ასაფა პაუელის ასი მეტრი
"ბრილიანტის ლიგის" კომერციული სერიის მორიგი ეტაპი პარიზში გაიმართა. ახლოვდება მსოფლიოს ჩემპიონატი და შედეგებიც, შესაბამისად, მაღლა იწევს. საფრანგეთის დედაქალაქში სეზონის ცხრა საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა და რამდენიმე კონტინენტალური თუ ეროვნული რეკორდი დამყარდა. ასევე ვიხილეთ ეტაპის მთავარი ვარსკვლავების - რენე ლავილენის, მუთაზ ბარშიმისა და ვალერი ადამსის ჩავარდნა.

მიუხედავად იმისა, რომ პარიზში არ ჩავიდა უსაინ ბოლტი, "სტად დე ფრანსის" სარბენ ბილიკზე საინტერესო მოვლენები მრავლად იყო. რად ღირს თუნდაც ფენომენალური 100 მეტრი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, იამაიკელი შელი-ენ ფრეიზერ-პრაისის შესრულებით. მან ისტორიაში მეექვსე დრო აჩვენა და მხოლოდ ოთხი მეასედი დააკლდა თავის პირად რეკორდამდე.

ერთბაშად ორმა სპორტსმენმა შეძლო 110 მეტრზე თარჯრბენში 13 წამიდან გამოსვლა. ორლანდო ორტეგა გაუსწორდა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს დევიდ ოლივერს, თან ამ დისციპლინის ისტორიაში 10 უსწრაფეს სპორტსმენთა სიაში ჩაეწერა.

სეზონის კიდევ სამი რეკორდი კენიელებმა განაახლეს - იუნის ჯეპკოეჩ სუმმა (800 მ), სილას კიპლაგატმა (1500 მ) და ჯარიუს კიპჩოგე ბირეჩმა (3000 მ სტიპლჩეზი). ფრანგებს კი შეუძლიათ იამაყონ ჯიმი ვიკოთი - ადგილობრივმა სპრინტერმა 100 მეტრი 9.86 წამში გაირბინა, რაც არა მხოლოდ საფრანგეთის რეკორდი, არამედ ევროპის რეკორდის გამეორებაა.

სამ წელზე მეტია სამხტომის სექტორში არ აგებს კატრინ იბარგუენი. პარიზში კოლუმბიელი 15 მეტრამდე ვერ გადახტა, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისთვის.

ხტომებში ყველა ელოდა გამარჯვებებს რენო ლავილენისგან და მუთაზ ბარშიმისგან, მაგრამ ფრანგმა კრახი განიცადა კონსტანტინოს ფილიპიდისთან ბრძოლაში, ყატარელმა ბარშიმმა კი პირველობა დაუთმო დანიილ ციპლაკოვს. რეკორდის გარეშე არ ჩაუვლია ქალებს შორის სიმაღლეზე ხტომაში შეჯიბრს - ბერძენმა ნიკოლეტა კირიაკოპულუმ ერთი სანტიმეტრით გააუმჯობესა ჯენიფერ სურის სეზონის საუკეთესო შედეგი და სათავეში ჩაუდგა "ბრილიანტის ლიგის" ჩათვლას.

კაცები

100 მ. 1. ასაფა პაუელი (იამ) - 9,81; 400 მ. 1. ვეიდ ვან ნიკერკი (ს. აფრ) - 43,96; 1500 მ. 1. სილას კიპლაგატი (კენ) - 3:30,12; 110 მ/თარჯრბენი. 1. ორლანდო ორტეგა (კუბ) - 12,94; 3000 მ/სტიპლჩეზი. 1. ჯარიუს კიპჩოგე ბირეჩი (კენ) - 7:58,83; სიგრძეზე ხტომა. 1. მაიკლ ჰარტფილდი (აშშ) - 8,19 მ. სიმაღლეზე ხტომა. 1. დენის ციპლაკოვი (რუს) - 2,32 მ. ბადროს ტყორცნა. 1. პეტრ მალახოვსკი (პოლ) - 65,57 მ. ჭოკით ხტომა. 1. კონსტადინოს ფილიპიდისი (საბ) - 5,91 მ.

ქალები

100 მ. 1. შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი (იამ) - 10,74; 800 მ. 1. იუნის ჯეპკოეჩ სუმი (კენ) - 1:56,99; 5000 მ. 1. გენზებე დიბაბა (ეთი) - 14:15,41; 400 მ/თარჯრბენი. 1. ზუზანა გეინოვა (ჩეხ) - 53,76; სამხტომი. 1. კატრინ იბარგუენი (კოლ) - 14,87 მ; ჭოკით ხტომა. 1. ნიკოლეტა კირიაკოპულუ (საბ) - 4,83; ბირთვის კვრა. 1. კრისტინა შვანიცი (გერ) - 20,31; შუბის ტყორცნა. 1. ბარბორა შპეტაკოვა (ჩეხ) - 64,42 მ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა