ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მაიას სასწაულებისთვის ასაკი ხელს უწყობს

მაიას სასწაულებისთვის ასაკი ხელს უწყობს

"მოსკოვსკი კომსომოლეცმა" ლეგენდარულ ქართველ დიდოსტატთან, 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ინტერვიუ გამოაქვეყნა

ლეგენდარულ ქართველ დიდოსტატს, ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონსა და საჭადრაკო ოლიმპიადების 9-გზის გამარჯვებულს, ოთხგზის საჭადრაკო "ოსკარის" მფლობელ მაია ჩიბურდანიძეს, როგორც გაუწყეთ, გასულ ორშაბათს 50 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეცში" ჩვენებურთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელსაც მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ:

მაია ჩიბურდანიძემ ოლიმპის შტურმი 15 წლისამ დაიწყო და 17 წლისამ, 1978 წელს, ასევე ლეგედარული ნონა გაფრინდაშვილის ძლევით, ტიტული მოიპოვა.

- მაია, თქვენ მსოფლიოს პირველობისთვის 5 მატჩი მოიგეთ. ყველას სჯეროდა, რომ მეექვსე სიმაღლესაც დაძლევდით...

- მეც ასე მწამდა და ამან დამაღალატა. 1991 წელს ჩინელ სიუ ჟუნთან პაექრობისას დავწინაურდი კიდეც, მაგრამ შემდეგ მედგარ წინააღმდეგობას წავაწყდი. თანაც კლიმატი ფილიპინებისა, სადაც მატჩი გაიმართა, ჩემთვის აუტანელი გამოდგა.

- მას შემდეგ ორი ათეული წელი გავიდა. საერთაშორისო სარბიელზე კი მცირე შესვენებებით ჩინელები დომინირებენ. სად დაიკარგა სახელოვანი ქართული საჭადრაკო სკოლა?

- 90-იან წლებში საქართველოს ჭადრაკისთვის არ ეცალა, ამიტომაც პოზიციები დავთმეთ. ჩინეთში კი დიდი მატერიალური რესურსები გამოიყო ჭადრაკისთვის, გოგონებსაც მოტივაცია გაუჩნდათ და წარმატებებიც მოვიდა.

- კომბინაციური სტილისთვის გიწოდებდნენ "ფიშერს კაბაში". საბჭოთა პერიოდში ისევე გცნობდნენ ქუჩაში, როგორც კასპაროვს.

- დიახ, ასეა. ტიტული დავკარგე და ახლა ამის გამო "ვზარალდები". ერთხელ პერმის საერთაშორისო ტურნირისას ქუჩაში მილიციონერებმა ვერ მიცნეს და დამაპატიმრეს კიდეც.

ვერაფერს იტყვი: ქალი შავ საბურველში, უპასპორტოდ, თანაც "კავკასიური იერით" - დასაეჭვებლად და დასაკავებლად საკმარისზე მეტი საბუთია. ისე, ქართველი მოჭადრაკე ქალები თავად ვართ ყველაფერში დამნაშავე - პირველობა ჩინელებს გადავულოცეთ და ქუჩაშიც ვეღარ გვცნობენ.

- მამაკაცებთან თამაში არ გეშინიათ?

- პირიქით, მათ ეშინიათ. საშინლად განიცდიან, როცა სიმპათიურ გოგონებთან აგებენ. მახსოვს, ერთხელ ივანჩუკი პოლგართან დამარცხდა. ისეთ ხასიათხე იყო, მასთან მიახლოება ვერავინ გაბედა.

- არ გეცოდებათ ვაჟები, რომლებიც გნებდებიან?

- მე რა, იბრძოლონ კაცურად! სხვათა შორის, როცა ისინი მიგებენ, ამას მაინცდამაინც არ განიცდიან.

- როგორ შეგიძლიათ, მთელი საღამო საჭადრაკო დაფასთან იჯდეთ და ფიგურებს თვალი არ მოსწყვიტოთ?

- ოდესღაც პაულ კერესმა იხუმრა - ქალები მამაკაცებთან იმიტომ აგებენ, რომ გადაბმით 5 საათი დუმილი არ შეუძლიათო. იძულებული გავხდი, დუმილის მეცნიერებას დავუფლებოდი.

- რატომღაც თამაშებზე ხშირად შავი ტანსაცმლით მოდიხართ და დაფასთან მდიდრული ფართოფარფლიანი ქუდით ზიხართ.

- საქართველოში მცხუნვარე მზე და სითბოა, ქალები მაინც ტრადიციულ მკაცრ შავ ტანსაცმელს ამჯობინებენ. რაც შეეხება შლაპას, ის არა მარტო ბრდღვიალა მზის სხივებისგან, არამედ მეტოქეთა გამჭოლი მზერისგანაც გიცავს. ამ მიზეზით, როგორც შევნიშნე, პოკერის მოთამაშეებს ხშირად შავი სათვალე უკეთიათ, რომ მოწინააღმდეგემ ვერ შენიშნოს, რას ფიქრობენ.

- მსოფლიოს ჩემპიონობა რომ მოიპოვეთ, მაშინ ერთ-ერთმა კორესპონდენტმა მიხეილ ტალს ჰკითხა: "როგორ შეაფასებთ მაია ჩიბურდანიძის შანსს, მსოფლიოს ჩემპიონი ვაჟთა შორისაც გახდეს?" მან დაუფიქრებლად უპასუხა: ყოველ შემთხვევაში, უფრო მაღლა, ვიდრე ჩემსას, ქალთა შორის მოვიპოვოო მსოფლიოს ჩემპიონობა.

- მახვილგონივრულია, მაგრამ იუდით პოლგარმა ერთხელ ეს ხუმრობა კინაღამ სინამდვილედ აქცია (სენტ-ლუისში იგი ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობდა-ავტ.).

- 70-80-იანი წლების შეჯიბრებებზე, როგორც მსოფლიოს ჩემპიონ გარი კასპაროვს, დედა გახლდათ თან...

- დიახ, ეს იყო ბედნიერი დრო. დედ-მამას ძალიან ვუყვარდი. როცა შეატყვეს, მათს ქალიშვილს საჭადრაკო მონაცემები ჰქონდა, მის გასავითარებლად ყველაფერი გააკეთეს, მთელი ცხოვრება ჩემ შემოქმედებით ზრდას შეალიეს. დედა ყოველთვის გვერდით მედგა - 30 წლის განმავლობაში ინაწილებდა ჩემ საჭადრაკო ბედს. მამაც არასდროს ყოფილა ჩემი ხანგრძლივი "მივლინებების" წინააღმდეგი. იგი შესანიშნავი ადამიანი გახლდათ.

- თქვენი პირადი ცხოვრება როგორ აეწყო?

- როგორც ამბობენ, არ გამიმართლა. ერთხელ გავთხოვდი, მაგრამ მალევე განვქორწინდით. ასეთი ექსპერიმენტი მეტი აღარ ჩამიტარებია. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ დიდი ოჯახი მყავს - დები, შვიდი დისშვილი...

- თქვენს ცხოვრებაში რელიგიას დიდი ადგილი უკავია.

- შვიდი წლის ვიყავი, ძმამ ჭადრაკის თამაში რომ მასწავლა. იგი ჩემზე 10 წლით უფროსი იყო. ორი წლის შემდეგ ტრაგიკულად დაიღუპა. ეს ჩვენთვის ძნელი გადასატანი აღმოჩნდა. ეკლესია დაგვეხმარა, რწმენამ გადაგვარჩინა.

- ტურნირებზე ხშირად მოძღვარი დაგყვებოდათ. ამბობდნენ, რომ მონასტერში აპირებდით წასვლას.

- ჩემი რწმენის მიუხედავად, მორჩილებისთვის ნებისყოფა არ მეყოფოდა. თუმცა ღმერთს წამითაც არ ვივიწყებ.

- მაია, ორიოდე წლის წინათ დრეზდენის საჭადრაკო ოლიმპიადაზე თქვენ ფენომენალური შედეგი აჩვენეთ: პირველ დაფაზე თითქმის ყველა საუკეთესო დიდოსტატს აჯობეთ. ასე რომ, თქვენგან კიდევ ველით სასწაულებს. საამისოდ ასაკი ხელს გიწყობთ. იუბილეს გილოცავთ, ბედნიერებას და ახალ გამარჯვებებს გისურვებთ.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა