"გაბალას" ვიცე-პრეზიდენტი თბილისის "დინამოსთან" მატჩზე უსაფრთხოების გარანტიებს კი იძლევა, მაგრამ...
ფოტოზე: სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, რომელზეც ორი უცნობი პირი საქართველოს სახელმწიფოსა და "დინამოს" სიმბოლიკას წვავს

აზერბაიჯანული საინფორმაციო საშუალებები თბილისის "დინამოსა" და "გაბალას" მატჩის შემდგომ მომხდარ ინციდენტზე წერენ. კერძოდ, მათი ცნობით, მატჩის დასრულების შემდეგ "გაბალას" ქომაგებს თავს დაესხნენ ქართველი გულშემატკივრები, წაართვეს დროშები, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ფეხქვეშ გათელეს აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშა.

ქართველებმა გვცემეს და დროშა გაგვითელეს! - აზერბაიჯანული მხარე უეფაში ჩივის

დინამო (თბ)-გაბალა 2:1 - გარდამტეხი მე-60... [VIDEO+PHOTO]

აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულისგან ბოდიშის ოფიციალურად მოხდა მოითხოვა. სამეზობლოში იმასაც წერენ, თითქოს სტადიონზე იყო გამოფენილი პლაკატი კახთან და ზაქათალასთან დაკავშირებით; ასევე, ვითომ უკუღმა მხრიდან გამოუფენიათ "გაბალასა" და აზერბაიჯანის დროშები.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ არავის მისცემს უფლებას, ჩრდილი მიაყენოს აზერბაიჯანთან ურთიერთობას. მანვე შესაბამის ორგანოებს მომხდარის გამოძიება დაავალა.

ამასთან, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის გენმდივანი ელხან მამედოვი დაუკავშირდა ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას, რომელმაც პირობა მისცა, რომ გაერკვევა პრობლემაში და დამნაშავეები გამოაშკარავდებიან. ამასაც აზერბაიჯანული მედია წერს.

ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის "დინამომ" კლუბის ოფიციალური პოზიცია განცხადებაში დააფიქსირა (იხილეთ ვრცლად)

კომენტარი გააკეთა "გაბალას" ვიცე-პრეზიდენტმა ფარიზ ნაჯაფოვმა:

"თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ თბილისში "გაბალას" მიღება და საერთოდ, მატჩის ორგანიზაცია უმაღლეს დონეზე იყო, არანაირი პრობლემა არ გვქონია.

გავიგე, რომ ადგილობრივ გულშემატკივრებსა და "გაბალას" ფანატთა ჯგუფ "სექტორ 11"-ის წევრებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ეს ჯგუფი ჩვენთან ერთად წამოსულა თბილისში...

პლაკატისა და აზერბაიჯანის დროშის შეურაცხყოფის თაობაზე კი შემიძლია ვთქვა ერთი - ეს პროვოკატორების ნახელავია. პლაკატი ტრიბუნებიდან მოხსნეს მაშინვე, როგორც კი საქმეში ჩვენი მხარე ჩაერია...

რაც შეეხება საპასუხო მატჩს, ყველა იყოს მშვიდად - უსაფრთხოება იქნება უმაღლეს დონეზე. ეს ეხება როგორც უშუალოდ "დინამოს", ისე საქართველოდან ჩამოსულ სტუმრებს. "გაბალას" სტადიონზე არანაირი შეურაცხმყოფელი ბანერი არ იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizo-s
შენ პირს აჯიკა (მეგრული)
shakros
წავაგებთ არა კვახი.
gizo
რაც არ უნდა საწყენი იყოს, დიდი ალბათობით შემდეგ წრეში ვერცერთი ჩვენი გუნდი ვერ გავა, თუ გავა და ჩემთვის ზეიმი იქნება.
nika
ფოტოზე ცოტა წესიერი ადგილი მაინც აერჩიათ მაგრამ სად არის აზერბაიჯანში უკეთესი ადგილი ზუსტად ეგ ფონი ასახავს თქვენს მდგომარეობას ...., ამიტომ წინ თბილისის დინამო ...
Qartveli!
ძლივს ერთ მეზობელ ქვეყანასთან გვაქვს კეთილმეზობლური ურთიერთობა და იმათთანაც გააფუჭეთ როგორმე !!! ფუუ ბლ...
s tatus quo
ყოველყუთას ვამტკიცებთ ჩვენს იდიოტობას ვითომპატრიოტობით...
shakro
წავაგებთ უეჭველი.
ირაკლი
არ შეიძლება ასეთი პროვოკაციები, უნდა გაუზარსო ამ ხალხმა რომ ამით თვის გუნდს და ქვეყანას ზიანს აყენებს.
ika
თამაშით დინამო ძალიან სუსტი იყო მასე ვერ გავცდებით გაბალაა თუ შAმბალაა :D
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
დავით ვოლკოვი გუნდს იცვლის, ქართველს ახალი ვარიანტი აქვს
"ეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება" - უეფას პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მისწერა
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვარაცხელიას შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
ახალი მოედნები 45 ლოკაციაზე
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
Associated Press თბილისის "დინამოს" შესახებ ლოზანის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წერს
"გაბალას" ტრავმირებულ ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს [VIDEO]
"აზერბაიჯანულ მედიაში არ შემხვედრია სტატია, სადაც "დინამოს" მიმართ დამაკნინებელი სიტყვები ეწერა"
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
ღარიბაშვილი 2023 წლის ჩემპიონატს ეხმაურება, მასპინძელი ქალაქი კი შეიცვალა
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]