საქართველოს ნაკრების უკანახაზელის "გრან კანარიამ" "უნიქსთან" ბოლომდე თანაბრად იბრძოლა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში დამარცხდა
წლეულს ევროთასსა და ევროჩელენჯზე საქართველოს ნაკრების სამი კალათბურთელი თამაშობდა: მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი ცინცაძე და ტორინ გრინი. ტრიოდან პირველი რაუნდი მხოლოდ გრინის "გრან კანარიამ" გადალახა და მეორე ჯგუფურ ეტაპზე რუსულ "უნიქსთან", გერმანულ "ალბასთან" და იტალიურ "ბენეტონთან" მოხვდა.

პირველ ტურში კანარელები რუსეთს ესტუმრნენ. "უნიქსი"-"გრან კანარიას" მატჩი ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, გადამწყვეტ მომენტში ყაზანელებმა მეტი სიზუსტე გამოიჩინეს და სამქულიანი სხვაობით მოიგეს - 67:64.

ესპანელთაგან 10-ქულიანი ზღვარი მხოლოდ ჯეისონ ქეროლმა გადალახა, რომელმაც 22 ქულას მოუყარა თავი. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა ტორინ გრინმა 24 წუთში 5 ქულა ჩააგდო, რასაც 3-3 მოხსნა-პასი მიამატა. მან 2 ორქულიანი გააცუდა, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

"უნიქსის" შემადგენლობაში 12 ქულა და 5 მოხსნა გაიფორმა პოლონეთის ნაკრების ფორვარდმა მაცეი ლამპემ, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი ზაფხულის მატჩებიდან იცნობს.

ევროთასის პირველ ეტაპზე "პანელინიოსთან" მარცხის გამო მარკოიშვილის "კანტუ" გათამაშებას გამოეთიშა. თანამემამულის გამო შურისძიების შანსი ჰქონდა ბექა ბურჯანაძეს, რომლიც "კახასოლის" პირველ გუნდში წლეულს გადაიყვანეს. ევროთასის მეორე ეტაპზე სევილიური გუნდი "პანელინიოსთან" ერთად L ჯგუფში მოხვდა. წინასწარ გეტყვით, მწვრთნელმა ბექას მოედანზე შეყვანისგან თავი შეიკავა.

რაც შეეხება მატჩს, იგი ბურჯანაძის თანაგუნდელთა მცირე უპირატესობით დაიწყო. პირველი ტაიმის 45:38 მოგების შემდეგ ბერძნებმა თამაში შემოატრიალეს და საბოლოოდ იმდენი მოახერხეს, რომ მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 70:70 დასრულდა.

ოვერტაიმში ლუის ბალოკისა და პოლ დევისის სიზუსტის წყალობით "კახასოლმა" თავიდანვე მოიპოვა მცირე ფორა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც - 87:82.

მატჩის ბომბარდირი სწორედ ბალოკი გახდა - 23 ქულა.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა