თერჯოლის "საპოვნელაში" უკრაინის მოქალაქე ქართველი დაიმატეს
თერჯოლის "საპოვნელა" ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ითამაშებს. ეს გადაწყვეტილება კლუბში ფეხბურთის ფედერაციის სალიცენზიო კომიტეტის დასკვნის შემდეგ მიიღეს.

"თერჯოლის სტადიონზე ვერ ვითამაშებთ, სანამ გარკვეულ მოთხოვნებს არ დავაკმაყოფილებთ. ამის გამო ჩვენს საშინაო შეხვედრებს ქუთაისის სტადიონზე ჩავატარებთ.

ქუთაისის მერიას უკვე შევუთანხმდით. 2 ივლისს "ტორპედოს" ამხანაგურად შევხვდებით და ხელშეკრულებასაც გავაფორმებთ", - ამბობს "საპოვნელას" მთავარი მწვრთნელი მირიან გეწაძე.

თერჯოლელთა დამრიგებელი მოსამზადებელ გეგმებსა და არსებულ პრობლემებზე გველაპარაკა:

"თერჯოლაში ვემზადებით, 18 ივლისიდან კი ურეკში გავემგზავრებით, ორი კვირა გავჩერდებით და საკონტროლო შეხვედრებსაც გავმართავთ. სიახლეებზე კი ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან დიდი ფინანსური შესაძლებლობები არ გვაქვს და ცნობილი მოთამაშეების დიდ მოთხოვნებს ვერ დავაკმაყოფილებთ".

გეწაძის თქმით, გუნდში მხოლოდ ორი ახალწვეულია:

"არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა დავეყრდნოთ ახალგაზრდებს, ვინც გუნდი უმაღლეს ლიგაში გადმოიყვანა. მათ გარდა, ფეხბურთელთა საკმაოდ დიდ ჯგუფს ვაკვირდებოდით და ბევრ მათგანზე გადაწყვეტილებას ქუთაისის "ტორპედოსთან" საკონტროლო მატჩის შემდეგ მივიღებთ.

სიახლე კი მხოლოდ ორია - ფოთის "კოლხეთიდან" გიგა ამბროლაძე დავიმატეთ, ტყიბულის "მეშახტედან" კი - საბა თავაძე.

ამბროლაძე კარგი მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ, გაგვაძლიერებს. თავაძე კი სინჯებზე იყო და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ამ 22 წლის ბიჭს უკრაინული პასპორტი აქვს, პოზიციით მცველია და 2014 წლამდე უკრაინის პირველი ლიგის კლუბ კომსომოლსკის "ხიმიკი-სპორტში" თამაშობდა. მშრომელი ბიჭია".

"საპოვნელას" მთავარი მწვრთნელი გულდაწყვეტილია, რომ კლუბში სპონსორი არ გამოჩნდა:

"ჩვენ სახელმწიფო გვაფინანსებს. სამწუხაროდ, თერჯოლას დიდი ბიუჯეტი არ აქვს. გვქონდა იმედი, რომ "საპოვნელას" სპონსორი ეყოლებოდა, იყო დაპირებებიც, მაგრამ მოლაპარაკებები გაიწელა და საბოლოოდ, სეზონის დაწყებამდე ორი თვით ადრე ისევ გაურკვევლობაა.

სხვა რა გზაა, არსებულ შემადგენლობას უნდა დავეყრდნოთ და ბევრი უნდა ვიშრომოთ. იმედია, მონდომება დაგვიფასდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio1976
მიდი ფრიდონიჩ არ დანებდე და უკან არ დაიხიო,ღმერთი თქვენსკენ და წარმატებები. გიო აბაშა.
irakli apkhaidze
მიდით ბიჭებო, თუ ამ შემადგენლობას მაინც შევინარჩუნებთ არავისთვის ვიქნებით ადვილი საკბილო უმაღლესში! წარმატებებბი მირიან, გმირი ხარ, იცოცხლე!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ვინ როგორ დაისჯება? - თერჯოლის "საპოვნელა" სამართალს ეძებს
ოთარ კუსიანმა და გიორგი ჭანკოტაძემ თერჯოლის "საპოვნელა" დატოვეს
ქართველი ფეხბურთელები ევროპის მიღმა: ეგზოტიკური ირანის ჩემპიონატი
გიორგი ბეგაშვილი და კიდევ სამი - თბილისის "დინამოს" ახალწვეულები ჰყავს
"გურიიდან" გათავისუფლებული თემურ მახარაძე "საპოვნელაში" იმუშავებს
"შევარდენის" კაპიტანმა ლაშა ჭელიძემ კარიერა დაასრულა
ლეგიონის ანონსი: დავით ხოჭოლავას "ეტიჰადზე" ვიხილავთ
ერთი ტრანსფერის ისტორია: ვინ არის "დინამოს" ახალწვეული საბა თავაძე?
კოლხეთი-დინამო (ბთ) 0:2 - პირველი პენალტი მაინც შეახსენეს...
სიონი-საპოვნელა 4:1 - როცა ძალა აღმართს ხნავს [VIDEO]
კოლხეთი-დორდოი 2:0 - გამარჯვება ყირგიზეთის ჩემპიონთან
"საბურთალოს" ესპანელმა ახალწვეულმა ამხანაგურში ჰეთ თრიქი გაიფორმა [VIDEO]
თბილისის "დინამომ" სამი ახალი ფეხბურთელი დაიმატა, ერთი კი გაუშვა
პასუხისმგებლობა მე ასე მესმის - ზვიად ჯელაძემ "საპოვნელა" მაინც დატოვა
საპოვნელა-დილა 1:5 - ჩემპიონმა ხასიათი გამოიკეთა [VIDEO]
"ბედნიერი ვარ ახალ გუნდში გადასვლით" - საბა თავაძე ირანში ითამაშებს
საპოვნელა-ზუგდიდი 2:2 - "თქვენც იცით, ვის აწყობს, რომ "საპოვნელა" გავარდეს!" [VIDEO]
"საპოვნელა" ზესტაფონს შეეხიზნება - ჯელაძე, ოდიკაძეები და ბევრი ახალწვეული თერჯოლაში
გიორგი ჩიტაური: "საპოვნელა" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს!
თერჯოლის "საპოვნელა" ჩემპიონატიდან მოიხსნა
სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა ორი კლუბი დასაჯა