რომ არა სერიოზული ტრავმა და უიღბლობა, ზიბზიბაძისთვის მომავალი მსოფლიოს თასის გათამაშება მესამე იქნებოდა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ინგლისში გასამართავი მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის მოსამზადებელი რაზმი ათიოდე დღის წინათ დაასახელა. "ბორჯღალოსნები" ამჟამად "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ვარჯიშობენ.

მათ შორის არ არის საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "პერიგოს" შუამარბი თედო ზიბზიბაძე. რომ არა სერიოზული ტრავმა და ბოლოდროინდელი ფატალური უიღბლობა, მისთვის მომავალი მსოფლიოს თასის გათამაშება მესამე იქნებოდა.

თედო ზიბზიბაძეს საფრანგეთში დავუკავშირდით, სადაც ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის.

- წლეულს თითქმის მთელი სეზონი გაგიცდათ. ამჟამადაც არ იმყოფებით ნაკრების შემადგენლობაში. რა არის ამის მიზეზი. რა ხდება თქვენს სარაგბო კარიერაში?

- კარიერაში ძალიან მძიმე პერიოდი მიდგას. შარშან, პირველ აგვისტოს მარცხენა ფეხზე აქილევსი გამიწყდა. ოპერაცია გავიკეთე, რომელიც საკმაოდ რთული გამოდგა. რეაბილიტაციის პერიოდი ძალიან გამიგრძელდა. მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ შევძელი თამაში. პირველივე მატჩში მეორე ფეხის აქილევსი გამიწყდა. სასწრაფოდ ოპერაცია გავიკეთე. თაბაშირი ორ თვეში მოვიხსენი, მაგრამ ჩვეულებრივად, სახლში სიარულის დროს ისევ ახალი ნაოპერაციები აქილევსი გამიწყდა. ოპერაცია ხელახლა გავიკეთე. ხუთიოდე დღეა რაც თაბაშირი მოვიხსენი.

- გამოდის, ინგლისში გასამართავ მსოფლიოს თასზე ვერაფრით მოხვდებით?

- ვერა, ვერ მოვასწრებ. ვარჯიშს მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ შევძლებ. ახლა ჩვეულებრივად კი დავდივარ, მაგრამ დატვირთვა არ შეიძლება საერთოდ.

- არადა, წესით, მესამე მსოფლიოს თასის გათამაშებაზე უნდა გეთამაშათ...

- ძალიან განვიცდი ამას. როგორც ჩანს გადავიღალე, ზედმეტი მომივიდა ვარჯიში და თამაში. შარშან თბილისის თასზე ასპარეზობისას უკვე ტკივილები მაწუხებდა. მერე შვიდკაცა რაგბის ნაკრებშიც ვითამაშე. არადა, როგორც ჩანს უნდა დამესვენა, ტკივილისთვის მიმეხედა. რას იზამ, ასეთია სპორტული ცხოვრება.

- კლუბში, "პერიგოში" როგორ უყურებენ ამ ამბავს?

- "პერიგოს" ახლა ძალიან უჭირს. სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. კლუბის ბიუჯეტი რვაასი ათასი ევროთია გარღვეული. არ იციან, ფედერალ 1 დივიზიონში დარჩებიან თუ ფედერალ 3-ში დააქვეითებენ. მიუხედავად ასეთი პრობლემებისა, გუნდიდან მაინც არავის უშვებენ. მათ შორის მეც, რადგან ჯერ კიდევ კონტრაქტით ვარ გუნდთან დაკავშირებული.

ახლახან შემომთავაზეს, სანამ საბოლოოდ გამოჯანმრთელდები, იქნებ მწვრთნელთა შტაბს დაეხმაროო. დავთანხმდი. ჩემთვისაც კარგი იქნება, პრაქტიკას მივიღებ. კარიერის დასასრულს ვუახლოვდები და უკვე მომავალზე უნდა ვიფიქრო. მწვრთნელი ვიქნები თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. მთელი ცხოვრება რაგბიში ვარ და მინდა ამ სპორტს ვემსახურო.

- შინ დაბრუნებას არ აპირებთ?

- ოთხი თვის შემდეგ ვნახავ, შევძლებ თუ არა თამაშს. მერე კი ნელ-ნელა შინ დასაბრუნებლად უნდა ვემზადო. მაქვს შემოთავაზება ქუთაისიდან და ბათუმიდან. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

- როგორ ფიქრობთ, რა ელის საქართველოს ნაკრებს ინგლისში გასამართავ მსოფლიოს თასზე?

- იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რასაც ვუყურებ, სოლიდური გუნდი გვყავს და მზადებაც სათანადო მიდის. ვფიქრობ, რაც დაგეგმილი გვაქვს, ორი თამაშის მოგება, უნდა შევძლოთ.

გული მწყდება, ბიჭებს ვერაფრით რომ ვეხმარები. ამ დღეებში საქართველოში ჩამოვალ. გუნდს მოვინახულებ, გავამხნევებ. საქართველოს ნაკრებს წინ საკმაოდ რთული ბრძოლები ელის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დუდუ
დიდი კაცი ხარ, თედო. მადლობა და წარმატებები!
თაზო
ღმერთი შენთან!ყველაფერი კარგად იქნება!გაიხარე და გაგვახარე!წარმატებები!
პაატა
თედო,გული არ გაიტეხო,ცხოვრება გრძელდება,შენ არა მარტო ქუთაისის ღირსეული შვილი ხარ,არამედ მთლიანად საქართველოსი,გვიმრავლოს შენნაირი ვაჟკაცები
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
პორტუგალია-საქართველო 9:34 - მითი დაიმსხვრა [VIDEO+PHOTO]
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
"ბორჯღალოსნებმა" რუსების ძლევით მსოფლიოს თასის საგზური გაინაღდეს! [VIDEO]
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
"ბორჯღალოსნები" სტუმრად პორტუგალიას პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებენ
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალიაში გაიმარჯვა [VIDEO]
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ქართული ლეგიონი: ორი ლიდერია, შვიდი საპლეიოფოშია
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ᓡᓐᓤᓠᓐᓜᓒეთᓘᓡ ᓓᓘᓕᓘᓖᓘᓝᓜᓔბᓘᓡ 37 ᓒᓣᓜᓓᓨᓘ 65 ᓥᓐᓠᓗᓕეᓚᓘ მოᓠᓐᓒᓑᓔ იᓠიᓪხᓔბᓐ
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს