გორის "დილას" ახალწვეულმა გუნდის სამზადისსა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა
ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საქართველოს ჩემპიონმა გორის "დილამ" ჩემპიონთა ლიგისა და ეროვნული ჩემპიოანტისათვის არაერთი სახელიანი და გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა. მათ შორის არის საკმაოდ გამოცდილი, არაერთ კლუბში ნათამაშები, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი - ოთარ მარცვალაძე, რომელმაც კლუბის ოფიციალური საიტის კითხვებს უპასუხა.

- როგორ მიმდინარეობს კლუბთან შენი ადაპტაციის პროცესი?

- ეს ჩვენთვის უკვე მეორე შეკრებაა. პირველი შეკრება გორში დავიწყეთ. არანაირი პრობლემა არ ყოფილა ადაპტაციის მხრივ, რამეთუ ფეხბურთელების უმეტესი ნაწილი ჩემი მეგობარია. გუნდი ნელ-ნელა იკვრება და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ მქონია.

- როგორ მიმდინარეობს თურქული შეკრება და როგორ ემზადება გუნდი?

- კარგ პირობებში გვიწევს მომზადება. როგორც მოგეხსენებათ, ვემზადებით ბელგრადის "პარტიზანთან" შესახვედრად, მანამდე კი ვითამაშეთ ორი შეხვედრა. პირველი მატჩი, მართალია ერთმანეთში ჩავატარეთ, მაგრამ საკმაოდ დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გამოდგა.

რაც შეეხება უკრაინულ "ვოლინთან" დაპირისპირებას, მე პირადად ბიჭების და მთლიანად გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

- თქვენი მთავარი გამოწვევა და ჩვენი მოლოდინი ჩემპიონთა ლიგის მატჩია ბელგრადის "პარტიზანის" წინააღმდეგ, როგორი განწყობა გაქვს შენ და მთლიანად გუნდს. რა შედეგს უნდა ველოდოთ ამ დაპირისპირებებში?

- როგორც კლუბის ხელმძღვანელობა, ასევე სამწვრთნელო შტაბი და თითოეული ჩვენთაგანი სრული მობილიზებით შევხვდებით ამ დაპირისპირებას. თითოეულ ჩვენთაგანში არის ის განწყობა, რომ ეს ბარიერი გადავლახოთ და იმისათვის, რომ ეს დაპირისპირება ჩვენს სასარგებლოდ დასრულდეს, ყველაფერს გავაკეთებთ.

- გუნდში საკმაოდ დიდი კონკურენციაა შექმნილი. რას გვეტყვით ამაზე?

- მართლაც დიდი კონკურენციაა კლუბში. გუნდში თავმოყრილია როგორც გამოცდილი, ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელები და გულწრფელად გეტყვით, ახალგაზრდები რომლებმაც დღეს გორის "დილაში" მოიყარეს თავი, არიან ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღე.

კონკურენცია კი ბუნებრივია ისეთ ამბიციურ გუნდში, როგორიც გორის "დილაა" უნდა იყოს. თითოეული ჩვენთაგანი თავს არ ვზოგავთ ძირითადში მოსახვედრად, დანარჩენი კი უკვე მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება, თუ ვის ენდობა კონკრეტულ შეხვედრებში.

- თქვენ არაერთ გამოცდილ სპეციალისტთან გიმუშავიათ. რას გვეტყვით უჩა სოსიაშვილზე, რომელმაც თავისი საუმაღლესლიგო დებიუტი საქართველოს ჩემპიონობით აღნიშნა, წინ კი დიდი გამოწვევა აქვს ჩემპიონთა ლიგის სახით.

- მთავარ მწვრთნელთან ცოტა ხანია, რაც ვმუშაობ. ერთი, რაც ნათლად ჩანს, საკმაოდ ნიჭიერი სპეციალისტია. პირველივე სეზონში ტიტულის მოგება არ არის ადვილი საქმე. იგი დამსახურებულად გახდა საქართველოს ჩემპიონი, ამიტომ კარიერაში წინსვლას ვუსურვებ.

იგი მაქსიმალურად ცდილობს, რომ გუნდში იყოს კარგი ატმოსფერო, შეკრას გუნდი და თითოეული ჩვენთაგანი მაქსიმალურად იყოს მზად მოახლოვებული თამაშებისათვის.

- როგორც იცით, გორის "დილას" გააჩნია საფეხბურთო სკოლა. პატარა ფეხბურთელები სიხარულით შეხვდნენ ახალი მოთამაშეების "დილაში" გადმოსვლას. რას ურჩევდით მათ, როგორ უნდა მიაღწიონ წარმატებას საფეხბურთო კარიერაში?

- რა თქმა უნდა, ვიცი გორის ბავშვთა საფეხბურთო სკოლის შესახებ. უკვე არაერთ გორელ ახალგაზრდა ფეხბურთელს ვიცნობ. მაგალითი მინდა მოვიყვანო თენგიზ წიქარიძის სახით, რომელიც ახლა ჩვენთან ერთად იმყოფება. ის ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელია და დიდ სიმპათიებს იწვევს არამარტო ჩემში, არამედი თითოეულ ჩემს თანაგუნდელში.

დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ბავშვები "დილას" საფეხბურთო სკოლაში კიდევ ბევრი იქნებიან და მინდა მათ ვუთხრა, რომ თავდაუზოგავი შრომის, დაუღალავი ვარჯიშისა და ფეხბურთის დიდი სიყვარულის შედეგად, აუცილებლად მიაღწევენ დიდ წარმატებებს. თითოეულ მათგანს ვუსურვებ ეროვნული ნაკრების მაისურის მორგებას და დიდ კლუბებში თამაშს.

კიდევ ერთხელ ვეტყვი მათ, რომ თავდაუზოგავი შრომით აუცილებლად მიაღწევენ დასახულ მიზანს.

- დაბოლოს, რას ეტყვით გორელ ქომაგს?

- გორელ გულშემატკივარს მოვუწოდებ, რომ გაორმაგებული ენერგიით დაგვიდგნენ გვერდში, რაშიც რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენთაგანი დარწმუნებულნი ვართ.

ჩვენ მათთვის, ისინი კი ჩვენთვის და ასე ყველა ერთად დგომით ბევრს მივაღწევთ.

მომზადებულია fcdila.ge-ს მიხედვით

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა