ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გოგშელიძე: მოსკოვში ქართველის გამარჯვებას სხვა ფასი აქვს

გოგშელიძე: მოსკოვში ქართველის გამარჯვებას სხვა ფასი აქვს

ამბობენ, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გოგშელიძე (96) უჩვეულოდ გულმოდგინედ ემზადება სექტემბერში მოსკოვში გასამართი მსოფლიოს პირველობისთვის...

ამბობენ, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გოგშელიძე (96) უჩვეულოდ გულმოდგინედ ემზადება სექტემბერში მოსკოვში გასამართი მსოფლიოს პირველობისთვის. ეს აზრი გულშემატკივრებშიცაა გავრცელებული და საქმისადმი მისი ამჟამინდელი დამოკიდებულებით მწვრთნელებიც ძალზე კმაყოფილები არიან - როგორც ნაკრების, ასევე - პირადი. ჩვენმა ნაკრებმა უკე დაიწყო მზადება მსოფლიოს პირველობისთვის - ფიზმომზადებისთვის განკუთვნილი შეკრება გაიარა სომხურ წახკაძორში, დღეს კი ბაქოში იჭიდავებს `ოქროს დიდი პრიზის~ ფინალურ ტურნირში. როგორ გამოვა იქ გოგშელიძე, წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია, მაგრამ წახკაძორში რომ გულმოდგინედ, მთელი თავდადებით ივარჯიშა, ამას მწვრთნელები სიამოვნებით აღნიშნავენ.

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი გიორგი გოგშელიძე იგებს თუ აგებს, მაინც წონის ლიდერთა შორის რჩება - მეტოქეთა ქომაგებიც კი აღნიშნავენ, რომ ის ამ წონით კატეგორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა ფიზიკურად თუ ტექნიკურად. მისი მზადებისადმი ინტერესი ყოველი ტურნირის წინ დიდია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც, სადაც მისი მთავარი კონკურენტები გამოდიან. თუმცა არ არის გამორიცხული, მსოფლიოს წლევანდელ პირველობაზე არც ერთი მათგანი არ იყოს. საინტერესოა, რას ფიქრობს ამის შესახებ თავად სპორტსმენი და როგორ უყურებს ის პლანეტის მომავალ პირველობას? წინამდებარე ინტერვიუში გოგშელიძე სწორედ ამის შესახებ ლაპარაკობს და მისგან იმასაც შეიტყობთ, რა აძლევს ასეთი გაძლიერებული ვარჯიშის სტიმულს. არადა, ერთ დროს რუსეთის ნაკრების წევრ გოგშელიძეს საამისოდ ბევრი მიზეზი აქვს... ბუნებრივია, ბაქოს გზაზე დამდგარ სპორტსმენს `ოქროს დიდი პრიზის~ ტურნირზეც დავეკითხეთ...

- ამჯერად მწვრთნელები ძალზე კმაყოფილები არიან ვარჯიშისადმი თქვენი დამოკიდებულებით. რა შეიცვალა თქვენში, რამ განაპირობა ასეთი გარდაქმნა?

- ძალიან კარგი, მწვრთნელები თუ ასე ფიქრობენ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველა შეჯიბრებისთვის გულმოდგინედ ვემზადები. არასდროს მივარჯიშია მწვრთნელთა თვალის ასახვევად, აი, ნახეთ, როგორ ვმუშაობ-მეთქი. შავ სამუშაოს, ანუ დავალებებს ყოველთვის ბოლომდე ვასრულებდი. უბრალოდ, ზოგჯერ ტრავმებით გამოწვეული მიზეზები იყო, რის გამოც სრულყოფილად ვერ ვემზადებოდი, მაგრამ ახლანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი განსხვავდება ყველა დანარჩენი ტურნირისგან - ევროპის პირველობა იქნება თუ შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი. ჯერ ერთი, ოლიმპიადა ახლოვდება და მეორეც - წლევანდელი მსოფლიო მოსკოვში ტარდება, იქ კი ქართველის გამარჯვებას სულ სხვა ფასი ექნება. ეტყობა, ჩემშიც მოხდა რაღაც გარდატეხა. ოლიმპიადის მერე იყო გარკვეული გულსატკენი მომენტები, მაგრამ ამ ყველაფერმა უკვე ჩაიარა.

- წახკაძორის შეკრებით რამდენად კმაყოფილი ხართ?

- ეს ერთ-ერთი საუკეთესო შეკრება იყო, რაც კი ოდესმე გამივლია. პირველი დღიდან დაწყებული, ბოლო დღემდე ყველა ვარჯიში მაქსიმალურად კარგად ჩავატარე. ამასთან, დასვენების დროსაც ვვარჯიშობდი. ის კი არა, მაგალითად, ერთის ნაცვლად ორ საათს ვვარჯიშობდი.

- მსოფლიოს ჩემპიონატის მოსკოვში გამართვა თქვენთვის დამატებითი გამოწვევაა?

- მსოფლიოს პირველობა იმ დონის ტურნირია, სადაც უნდა ჩატარდეს, მაქსიმალურად უნდა იყო მომზადებული, მაგრამ მოსკოვში ჩატარება დამატებით სტიმულს გვაძლევს მის მოსაგებად, რათა იქ ავწიოთ საქართველოს დროშა და ავაჟღეროთ ჩვენი ქვეყნის ჰიმნი.

- თითქმის გადაწყვეტილია, რომ იქ არ იქნება ოლიმპიური და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ჰაჯიმურატ გაცალოვი, რომელმაც წააგო რუსეთის ჩემპიონატი. ასევე არ იქნება ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი შირვანი მურადოვი, რომელიც, ფაქტობრივად, წავიდა სპორტიდან. შესაძლოა, არ იყოს თქვენი კიდევ ერთი სერიოზული მეტოქე აზერბაიჯანიდან, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ვერცხლისა და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ხეტაგ გოზიუმოვი - მან აზერბაიჯანის პირველობა გამოტოვა და უკვე ითქვა, ალბათ, მსოფლიოსაც გამოტოვებსო. ეს საკითხი ჯერ არაა გადაწყვეტილი, მაგრამ ცხადია, თუნდაც დანარჩენთა გამოკლება თქვენს შანსებს ზრდის...

- არა მგონია, აზერბაიჯანელებმა გოზიუმოვი შემადგენლობიდან ამოაგდონ - მას დამკვიდრებული აქვს ნაკრებში ადგილი. კაცი ევროპის ორგზის ჩემპიონია და წლეულსაც მოიგო ეს ტურნირი, შარშან მსოფლიოს პირველობის ფინალში იჭიდავა და ოლიმპიური პრიზიორიცაა. ამიტომ არა მგონია, ნაკრებიდან ამოაგდონ და, სიმართლე გითხრათ, არც მე ვისურვებდი მის ჩამოშორებას.

რაც შეეხება რუსეთის ნაკრებს, დიდ სხვაობას ვერ ვხედავ, ვინ იჭიდავებს მათგან. მოგეხსენებათ, იქაურ ნაკრებში გამოვდიოდი და კარგად ვიცი, რაც ხდება იქ - იმხელა კონკურენციაა, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვის დააყენებენ და ვინ იჭიდავებს. ყველა სერიოზული მეტოქეა და ყველასთან ბოლომდე უნდა დაიხარჯო. იქ იმხელა კონკურენციაა, შეიძლება ორგზის ოლიმპიურ ან მსოფლიოს ჩემპიონთან უფრო იოლად იჭიდავო, ვიდრე - შედარებით უცნობთან და უტიტულოსთან. დამწყებები და უცნობები არანაკლებ კარგად ჭიდაობენ. ამიტომ აზრი არ აქვს იმაზე ლაპარაკს, გაცალოვი იქნება, მურადოვი თუ სხვა ვინმე - ვისაც დააყენებენ, იმასთან იქნება საჭიდაო და იმასთან მოგვიწევს გადამწყვეტი შეხვედრა.

- გაცალოვის მომგებ იბრაგიმ საიდოვს, ვგონებ, აე სეხვედრიხართ...

- არა, არასოდეს შევხვედრივარ.

- მისი ჭიდაობა ვიდეოზე მაინც თუ გინახავთ? თუნდაც რუსეთის წლევანდელ ჩემპიონატზე?

- ჯერ არც ვიდეო მინახავს, მაგრამ რაკი ჩვენთვის საინტერესო გახდა, აუცილებლად ვუყურებ.

- `ოქროს დიდი პრიზის~ ფინალურ ტურნირს რა დატვირთვას აძლევთ - შედეგია მთავარი თუ მსოფლიოსთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავთ?

- თვითონ ტურნირის სახელწოდება გვაიძულებს მის დაფასებას. თან ეს კომერციული ტურნირია და არც ფინანსური მხარეა მეორეხარისხოვანი, მაგრამ ეს შეჯიბრება ყოველთვის, სადაც უნდა გამართულიყო - ბაქოში თუ ტაშკენტში, ჩვენთვის მსოფლიოსთვის მოსამზადებელი ეტაპი იყო. ამდენად, ის ჩემთვის მზადების ისეთივე რიგითი ეტაპია, როგორიც იყო წახკაძორი და როგორიც ამის შემდეგ გასამართი დუშეთის შეკრება იქნება. ამ ტურნირისთვის საგანგებოდ არ ვემზადებოდით, იდეალურ ფორმაში რომ ვიყოთ. თან ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილი შეკრებიდან ახლახან ჩამოვედით. მართალია, რამდენიმე დღე კი დავისვენეთ, მაგრამ მაინც ახალი ჩამოსული გვეთქმის. ამჯერად მოგებაზე აქცენტს არ ვაკეთებთ. მთავარია, სტარტი მივიღოთ, მაგრამ შინაგანად ყოველ ჩვენგანში არის მოგების სურვილი.

- მოკლედ, ამ ეტაპისთვის რაც გევალებათ, იმ ფორმაში ხართ?

- ამ ეტაპისთვის რაც მომეთხოვება - კი, მაგრამ მომდევნო შეკრებებზე ეს ფორმა უკვე არ იქნება საკმარისი და დამაკმაყოფილებელი. მსოფლიოს ჩემპიონატამდე კიდევ გვექნება შეკრებები და თანდათან უნდა შევიდეთ ფორმაში.

- მსოფლიოს ჩემპიონატისთვის რაიმე სიახლეებს თუ უმზადებთ მეტოქეებს?

- ეს უკვე შეკრებებზე გამოჩნდება, მაგრამ რადიკალურ ცვლილებებს ვერ შევთავაზებთ მეტოქეებს. მით უფრო, ერთობლივ ვარჯიშებზე სხვაგან წასვლას და უცხოელებთან ერთად მომზადებას არ ვაპირებთ, მაგრამ საკუთარი იდეები ჩვენც გაგვაჩნია და მათ რეალიზებას შევეცდებით.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!