადება იურმალაში გრძელდება
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] მუნიოსმა კოლუმბიას პლეი-ოფის საგზური მოუტანა
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
ქართული კალათბურთი ხომ იმპულსურია - ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
საქართველო საჩუქრის გარეშე დარჩა - ვინ მიიღო ოლიმპიადაზე გასვლის შანსი?
"პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ, როგორ შევქმენით ასეთი სოლიდური ნაკრები"
ზაზა ფაჩულია: მთავარია, ევროპას ჩვენი ხასიათი კიდევ ერთხელ დავანახეთ
გიორგი ცინცაძემ ფრანგულ "გრაველინში" პირველი მატჩი ჩაატარა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
მეჯიქ ჯონსონისეული! გიორგი ცინცაძის პასი ევრობასკეტის TOP10-ში მეორეა [VIDEO]
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება