"თანამეგობრობის თასის" მეოთხედფინალში ბაქოს "ინტერი" ერევნის "მიკას" გადაეყარა
გუშინ პეტერბურგში "თანამეგობრობის თასის" ჯგუფური ეტაპის მატჩები ისეთი შედეგებით დასრულდა, მისი ორგანიზატორები საგონებელში ჩავარდნენ - ბაქოს "ინტერმა" მოლდოვური "ისკრა-სტალი" 1:0 დაამარცხა, ჯგუფური ეტაპი უდანაკარგოდ და გოლგაუშვებლად, პირველ ადგილზე დაასრულა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მეოთხედფინალში აზერბაიჯანის ჩემპიონის მეტოქე ერევნის "მიკა" იქნება, რომელმაც უზბეკეთის ჩემპიონ "ბუნიოდკორს" 3:1 მოუგო, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ასე შედგა ტურნირის ორგანიზატორებისთვის ყველაზე უსიამოვნო მეოთხედფინალური წყვილი - აზერბაიჯანის ჩემპიონი ბაქოს "ინტერი" და სომხეთის წარმომადგენელი ერევნის "მიკა" ერთმანეთს დღეს დაუპირისპირდებიან.

ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებიდან გამომდინარე, რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში "ინტერი"-"მიკას" მატჩს დაძაბულნი ელიან. ცხადია, რთული მატჩი იქნება და ტურნირის ორგანიზატორებს უსაფრთხოებაზე განსაკუთრებული ზრუნვა მოუწევთ.

აზერბაიჯანულ ფორუმებზე ერთი ამბავია ატეხილი და ასეთ კომენტარებსაც გავეცანით:

"ჩვენთვის სომხებთან ფეხბურთიც პოლიტიკაა და თუ ფეხბურთელები ამის მნიშვნელობას ვერ აცნობიერებენ, ცხადაძის მეთაურობით, კლუბიდან ყველა გავაგდოთ."

"თუ "ინტერი" ამ ბარიერს ვერ გაივლის, გუნდი მოსკოვშივე უნდა დაიშალოს და ფეხბურთელები ბაქოში არ ჩამოვუშვათ."

ვარაუდი, რომ სომხური კლუბი მატჩზე უარს იტყოდა, არ გამართლდა. "მიკას" ვიცე-პრეზიდენტმა ედუარდ მარქაროვმა განაცხადა, რომ გუნდი მოედანზე აუცილებლად გავა. საქმე ისაა, რომ "თანამეგობრობის თასზე" სომხურ-აზერბაიჯანული კლუბები წილისყრამ ადრეც დააწყვილა, მაგრამ ერთ-ერთმა მხარემ თამაში არ ისურვა.

ეს მატჩი ჩვენთვის იმადაც არის საინტერესო, რომ "ინტერის" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე ეხმარება. გუშინ მოლდოველების წინააღმდეგ გიორგი ლომაიამ, ვალერი აბრამიძემ და ბაჩანა ცხადაძემ ძირითადში ითამაშეს, ილია კანდელაკი მოედანზე შეცვლაზე შევიდა, მხოლოდ დავით ოდიკაძეს არ უთამაშია.

მეოთხედფინალში კიევის "დინამო 2"-იც გავიდა, რომლის შემადგენლობაშიც რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ თემურ ფარცვანიამ შეუცვლელად ითამაშა.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა