გორის "დილას" საყრდენმა ნახევარმცველმა ჩემიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სერბულ გუნდთან მომავალ დაპირისპირებაზე იასუბრა
გორის "დილას" საყრდენმა ნახევარმცველმა, 31 წლის ლუკა რაზმაძემ, ვისაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაუტარებია, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა.

რაზმაძემ "დილას" აწმყოსა და მომავალზე ილაპარაკა.

მოგეხსენებათ, სულ მალე გორული კლუბი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სერბულ "პარტიზანს" დაუპირისპირდება:

"ორმაგად სასიხარულო იყო ჩემთვის, რომ ჩემი მშობლიური კლუბის შემადგენლობაში მოვიპოვე საქართველოს ჩემპიონობა. იმედი მაქვს, ჩვენს გულშემატკივარს კიდევ არაერთი ტიტულით გავახარებთ...

თურქული შეკრება გეგმის მიხედვით მიდის. ძალიან კარგ პირობებში ვემზადებით. ნელ-ნელა გუნდი იკვრება და შედის ოპტიმალურ ფორმაში. ახალწვეულები "დილას" ძალიან კარგად შეეწყვნენ. დანარჩენი უკვე მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული...

ყველა რგოლში დიდი კონკურენციაა. ეს სავსებით ბუნებრივია. მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია, კონკრეტულ შემთხვევაში რომელ ფეხბურთელს ენდობა...

ჩემპიონთა ლიგაზე "პარტიზანის" სახით საკმაოდ სერიოზული მეტოქე შეგვხვდა. ფეხბურთელებს ჯერ არ გვინახავს სერბული გუნდის თამაში. მწვრთნელები ნახავენ და შეაფასებენ მის სიძლიერეს. იმედია, სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და შევეცდებით, დავძლიოთ სერბული ბარიერი...

ვიცით, რომ მოახლოებულ თამაშებთან დაკავშირებით გულშემატკივრის მოლოდინი ძალიან დიდია. ქომაგი ჩვენთვის მეთორმეტე მოთამაშეა და მთელი სეზონის განმავლობაში ვგრძნობდით მათ მხარდაჭერას. პარტიზანთან" კი მათი ქომაგობა ორმაგად საჭირო იქნება.

ღმერთის წყალობით, ყველა ერთად შევძლებთ ამ რთული ბარიერის გადალახვას და ერთად ვიზეიმებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოფ. სობისი
ლუკა გვასახელეეთ,აბა შენ იცი.
gori
ყოველ წელიწადს ხდება სიურპრიზი ლიგაზე ,,და წელს გორის დილა უნდა იყოს ევროპაში სირპრიზად მონათლული გუნდი..ზლიერებს უნდა მოვუგოთ თორე სუსტებს რა უნდატ ლიგაზე....მიდით ბიჭებო თქვენს გვერდით ვართ...
Goreli
მომწონს ლუკას ოპტიმიზმი და ვეთანხმები,რომ გორის დილას შესწევს ძალა გადალახოს პარტიზანის ბარიერი და გადავიდეს ჩემპიონთა ლიგის შემდგომ ეტაპზე.აბა თქვენ იცით ბიჭებო -გაგვახარეთ გორელები.გივი გაგნიძე
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
სუსტი, მაგრამ "შირაქზე" ძლიერი - "დილას" საევროთასო განაცხადი ცნობილია
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"დილას" კაპიტანი ლუკა რაზმაძე ეროვნული ლიგის თანარეკორდსმენია
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
დილა-კოლხეთი 3:0 - ნოკდაუნიდან მოსულიერდა [VIDEO]
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ლუკა რაზმაძე უჩა სოსიაშვილის რაზმში... გორის "დილამ" მზადება დაიწყო
ბოლნისის "სიონი": ახალი ილუშჩენკოვი და ძველი რაზმაძე
გორის "დილა": ახალი ფეხბურთელები და მარცხი "გაბალასთან" [VIDEO]