8 მედალი პირადში, ოქრო გუნდურში
უფროსებისა და ახალგაზრდების მსგავსად, საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებიც ევროპის ჩემპიონია - ჩვენმა ბიჭებმა სოფიაში კონტინენტის გუნდური პირველობა მოიგეს.

ირაკლი ცირეკიძისა და მინდია ბოდაველის გაწვრთნილმა გუნდმა ქვეჯგუფში ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ იტალიას და გერმანიას მოუგო, ნახევარფინალში კი უკრაინას აჯობა. საინტერესოა, რომ სამივე პაექრობაში ქართველებმა 4:1 გაიმარჯვეს.

ასეთივე ანგარიშით დაასრულეს ფინალური შეხვედრაც ჰოლანდიასთან, სადაც ჩემპიონობა ვადამდე გაინაღდეს - რობინზონ ბეგლარაშვილმა (60), ბაგრატ ნინიაშვილმა (66) და ლაშა დუდაშვილმა (73) თავიანთი წილი პაექრობები სწრაფად მოიგეს და ანგარიში 3:0 გახადეს.

განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ დუდაშვილი, რომელმაც მეტოქეს ერთი იუკო და ორი ვაზარი აართვა. მეორე ვაზარზე ამოსმულისას ლამის მთელი ტატამი მოატარა, მაგრამ მანამ არ მოეშვა, ვიდრე არ დააგდო. საერთოდ, ამ ბიჭმა ჩინებულად იასპარეზა და ყველა შეხვედრა მოიგო, წინა დღეს კი პირადში გახდა ევროპის ჩემპიონი.

დარჩენილ ორ არაფრის მომცემ ორთაბრძოლაში გოგა ქევხიშვილი (81) დამარცხდა - იუკო კი მოიპოვა, მაგრამ მანამ ვაზარი დაკარგა, რისი გაქვითვაც ვერ შეძლო. წაგებას სასწაულებრივად გადაურჩა გელა ზაალიშვილიც (+81), რომელიც მტკივნეულზე უიმედო ვითარებიდან დაუძვრა ჰოლანდიელს, მერე კი იუკო აართვა და საერთო ანგარიში 4:1 გახდა ჩვენების სასარგებლოდ.

გუნდურ ტურნირში ჩვენი გოგოების ნაკრებიც მონაწილეობდა, მაგრამ ისინი ჯერ ქვეჯგუფში დამარცხდნენ ხორვატიასთან -1:4, მერე კი იმავე ანგარიშით სანუგეშოშიც წააგეს ფრანგებთან.

შეგახსენებთ, რომ პირად პირველობაში ბიჭებმა 8 მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 - ბრინჯაო, გოგოებმა კი თითო ოქრო და ბრინჯაო. ჩემპიონები დუდაშვილი და მზია ბებოშვილი (52) გახდნენ, ვერცხლის მედლებს გიორგი ნიაზაშვილი (50), ქევხიშვილი და ზაურ კენჭაძე (90) დაეუფლნენ, ბრინჯაოსას - მარიამ ჭანტურია (57), ბეგლარაშვილი, ნინიაშვილი, ონისე სანებლიძე (90) და ზაალიშვილი.

giglia
გილოცავთ ახალგაზრდებო! სულ ოქროსფერი წარმატებებისთვის მიგეღწიოთ ხოლმე!
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა